დიმიტრი იაზოვი

(გადამისამართდა გვერდიდან იაზოვი, დიმიტრი)

დიმიტრი ტიმოთეს ძე იაზოვი (რუს. Дми́трий Тимофе́евич Я́зов, დმიტრი ტიმოფეევიჩ იაზოვ; დ. 8 ნოემბერი, 1924, იაზოვო, ომსკის ოლქი, რსფსრ, — გ. 25 თებერვალი, 2020, მოსკოვი) — რუსი სამხედრო მოღვაწე, საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მარშალი (1990), საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრი (1987-1991).

დიმიტრი იაზოვი
დაბადების თარიღი 8 ნოემბერი, 1924
დაბადების ადგილი იაზოვო, რსფსრ
გარდაცვალების თარიღი 25 თებერვალი, 2020
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი
კუთვნილება საბჭოთა კავშირი, რუსეთი
ჯარის სახეობა წითელი არმია და საბჭოთა არმია
სამხედრო სამსახურის წლები საბჭოთა კავშირის მარშალი
წოდება საბჭოთა კავშირის მარშალი
მეთაურობდა 4th Army, Central Group of Forces, Central Asian Military District და Far Eastern Military District
ბრძოლები/ომები დიდი სამამულო ომი, კარიბის კრიზისი და ავღანეთის ომი (1979-1989)
ჯილდოები ლენინის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, წითელი დროშის ორდენი, საპატიო ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, სანქტ-პეტერბურგის 300 წლისთავის მედალი, სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენი, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-4 ხარისხი, წითელი ვარსკვლავის ორდენი, Order "For Service to the Homeland in the Armed Forces of the USSR", 3rd class, მედალი „სსრ კავშირის სახელმწიფო საზღვრის დაცვაში წარჩინებისათვის“, მედალი „ლენინგრადის დაცვისათვის“, მედალი „საბრძოლო დამსახურებისთვის“, Medal "For Strengthening of Brotherhood in Arms", ხელუხლებელი მიწების ათვისების მედალი, Jubilee Medal "60 Years of Victory in the Great Patriotic War 1941–1945", Jubilee Medal "50 Years of Victory in the Great Patriotic War 1941–1945", საიუბილეო მედალი „1941-1945 წლების დიდ დამამულო ომში გამარჯვების 65-ე წლისთავი“, მედალი „მოსკოვის 850 წლისთავის აღსანიშნავად“, ჟუკოვის მედალი, მედალი „სსრკ-ის შეიარაღებული ძალების ვეტერანი“, ალექსანდრე ნეველის ორდენი, 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლისთავის“ საიუბილეო მედალი, Jubilee Medal "75 Years of Victory in the Great Patriotic War 1941–1945", ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-3 ხარისხი, Jubilee Medal "70 Years of Victory in the Great Patriotic War 1941–1945", Medal "For Impeccable Service", 2nd class და Honorary decree of the Presidium of the Supreme Soviet of the Azerbaijan SSR

ბიოგრაფია

რედაქტირება

წითელ არმიაში 1941 წლიდან მსახურობდა. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1953 წელს დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი სამხედრო-სამეთაურო სასწავლებელი. 1962-1963 წლებში კარიბის კრიზისის დროს მეთაურობდა კუბაზე საბრძოლო მზადყოფნაში მყოფ მე-400 მოტომსროლელ პოლკს. შემდგომ პერიოდში სამეთაურო თანამდებობებზე იყო საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროში, მათ შორის, 1971-1973 წლებში იყო ყირიმში 32-ე საარმიო კორპუსის, 1979-1980 წლებში — ჩეხოსლოვაკიაში ჯარების ცენტრალური დაჯგუფების მეთაური, 1980-1984 წლებში — შუა აზიის, 1984-1987 წლებში კი — შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ჯარები სარდალი. 1984 წელს მიენიჭა არმიის გენერლის წოდება.

1987 წელის 30 მაისს დაინიშნა საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრად. აქტიურად მონაწილეობდა საბჭოთა რესპუბლიკებში საპროტესტო მოძრაობების ჩახშობის გადაწყვეტილებების მიღებაში. 1989 წლის აპრილში თბილისში ზეპირი განკარგულებით მოავლინა გენერლები — კონსტანტინე კოჩეტოვი და იგორ როდიონოვი და დაავალა ემ­ოქ­მე­დათ ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­კუ­თა­რი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბით, რასაც 9 აპრილის ტრაგედია მოჰყვა.[1] 1990 იანვარში მისი ბრძანებით საბჭოთა არმიის ქმედებებს ბაქოში ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1991 წლის იანვარში კი საბჭოთა სამხედროებმა ძალისმიერი გზით სცადეს ლიტვის დამოუკიდებლობისთვის სწრაფვის შეჩერება. 1991 წლის აგვისტოში იაზოვი მონაწილეობდა მოსკოვში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, იყო საგანგებო სახელმწიფო კომიტეტის წევრი, რისთვისაც საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა 1991 წლის 28 აგვისტოს თანამდებობიდან გაათავისუფლა. მასზე ძიება დაიწყო, მაგრამ 1994 წელს გაამართლეს. ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის დროს მოხდა მისი პოლიტიკური რეაბილიტაცია: 2008 წელს იაზოვი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვედანაყოფის გენერალურ ინსპექტორად დანიშნეს, სადაც ყოფილი ოფიცრები მუშაობენ. 2019 წლის მარტში ლიტვის სასამართლომ 1991 წლის მოვლენებში მონაწილეობისთვის დაუსწრებლად მიუსაჯა 10-წლიანი პატიმრობა. გარდაიცვალა 2020 წელს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.[2]

  1. „9 აპრილი“[მკვდარი ბმული]. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, თბილისი, 2017. ISBN 978-9941-0-9810-9, გვ. 25.
  2. სსრკ-ის ბოლო თავდაცვის მინისტრი დიმიტრი იაზოვი 25 თებერვალს მოკვდა. «ტაბულა». 25 თებერვალი, 2020.