ბოროდინოს ბრძოლა
საფრანგეთ-რუსეთის ომის ნაწილი ნაწილი

ბოროდინოს ბრძოლა, ავტორი: ლუი ლეჟენი
თარიღი 26 აგვისტო 7 სექტემბერი, 1812
მდებარეობა ბოროდინო, რუსეთი; მოსკოვის ოლქი
შედეგი ფრანგების პიროსის გამარჯვება, სტრატეგიულად გაურკვეველი
მხარეები
საფრანგეთის პირველი იმპერია ვარშავის საჰერცოგო იტალიის სამეფო რაინის კავშირი რუსეთის იმპერია[1]
მეთაურები
ნაპოლეონ I მიშელ ნეი იოაჰიმ მიურატი ევგენი დე ბოჰარნე მიხეილ კუტუზოვი პეტრე ბაგრატიონი მიხეილ ბარკლაი-დე-ტოლი
ძალები
130,000 - 190,000 მეომარი, 587 ზარბაზანი[2] 120,000 - 160,000 მეომარი, 640 ზარბაზანი
დანაკარგები
~27,000-35,000 მკვდარი, დაჭრილი და დატყვევებული; [3]
[4](47 გენერლის და 480 ოფიცრის ჩათვლით)
39,000-45,000 მკვდარი, დაჭრილი და დეატყვევებული[5][6] (23 გენერლის და 211 ოფიცრის ჩათვლით)
ბოროდინოს ბრძოლა ვიკისაწყობში

ბოროდინოს ბრძოლა (ბრძოლა მდ. მოსკოვთან, ფრანგ.— Bataille de la Moskova) — 1812 წლის რუსეთის სამამულო ომის მნიშვნელოვანი ბრძოლა რუსულ (მხედართმთავარი მიხეილ კუტუზოვი) და ფრანგულ (მხედართმთავარი ნაპოლეონ I ბონაპატრე) არმიებს შორის. ბრძოლა მოხდა 1812 წლის 26 აგვისტოს (ძვ. სტ. )(7 სექტემბერს ახ.სტ.) მოსკოვიდან დასავლეთით 125 კ.მ მანძილზე სოფელ ბოროდინოსთან.

12 საათიანი ბრძოლის მსვლელობაში ფრანგულ არმიას მიეცა შესაძლებლობა ხელში ჩაეგდო რუსული არმიის პოზიციები ცენტრში და მარცხენა ფრთაზე, მაგრამ ბრძოლის დასასრულს ფრანგები დაუბრუნდნენ ძველ პოზიციებს. ამიტომ რუსულ ისტორიოგრაფიაში ითვლება, რომ რუსულმა ჯარებმა მოიპოვეს წარმატება, თუმცა მეორე დღეს მთავარსარდალმა კუტუზოვმა უკანდახევის ბრძანება გასცა დიდი დანაკარგების გამო და ასევე იმისათვის, რომ ნაპოლეონის არმია ახალ ძალებს ელოდებოდა.

ითვლება, ერთდღიანი ბრძოლების ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელ ბრძოლად.

ბრძოლის წინაპირობები

რედაქტირება

1812 წლის ივნისში ფრანგული არმიის შეჭრისთანავე რუსეთის ტერიტორიაზე, რუსული არმია მუდმივად უკან იხევდა. ფრანგული არმიის მრავალრიცხოვნება და სწრაფი გადაადგილება ხელს უშლიდა რუსეთის არმიის მთავარსარდალს,

ინფანტერიის გენერალს ბარკლაი დე-ტოლს ბრძოლისათვის მოემზადებინა ჯარები, მაგრამ გაჭიანურებულმა უკანდახევის პროცესმა გამოიწვია საზოგადოებრივი აღშფოთება. იმპერატორი ალექსანდრე I იძულებული გახდა შეეცვბალა მთავარსარდალი. ბარკლაი დე-ტოლი შეცვალა ასევე ინფანტერიის გენერალმა მიხეილ კუტუზოვმა. თუმცა ასალმა მთავარსარდალმაც უკანდახევის გზა აირჩია. კუტუზოვის სტრატეგია განპირობებული იყო ერთის მხრივ, მოწინააღმდეგის დაქანცვასა და ძალების გამოფიტვაზე, მეორეს მხრივ, საკუთარი სამხედრო ძალების გამაგრებაზე ნაპოლეონის არმიასთან გადამწყვეტი ბრძოლის წინ.

