ვასილი კონსტანტინეს ძე ბლიუხერი (რუს. Васи́лий Константи́нович Блю́хер; დ. 19 ნოემბერი, [ძვ. სტ. 1 დეკემბერი], 1890, სოფ. ბარშჩინკა, იაროსლავის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 9 ნოემბერი, 1938, მოსკოვი, სსრკ) — საბჭოთა სამხედრო და პარტიული მოღვაწე, საბჭოთა კავშირის მარშალი (1935). სკკპ წევრი 1916 წლიდან. დაიბადა გლეხის ოჯახში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1917 წლის ნოემბერში იყო სამარის სამხედრო-რევოლუციური კომიტეტის წევრი; ნოემბრის ბოლოდან ჩელიაბინსკის რევკომის, ხოლო 1918 წლის მარტიდან საბჭოს თავმჯდომარე. ჩეხოსლოვაკიელთა კორპუსის აჯანყების შემდეგ სათავეში ჩაუდგა ორენბურგის რაიონში გარშემორტყმულ საბჭოთა ჯარებს და განახორციელა 1500 კმ-იანი გადასვლა მე-3 წითელ არმიასთან შესაერთებლად. მონაწილეობდა კოლჩაკის განადგურებაში, ხოლო 1920 წლის აგვისტო-ნოემბერში — კახოვკის პლაცდარმის დაცვასა და პერეკოპის შტურმში. 1921–1922 წლებში იყო შორეული აღმოსავლეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი, სახალხო-რევოლუციური არმიის მთავარსარდალი და სამხედრო საბჭოს წევრი. ხელმძღვანელობდა არმიის რეორგანიზაციას და ვოლოჩაევკასთან თეთრგვარდიელთა განადგურებას. 1924–1927 წლებში გუანჯოუში (კანტონი) ჩინეთის რევოლუციური მთავრობის მთავარი სამხედრო მრჩეველი იყო და მონაწილეობდა ჩრდილოეთის დიდი ლაშქრობის განხორციელებაში. 1929–1938 წლებში სარდლობდა შორეული აღმოსავლეთის განსაკუთრებულ წითელდროშოვან არმიას. ხელმძღვანელობდა ჩინეთის მილიტარისტების განადგურებას ჩინეთ-საბჭოთა კავშირის კონფლიქტის დროს (1929) და შორეულ აღმოსავლეთში მძლავრი თავდაცვის შექმნას. 1934 წელს პარტიის XVII ყრილობაზე ვასილი ბლიუხერი აირჩიეს სკკპ () ცკ-ის წევრობის კანდიდატად. იყო სსრკ I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და 6 სხვა ორდენით.

ვასილი ბლიუხერი
დაბადების თარიღი 19 ნოემბერი (1 დეკემბერი), 1890[1]
დაბადების ადგილი ბარშჩინკა
გარდაცვალების თარიღი 9 ნოემბერი, 1938[2] [3] [1]
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი
ჯარის სახეობა რუსეთის იმპერიის არმია და წითელი არმია
წოდება საბჭოთა კავშირის მარშალი
მეთაურობდა შორეული აღმოსავლეთის რესპუბლიკის სახალხო-რევოლუციური არმია
ბრძოლები/ომები პირველი მსოფლიო ომი, რუსეთის სამოქალაქო ომი, ჩინეთის სამოქალაქო ომი, სსრკ-ჩინეთის კონფლიქტი და ხასანის ტბის ბრძოლა
ჯილდოები ლენინის ორდენი, წითელი დროშის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი, საიუბილეო მედალი „მუშურ-გლეხური წითელი არმიის XX წელი“, სახელმწიფო უშიშროების საპატიო თანამშრომელი, წმინდა გიორგის მედალი, III ხარისხის წმინდა გიორგის ორდენი, IV ხარისხის წმინდა გიორგის ორდენი და Order of the Red Banner

ლიტერატურა

რედაქტირება