ალექსანდრე ვასილევსკი
(გადამისამართდა გვერდიდან ვასილევსკი, ალექსანდრე)
ალექსანდრე ვასილევსკი (რუს. Александр Михайлович Василевский) (დ. 30 სექტემბერი, 1895, ნოვაია გოლშიკა (კოსტრომა), რუსეთი — გ. 5 დეკემბერი 1977, მოსკოვი, სსრკ) — რუსი საბჭოთა სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, საბჭოთა კავშირის მარშალი, ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი, სსრკ-ის შეიარაღებული ძალების მინისტრი და სამხედრო მინისტრი 1949-1953 წლებში.
ბიოგრაფია
რედაქტირება- 1914 - 1918 - პირველი მსოფლიო ომის მონაწილე
- 1919 - წითელ არმიაში .
- 1918 – 1922 რუსეთის სამოქალაქო ომში პოლკის მეთაურის დამხმარე.
- 1937 - დაამთავრა გენშტაბის სამხედრო აკადემია
- 1938- სკკპ -ის წევრი.
- 1940,- მაისი – გენშტაბის ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე.
- 1941,- ივნისი- მიენიჭა გენერალ -მაიორის წოდება
- 1941,- აგვისტო - გენშტაბის უფროსის მოადგილე და გენშტაბის ოპერატიული სამმართველოს უფროსი.
- 1942,- ივნისი - გენშტაბის უფროსი.
- 1942,- ოქტომბერი - სსრკ თავდაცვის სახალხო კომისრის უფროსის მოადგილე. უშუალოდ მონაწილეობდა წითელი არმიის მიერ უმნიშვნელოვანესი ოპერაციების დაგეგმვასა და შემუშავებაში, მთავარი საკითხების გადაწყვეტაში, ფრონტების ადამიანური რესურსებით, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების უზრუნველყოფით. ყველა სახის რეზერვის მომზადებაში მოქმედი არმიებისათვის.
- 1942 – 1943 სტალინგრადის ბრძოლის დროს იყო შეტევითი ოპერაციების დაგეგმვის ერთ-ერთი ავტორი და შემსრულებელი. კორდინაციას უწევდა ფრონტების მოქმედებას ალყაში მოქცეული მოწინააღმდეგის დაჯგუფების ლიკვიდაციისას.
- 1943 - კურსკის ბრძოლაში როგორც უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკის წარმომადგენელი ახორციელებდა ვორონეჟის ფრონტი|ვორონეჟის ფრონტის და სტეპის ფრონტის ფრონტებს შორის ერთობლივ მოქმედებას. ხელმძღვანელობდა სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ფრონტების ოპერაციების დაგეგმვასა და ჩატარებას, დონბასის გასანთაფისუფლებლად.
- 1944-იანვარი თებერვალი, კორდინაციას უწევდა მე-3 და მე-4 უკრაინული ფრონტების მოქმედებას კრივოროჟ - ნიკოპოლის ოპერაციაში,აპრილში საბჭოთა ჯარების მოქმედებას ყირიმის განთაფისუფლებისას, ივნისიდან, მოქმედებას მე-3 ბელორუსიის, 1-ლი და 2-ე ბალტიისპირეთის ფრონტებისა ბელორუსიის ოპერაციაში.
- 1945-თებერვალი შეყვანილ იქნა უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკში და დაინიშნა მე-3 ბელორუსიის ფრონტის სარდლად.
- 1945-ივნისი საბჭოთა ჯარების მთავარსარდალი შორეულ აღმოსავლეთში. ვასილევსკის ხელმძღვანელობით განხორციელდა საბჭოთა ჯარების მსხვილი გადაჯგუფება, დაიგეგმა, მომზადა და ჩატარდა მანჯურიის სტრატეგიული შეტევითი ოპერაცია კვანტუნის არმიის გასანადგურებლად.1945- ( 9 აგვ.- 2 სექტ.)ომის შემდგომ გეშტაბის უფროსი, სსრკ შეიარაღებული ძალების მინისტრის მოადგილე, და 1-ლი მოადგილე.
- 1949- 1953 სსრკ შეიარაღებული ძალების მინისტრი (სამხედრო მინისტრი).
- 1953- 1956 სსრკ თავდაცვის მინისტრის 1-ლი მოადგილე.
- 1956- 1957 სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
- 1959- სსრკ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექტორების ჯგუფში.
- 1952- 1961 სკკპ ცკ-ის წევრი.
- 1946- 1958 სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
- დასაფლავებულია წითელ მოედანზე კრემლის კედელში.
ჯილდოები
რედაქტირება- საბჭოთა კავშირის გმირი ორგზის
- ლენინის ორდენით 8-ჯერ
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენით
- წითელი დროშის ორდენით 2-ჯერ
- სუვოროვის ორდენი I ხარისხის 1-ჯერ
- წითელი ვარსკვლავის ორდენი III ხარისხის 1-ჯერ
- ორდენი „გამარჯვება“ 2-ჯერ
- მრავალი საბჭოთა და უცხოური მედალითა და ორდენით.
წყაროები
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Nikita Khrushchev (1999), Time. People. Power. (Memoirs), vol. 1. Moscow: IIK Moscow News.
- Otto von Lasch (1991), So fell Königsberg ('So fiel Königsberg'). Moscow.
- P.Ya. Mezhiritzky (2002), Reading Marshal Zhukov'. Philadelphia: Libas Consulting.
- Marshal K. Rokossovsky (1988), Soldier's duty. Moscow: Politizdat.
- A.P. Shikman (1997), Actors of our History (biographical dictionary). Moscow.
- S.M. Shtemenko (1989), The General Staff during the war. 2nd ed., Moscow: Voenizdat.
- Viktor Suvorov (2002), Shadow of Victory. Moscow: ACT.
- Marshal A.M. Vasilevsky (1978), The matter of my whole life. Moscow: Politizdat.
- K.A. Zalessky (2000), Stalin's empire (biographical dictionary). Moscow: Veche.
- Marshal G.K. Zhukov (2002), Memoirs. Moscow: Olma-Press.
- (1969–1978) Great Soviet Encyclopedia. Moscow.
- (1976–1979) Soviet Military Encyclopedia. Moscow.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. Ламин — Новосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ TracesOfWar
- ↑ 4.0 4.1 Василевский Александр Михайлович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.