22 აგვისტოს (3 სექტემბერს) სმოლენსკიდან უკანდახეული რუსული არმია გამაგრდა მოსკოვიდან 125-ე კმ-ზე სფელ ბოროდინოსთან. მთავარსარდალმა კუტუზოვმა მე-3 რუსული არმიის გენერალ პეტრე ბაგრატიონის დაჟინებული მოთხოვნით, გადაწყვიტა გენელალური ბრძოლის გამართვა ფრანგებთან. მისი კიდევ გადადება შეუძლებელი იყო, რადგან ეს უკვე ნაპოლეონის მიერ მოსკოვის აღებას ნიშნავდა.

24 აგვისტოს (5 სექტემბერს) სოფელ შევარდინოსთან გაიმართა გაიმართა ბრძოლა, სადაც შეჩერებულ იქნა ფრანგული არმია. რუსულ არმიას მიეცა ძირითად პოზიციებზე სიმაგრეების მოწყობის საშუალება.

ომის სტატისტიკა

რედაქტირება
არმიის რაოდენობა (10 000 ადამიანი)
წყარო ნაპოლეონის
ჯარი
რუსეთის
ჯარი
თარიღი
დიმიტრი პეტრეს ძე ბუტურლინი 190 132 1824
ფილიპ პოლ დე სეგური 130 120 1824
ჟორჟ შამბრე 133,819 130 1825
ჟან-ფრანსუა აგატონი 120 133,5 1827
კარლ კლაუზევიცი 130 120 1830
ალექსანდრე ივანეს ძე მიხაილოვსკი-დანილევსკი 160 128 1839
მოდესტ ივანეს ძე ბოგდანოვიჩი 130 120,8 1859
ჟან ბატისტ ანტუან მარსელინ დე მარბო 140 160 1860
რეჯინალდ ჯორჯ ბერტონი 130 120,8 1914
ნიკოლოზ ღედორეს ძე გარნიჩი 130,665 119,3 1956
ევგენი ტარლე 130 127,8 1962
გრიუნვალდი 130 120 1963
ლუბომირ გრიგორის ძე ბესკროვნი 135 126 1968
დევიდ ჩანდლერი 156 120,8 1966
ტირი 120 133 1969
რიჩარდ ჰოლმსი 130 120 1971
კრისტოფერ დაფი 133 125 1972
ჟან ტრეინი 127 120 1981
ნაიჯელ ნიკოლსონი 128 106 1985
ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ტროიცკი 134 154,8 1988
ვასილიევი 130 155,2 1997
სმიტ დიგბი 133 120,8 1998
ზემცოვი 127 154 1999
ურტული 115 140 2000
ბეზოტოსნი 135 150 2004


მოწინააღმდეგეთა ძალები

რუსეთის არმია:

  • 180 ქვეითების ბატალიონი
  • 164 კავალერიის ესკადრა
  • 20 პოლკი არალეგულარული კაზაკი ცხენოსანი
  • 55 საარტილერეო ბატარეა (637 ერთეული ქვემეხი)

საიდანაც 7 000 კაზაკმა და 10 000 რუსმა ჯარისკაცმა ბოროდინოს ბრძოლაში არ მიიღო მონაწილეობა. შეტაკების შემდეგ ამ სამხედრო შენაერთების დაშლა მოხდა, რათა გამოეყენებინათ ის, როგორც მაშეველი ჯარი ბრძოლით გამოფიტული რუსული რეგულარული არმიის გასაძლიერებლად. 637 ზარბაზნიდან 300 არ გამოყენებულა ბრძოლაში და ასევე, ბევრი არ გამოყენებულა კუტუზოვის თავდაცვითი გეგმის დროს.

საფრანგეთის არმია:

  • 214 ქვეითი ბატალიონი
  • 317 კავალერიის ესკადრა
  • 587 საარტილერიო ერთეული

ფრანგებს, ასევე, ჰყავდათ ძველი გვარდია (ე.წ. საიმპერატორო დაცვა), რომელიც დაკომპლექტებული იყო პროფესიონალებითა და გამოცდილი მეომრებით. ყოველი მათგანი მრავალი ბრძოლის მონაწილე იყო.

გვარდია შეიცავდა:

  • 20 ქვეით ბატალიონს
  • 109 საარტილერიო შენარეთს
  • 27 კავალერიის ესკადრას

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მთლად ზუსტი ცნობები არ არსებობს. სხვადასხვა ისტორიკოსი სხვადასხვა რაოდენობას ასახელებს.

ბრძოლა შევარდინოს რედუტისათვის

რედაქტირება
 
ბრძოლა შევარდინოსათვის. ავტორი: სამოშკინი. 1910 წ.

მთავარსარდალ კუტუზოვის ჩანაფიქრი იმაში მდგომარეობდა, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიეყენებინა ფრანგული არმიისათვის აქტიური ტავდაცვის გზით, შეეცვალა ძალთა თანაფარდობა და შეენარჩუნებინა ცოცხალი ძალა შემდგომი ბრძოლებისა და ნაპოლეონის არმიის სრული განადგურებისათვის. ამის შესაბამისად მოეწყო რუსული ჯარების საბრძოლო რიგები.

კუტუზოვის მიერ არჩეული პოზიცია გამოიყურებოდა სწორი ხაზივით, რომელიც მიემართებოდა შევარდინოს რედუტიდან მარცხნივ წითელი ბორცვისაკენ. სოფელი ბოროდინო მდებარეობდა ცენტრში. პარჯვენა ფლანგზე სოფელი მასლოვო.

გენერალური ბრძოლის წინა დღეს 24 აგვისტოს, რუსულ არიერგარდს თავს დაესხა მოწინააღმდეგი ავანგარდი. გაიმართა რამდენიმე საათიანი ხელჩართული ბრძოლა. მას შემდეგ, რაც მიღებული იქნა ცნობა მოწინააღმდეგის შემოვლით მოძრაობაზე, არმიის გენერალმა კონოვნიცინმა ჯარები მდინარე კოლოჩისკენ წაიყვანა და შეუერთდა სოფელ შევარდინოსთან განლაგებულ კორპუსებს.

შევარდინოს რედუტთან გადმოსროლილ იქნა გენერალ-ლეიტენანტ გორჩაკოვის დანაყოფი. სულ გორჩაკოვის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა 11 ათასი ჯარისკაცი და 46 ზარბაზანი. სმოლენსკის ძველი გზის დასაცავად დარჩენილი იყო გენერალ-მაიორ კარპოვის მეთაურობით კაზაკთა 6 პოლკი.

ნაპოლეონის დიადი არმია ბოროდინოს ველს სამ წყებად მიუახლოვდა. ძირითადი ძალები: 3 საკავალერიო კორპუსი მარშალ მიურატის სარდლობით, ქვეითი დივიზიები მარშალ დავუს, ნეის და დივიზიის გენერალ ჟიუნოს სარდლობით და ძველი გვარდია გადაადგილდებოდნენ სმოლენსკის ახალი გზით. მათგან ჩრდილოეთით მოემარტებოდა ქვეითთა კორპუსი იტალიის ვიცე-მეფე ევგენი ბოგარნეს მეთაურობით და კავალერიის კორპუსი დივიზიის გენერალ გრუშის მეთაურობით. სმოლენსკის ძველ გზას უახლოვდებოდა გენერალ პანიატოვსკის კორპუსი 35 ათაი ქვეითი და ცხენოსანი ჯარისკაცითა და 180 ზარბაზნით.

მოწინააღმდეგემ აიღო შევარდინოს რედუტი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. ის ცდილობდა გენერალ გორჩაკოვის არმიის ალყაში მოქცევას. ფრანგები ორჯერ შეიჭრნენ რედუტზე. შევარდინოს რედუტი აიღო კიდეც მიურატმა 4 000 ფრანგის სიკვდილის ფასად, ხოლო რუსეთის მხრიდან 7 000 ჯარისკაცი დაიღუპა. შევარდინოს რედუტის დაკარგვამ რუსულ არმიაში უწესრიგობაც შეიტანა, მაგრამ საბოლოოდ რუსებმა მოიგერიეს ეს შეტევა. ბრძოლა თანდათან შესუსტდა და შეწყდა. მთავარსარდალმა კუტუზოვმა ბრძანა - გორჩაკოვს არმია წაეყვანა სემიონოვის ხევისაკენ ძირითად ძალებთან შესაერთებლად.

ბოროდინოს ბრძოლა

რედაქტირება
 
ბრძოლის გეგმა

პოზიციები

რედაქტირება

რუსეთის თავდაცვითი პოზიციები ბოროდინოსთან წარმოადგენდა მდინარე მოსკოვის მარჯვენა ნაპირიდან მისი შენაკადი კალოჩას გასწვრივ ერთმანეთთან დაუკავშირებელ, რკალად გადაჭიმულ მიწაყრილებს, რომლის ციცაბო ნაპირები დამატებით სიძნელეებს უქმნიდა ფრანგებს. ეს მიწაყრილები სოფელ უტიცამდე გრძელდებოდა. მდ. კალოჩას ნაპირებზე გაფანტულად ამოსული ხეები ფრანგების მხრიდან რუსების პოზიციების მარცხნივ და ცენტრში, ასევე, დიდი დახმარებას უწევდა კუტუზოვს, შეჰქონდა რა არეულობა და უწესრიგობა ფრანგული შენაერთების განლაგებაში. ის ხელს უშლიდა ფრანგებს გადაადგილებასა და მწყობრის დაცვას. რუსების ცენტრი რაევსკის რედუტით იყო დაცული და წარმოადგენდა დიდ მიწაყრილს, სადაც განლაგებული იყო 19 ქვემეხი.

კუტუზოვი გეგმავდა ფრანგთა მარცხენა ფრთისათვის შეეტია და ცენტრში გაჭრილიყო. კუტუზოვი იმედოვნებდა, რომ II არმია, რომელსაც პეტრე ბაგრატიონის ხემძღვანლობდა, დღის ბოლმდე შეინარჩუნებდა პოზიციას. გენერლების რჩევის მიუხედავად, კუტუზოვმა არაფერი მოიმოქმედა ძალების გადაჯგუფებისათვის. ამგვარად, ბრძოლამ რუსეთის მხრიდან თავდაცვითი ხასითი მიიღო. ნაპოლეონის არტილერია აკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ ბრძოლა მოეგო.

ბრძოლის დასაწყისი

რედაქტირება
 
ვერეშჩაგინი. ნაპოლეონი ბოროდინოს სიმაღლეზე.
 
ბოროდინოს ბრძოლა. ცენტრში დაჭრილი გენერალი ბაგრატიონი. მხატვარი პეტერ ჰესი

1812 წლის 26 აგვისტოს დილის 5 სთ და 30 წთ. 100-ზე მეტი ფრანგული ზარბაზნიდან დაიწყო საარტილერიო გასროლა მარცხენა პოზიციის ფლანგის დასაშლელად. სროლის დაწყებისთანავე პარალელურად, რუსული პოზიციების ცენტრისკენ სოფელ ბოროდინოსთან დილიდ ნისლში გადაადგილდებოდა გენერალ დელზონის დივიზია იტალიის ვიცე-მეფე ევგენი ბოგარნეს კორპუსიდან. სოფელს იცავდა ეგერის ლეიბ-გვარდია პოლკოვნიკ ბისტრომის მეთაურობით. ის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. ფრანგების არმია 4-ჯერ აღემატებოდა ეგერის გვარდიას.

ბაგრატიონის ფლეშები

რედაქტირება
 
ბაგრატიონის ფლეშები
 
ბაგრატიონის ფლეშები

ბრძოლის წინადღს ფლეშები დაიკავა გრენადერთა მე-2 დივიზიამ გენერალ ვორონცოვის მეთაურობით. დილის 6 სთ-ზე ფრანგებმა შეტევა დაიწყეს ბაგრატინის ფლეშებზე. პირველივე შეტევაზე გენერლების - დესსესა და კომპანას ფრანგულმა დივიზიებმა ეგერთა პოლკის წინააღმდეგობა გადალახეს და გაიჭრნენ სამხრეთის ფლეშისკენ უტიცკის ტყის გავლით, მაგრამ მათი შეტევა საბოლოოდ, მოგერიებულ იქნა ეგერთა მიერ.

დილის 8 საათზე ფრანგებმა შეტევა გაიმეორე და სამხრეთის ფლეში ხელში ცაიგდეს. ბაგრატიონმა გრენადერთა მე-2 დივიზიის დასახმარებლად გადაისროლა 27-ე ქვეითი დივიზია გენერალ ნევეროვსკის მეთაურობით. აგრეთვე, ახტირის ჰუსართა და ნოვოროსიის დრაგუნთა პოლკები ფლანგებიდან დასარტყმელად. ფრანგებმა ფლეშები მძიმე დანაკარგებით მიატოვეს - ორივე ფრანგულ დივიზიაში იყო ბევრი დაჭრილი, მოკლული ცხენიდან გადმოვარდნილმა კორპუსის მარშალმა დავუმ კონტუზია მიიღო, დაჭრილი იყო პრაქტიკულად ბრიგადის ყველა მეთაური.

მესამე შეტევისათვის ნაპოლეონმა გააძლიერა შემტევი ძალები მარშალ ნეის კიდევ 3 ქვეითი დივიზიით, მარშალ მიურატის 3 საკავალერიო კორპუსით და არტილერიით, რომლის რიცხვი 160-მდე გაზარდა.

განსაზღვრა რა ბაგრატიონმა ნაპოლეონის მიერ არჩეული მთავარი დარტყმის მიმართულება, უბრძანა გენერლებს - რაევსკის, ტუჩკოვს ფლეშებისაკენ გადაადგილება. ერთდროულად, მოთხოვნისამებრ, კუტუზოვმა ბაგრატიონისაკენ გააგზავნა იზმაილოვის პოლკი და ლიტოვსკის ლეიბ-გვარდიის რეზერვი. ასევე, მე-3 საკავალერიო კორპუსის 7 პოლკი, გრენადერთა 1-ლი და კირასირის 1-ლი დივიზიები. დამატებით, უკიდურესი მარჯვენა მხრიდან მარცხენა ფლანგისკენ დაიწყო გადაადგილება გენერალ-ლეიტენანტ ბაგოვუტის მე-2 ქვეითმა კორპუსმა.

ძლიერი საართილერიო მზადების შემდგომ, ფრანგებმა შეძლეს სამხრეთის ფლეშში და ფლეშებს შორის შეჭრა. ხელჩართულ ბრძოლაში დაიჭრა დივიზიის მეთაურები - ნევეროვსკი და ვორონცოვი.

რუსეთის არმიამ კონტრშეტევით უპასუხა ფრანგებს. მათზე შეტევა მიიტანა კირასირის სამმა პოლკმა. შეტევის დროს მარშალი მიურატი შემთხვევით გადარჩა რუსების მიერ ტყვედ აყვანას. მან ძლივს მოასწრო ვიურტემბერგის ქვეითებში მიმალვა. დილის 10 საათამდე ფლეშები ხელიდან ხელში გადადიოდა.

დილის 4 სთ-თვის ფლეშებზე შეტევისათვის ნაპოლეონმა თავი მოუყარა 45 ათას ქვეითსა და კავალერიას და თითქმია 400 ზარბაზანს. ამ გადამწყვეტ შეტევას რუსული ისტორიოგრაფია მერვედ მოიხსენიებს. ბაგრატიონი ხედავდა რა, რომ ფლეშების არტილერია ვერ შეაჩერებდა ფრანგულ კოლონებს, სათავეში ჩაუდგა მარცხენა ფრთის სრულიად საერთო კონტრშეტევას, რომლის ჯარების საერთო რაოდენობა შეადგენდა სულ რაღაც 20 ათას ჯარისკაცს. რუსების პირველ რიგებში შეტევა შეჩერებულ იქნა. ის გადაიზარდა საშინელ ხელჩართულ ბრძოლაში, რომელიც საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მტვერს, ბოლს, არეულობასა და უძლურებას ერთიანად მოეცვა მთელი ფრანგული არმია. მათ წინამძღოლებს (დავუს, მიურატს, ნეის) მხოლოდ ისღა აძლებინებდათ ბრძოლის ველზე ხმალმომარჯვებულთ, რომ იცოდნენ - მთელი რუსული არმია დაშლილი და განადგურებული იყო. სარდლები ნაპოლეონისგან დაუყოვნებელ შევსებას ითხოვდნენ. ნაპოლეონი კი, რომელიც ავად იყო (გაციებული) და ბრძოლის ველიდან შორს იმყოფებოდა, ვერ ახდენდა შეტაკებებზე დაკვირვებას და მოვლენებს სწორად ვერ აფასებდა. უარი, რომელითაც მან გაისტუმრა თავისი ოფიცრები, ალბათ ღირსების საკითხიც იყო. მას არ უნდოდა რომ უკანასკნელი რეზერვი - მისი პირადი დაცვა, ძველი გვარდია, სამშობლოდან ასე შორს მისი პირადი ხელმძღვანელობის გარეშე, მისი აზრით, არც თუ ისე მნიშვნელოვან ბრძოლაში გამოეყენებინა. ბოლოსდაბოლოს, გამარჯვების სასწორმა რუსების მხარეს გადაიწია, მაგრამ კონტრშეტევაზე გადასვლის დროს ფეხში დაჭრილი ბაგრატიონი ცხენიდან გადმოვარდა. ის დაუყოვნებლივ გაიყვანეს ბრძოლის ველიდან. ცნობამ, ბაგრატიონის დაჭრის შესახებ, წამებში მოიარა რუსული ჯარის რიგები და უდიდესი გავლენა მოახდინა რუს ჯარისკაცებზე, რომლებიც დიდ პატივს სცემდნენ გენერალს. ჯარისკაცები დაიბნენ, აირივნენ და უკანდახევა დაიწყეს.

ბრძოლის დასასრული

რედაქტირება

ბრძოლის დამთავრების შემდეგ დე-ტოლი დაუკავშირდა კუტუზოვს, რათა შემდგომი მითითებები მიეღო. მისი ერთ-ერთი თანამებძოლი ამ ამბავს ასე ყვება:

 
„კუტუზოვი იპოვეს მოსკოვისკენ მიმავალი შუა გზაზე დაბანაკებული, იგი თურმე ახალგაზრდა დიდებულებთან სიახლოვით თავს იქცევდა. შიკრიკის კითხვაზე, თუ რა იქნებოდა შემდეგ, კუტუზოვმა ტრაბახით თქვა, რომ მომდევნო დღეს ნაპოლეონს რუსეთიდან გააძევებდა...“

მიუხედავად ამ ქადილისა, მიხეილ ილარიონის-ძემ იცოდა, რომ მისი არმია მეტის-მეტად დასუსტებული იყო და ნაპოლენონთან ხელმეორე შეტაკებას ვეღარ გაუძლებდა. მთავარსარდლის ძირითად გეგმას ნაპოლეონის რუსეთის სურსათით მდიდარი ნაწილის დაცვა წარმოადგენდა, მან მოსკოვის საზოგადოებას განუცხადა: "მოსკოვის დაკარგვით ჯერ კიდევ არ არის დაკარგული რუსეთი, არმიის მოსპობით კი მოსკოვიცა და რუსეთიც დაიღუპებაო."

8 სექტემბერს ალექსანდრე I-მა დაცალა მოსკოვი მთელი მოსახლეობისაგან და ნაპოლეონი დაცარიელებულ დედაქალაქში შევიდა. მეორე დღეს ქალაქში ხანძარი გაჩნდა და ფრანგულმა არმიამ გამოსვლა ძლივს მოაწრო. ბონაპარტეს არმია თავშესაფრისა და სურსათ-სანოვაგის გარეშე დარჩა. სავარაუდოდ, რუსებმა შეგნებულად მიმართეს ამგვარ ხერხს, რომ დაქანცულ, ძალაგამოცლილ ფრანგულ არმიას ვერ უნდა მოესვენა ქალაქში და ვერ უნდა აღედგინდა ძალები. ამასთავნავე, ძლიერი სიცივე და ყინვები, რომელიც იმ ზამთარს დაიჭირა უფრო უძნელებდა საქმეს ნაპოლეონს. მან რუსული ჯარის სწრაფი განადგურების იმედი დაკარგა და რუსეთის სურსათით მდიდარი მხარისაკენ გადაწყვიტა დაძვრა. 19 ოქტომბერს ნაპოლეონმა მოსკოვი დატოვა. ის ცდილობდა არმია სამხრეთის გზით, სმოლენსკისაკენ წაეყვანა კალუგის გავლით, სადაც სურსათი და ცხენების საკვები ეგულებოდა. გზად ფრანგული არმია ყველაფერს ანადგურებდა, მაგრამ 24 ოქტომბერს მცირე იაროსლავეცთან ბრძოლაში კუტუზოვმა შეაჩერა. ნაპოლეონი იძულებული გახდა მისივე განადგურებული სმოლესკის გზით დაეხია უკან. კუტუზოვმა ბრძანებით, ნაპოლეონის არმიას ფლანგებიდან ურტყამდნენ რუსთა რეგულარული და პარტიზანული რაზმები, რადგან კუტუზოვმა კარგად იცოდა, რომ რუსული არმია უკვე დაუძლურებული იყო და გაურბოდა ფრონტალურ ბრძოლებს დიდი საჯარისო შენაერთებით. იგი პირისპირ ბრძოლაში აღარ შეჯახებია ნაპოლეონს.

ნაპოლეონის არმია პრაქტიკულად სრულიად განადგურდა. თანამედროვეთა თქმით, კუტუზოვი არავის უზიარებდა თავის ჩანაფიქრს, მისი საჯაროდ ნათქვამი სიტყვები არმიაში გაცემულ ბრძანებებს ხშირად არ ემთხვეოდა, თუმცა მისი მოღვაწეობის საბოლოო შედეგი ეჭვგარეშეა - ნაპოლეონის აბსოლუტური განადგურება, რისთვისაც კუტუზოვი წმ. გიორგის პირველი I ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

დანაკარგები

რედაქტირება
 
ბოროდინოს ბრძოლის დასასრული

ბრძოლისას დაშავებულთა რიცხვი განსაცვიფრებელი იყო.

ბოროდინოს ბრძოლა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო სისხლისმღვრელ ბრძოლად მთელ მე-19 საუკუნეში და მანამდეც. ყველაზე უფრო თავშეკავებული მონაცემებითაც კი, ყოველ საათში ბრძოლის ველზე იღუპებოდა ან ჭრილობას იღებდა 6 000 ადამიანი, ფრანგულმა არმიამ დაკარგა თავისი შემადგენლობის 25%, ხოლო რუსულმა არმიამ - 30%. ფრანგთა მხრიდან მოხდა 60 ათასამდე საზარბაზნე გასროლა, ხოლო რუსული მხრიდან - 50 ათასამდე.

დაღუპულა რიცხვი ბევრად დიდია, ვიდრე ოფიციალური მონაცემები გვაუწყებს; მსხვერპლთა შორის მოიხსენება მოგვიანებით გართულებული ჭრილობებით გარდაცვლილი ადამიანები. ცნობილია, რომ 1813 წლის გაზაფხულამდე რუსები წვავდნენ და კრძალავდნენ ბოროდინოს ველზე დაუმარხავად დარჩენილ გვამებს. სამხედრო ისტორიკოს, გენერალ მიხაილოვ-დანილოვის ცნობით, სულ დამწვარი და დამარხული იქნა 58 521 მოკლულის სხეული. რუსი ისტორიკოსები, კერძოდ, ბოროდინოს ველიდ მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლები გარდაცვლილთა რიცხვს 48−50 ათასის ფარგლებში ასახელებენ. ა. სუხანოვის თანახმად, მთლიანად ბოროდინოს ველზე და სოფლის შემოგარენში დაკრძალულ იქნა 49 887 დაღუპული.

ბოროდინოს ველი

რედაქტირება
 
მონუმენტი თანამედროვე ბოროდინოს ველზე, რაევსკის ბატალიონის ადგილას

ბრძოლაში ერთ-ერთი დაღუპულის ქვრივმა ბაგრატიონის ფლეშებთან დააარსა დედათა მონასტერი, რომელსაც წესის თანახმად, უნდა ელოცა 1812 წლის ზაფხულში რწმენის, მამულისა და სახელმწიფოსათვის ამ ადგილებში გარდაცვლილი მეთაურებისა და ჯარისკაცების სულების საოხად. ბოროდინოს ბრძოლის მე-8 წლისთავზე, 1820 წლის 26 აგვისტოს აკურთხეს ტაძარი პირველად. ტაძარი აღიმართა, როგორც სამხედრო დიდების მემორიალი.

1839 წლისათვის ბოროდინოს ველის ცენტრალური ნაწილის მიწები გამოისყიდა იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა. 1839 წელს ყორღანის სიმაღლეზე, რაევსკის ბატალიონის განლაგების ადგილას საზეიმოდ გაიხსნა მონუმენტი, რომლის საძირკველში დაკრძალულია პეტრე ბაგრატიონის ნეშტი. საწინააღმდეგო მხარეს აშენდა საგუშაგო მომსახურე პერსონალისათვის, რომელთაც უნდა მოევლოთ ძეგლისა და ბაგრატიონის საფლავისათვის, ეწარმოებინათ მნახველთა ჩანაწერების წიგნი, ეჩვენებინათ ჩამოსულთათვის ბრძოლის გეგმა და მთლიანად ველი ბრძოლის დასაწყისიდან.

ბოროდინოს ბრძოლის 100 წლისთავთან დაკავშირებით საგუშაგო გადაკეთდა, ველზე განლაგებულ იქნა რუსული არმიის კორპუსების, დივიზიების, პოლკებისადმი მიძღვნილი 33 მონუმენტი.

თანამედროვე მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს 110 კმ² ფართობს. მასზე განლაგებულია 200-ზე მეტი ძეგლი და ღისრშესანიშნავი ადგილი. ყოველწლიურად ბოროდინოს ველზე სექტემბრის პირველ კვირაში 1000-ზე მეტი მონაწილე აღადგენს ბოროდინოს ბრძოლის ეპიზოდებს.

ლიტერატურა და ხელოვნება

რედაქტირება

ბოროდინოს ბრძოლას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რუსულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში.

მხატვრებმა - ვ. ვერეშჩაგინმა, ნ. სამოშკინმა, ფ. რიბომ თავიანთი ნახატების მთელი ციკლი მიუძღვნეს ბოროდინოს ბრძოლას.

საიუბილეო სიმბოლოები

რედაქტირება

ბოროდინოს პანორამა

რედაქტირება
 
ბოროდინოს ბრძოლის პანორამა

ბოროდინოს ბრძოლის 100 წლისთავის აღსანიშნავად, იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ბრძანებით, მხატვარმა ფრანც რუბომ დახატა პანორამა "ბოროდინოს ბრძოლა". თავდაპირველად, პანორამა განთავსებული იყო სუფთა წყლების პავილიონში (ე.წ. "ჩისტიე პრუდი"), 1918 წელს ის დემონტირებულ იქნა, ხოლო 1960-ან წლებში იგი აღდგენილი და კვლავ გაიხსნილი იქნა ბოროდინოს ველის მუზეუმ-ნაკრძალის შენობაში.

ბოროდინოს ბრძოლის 200 წლისთავი

რედაქტირება
 
5 რუბლის ღირებულების სამახსოვრო მონეტა წარწერით: 1812 წლის სამამულო ომი. ბოროდინოს ბრძოლა

2012 წლის 2 სწქტემბერს, ბოროდინოს ველზე ისტორიული ბრძოლის 200 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ თვით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი, აგრეთვე, ბრძოლის მონაწილეთა შთამომავლები და რომანოვები. ბრძოლის რეკონსტრუირებულ ინსცენირებაში მონაწილეობდნენ რამდენიმე ათასი ადამიანი რუსეთის, ევროპის ქვეყნების, აშშს და კანადის 120-ზე მეტი სამხედრო-ისტორიული კლუბიდანრუსეთი და საფრანგეთი კვლავ შეეჯახნენ ბოროდინოს ველზე. ღონისძიებებს დაესწრო 150 ათასზე მეტი ადამიანი.

საბრძოლო დიდების დღე

რედაქტირება

8 სექტემბერი რუსეთში წარმოადგენს საბრძოლო დიდების დღეს — რუსული არმიის ფრანგულ არმიასთან ბოროდინოს ველზე ბრძოლის დღეს მიხეილ ილარიონის ძე კუტუზოვის მეთაურობით (ეს რიცხვი მიღებულია იულიანური კალენდრის გრიგორიანულზე არასწორი გადათვლის შედეგად. სინამდვილეში, ბრძოლა 7 სექტემბერს მოხდა).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Note that although no official flag existed during this period, the tricolour represents the officer sash colours and the Double Eagle represents the Tsar's official state symbol
  2. Richard K. Riehn, Napoleon's Russian Campaign, John Wiley & Sons, 2005, გვ. 479.
  3. The book 'Napoleon' by Herman Lindqvist. გვ. 368, chapter 20, 'The battle of Borodino, the bloodiest of them all'
  4. Riehn p255
  5. Smith, გვ. 392
  6. "Riehn 255"