კორდოვის საამირო (ესპ. Emirato de Córdoba, არაბ. إمارة قرطبة) — ისლამური სახელმწიფო შუა საუკუნეების ესპანეთის ტერიტორიაზე (756-929 წწ.). დააარსეს ომაიანების შთამომავალმა აბდ ალ-რაჰმან I-მა, რომელმაც 756 წელს მიიღო ამირას ტიტული.

კორდოვის საამირო
ესპ. Emirato de Córdoba
არაბ. إمارة قرطبة

საამირო
 

756 — 929  

დედაქალაქი კორდობა
ენა არაბული, მოსარაბული
რელიგია ისლამი
მმართველობის ფორმა მონარქია
ამირა
 - 756–788 აბდ ალ-რაჰმან I
ისტორია
 - საამიროს დაარსება 756
 - ეწოდა კორდოვის სახალიფო 929

11-718 წლებში, მუსულმანების მიერ პირენეს ნახევარკუნძულის სწრაფი დაპყრობის შემდეგ, ჩამოყალიბდა პროვინცია, რომელიც ომაიანთა სახალიფოს შემადგენლობაში შევიდა. მისი მმართველის ამირას რეზიდენცია ქალაქი კორდობა გახდა.

750 წელს აბასიანებმა დაამხეს ომაიანების დინასტიადა მათი ეს ოჯახი ამოწყვიტეს. ერთ-ერი გადარჩენილი წარმომადგენელი ეგვიპტეში გაიქცა, აქედან კი მაღრიბში. 755 წლის დასასრულს აბდ ალ-რაჰმანი გადავიდა ესპანეთში, დაიპყრო კორდოვა და თავი ამირად გამოაცხადა. თავიდან ის ფორმალურად ცნობდა აბასიანების ხელისუფლებას ესპანეთში. 765 წლიდან კი დამოუკიდებელი მმართველია. თავისი მმართველობის უდიდესი დრო, მან ქრისტიანებთან ბრძოლას მოანდომა.

თუმცა დამოუკიდებელი საამიროს დამაარსებლად ითვლება აბდ ალ-რაჰმან II, რომელმაც მოახდინა ნახევარკუნძულის სწრაფი ისლამიზაცია და შეამცირა ქრისტიანი მოსახლეობი რაოდენობა ისლამურ მიწებზე.

ქვეყანაში მიმდინარეობდა ბრძოლა არაბებსა და მავრებს შორის ხელისუფლებისათვის, რაც ქრისტიანებს აძლევდა შანსს რეკონკისტა წარმატებით გაეგრძელებინათ. აბდ ალ-რაჰმან III-ის ტახტზე ასვლის დროს საამიროს დაქვეითება და დაქუცმაცება უკვე ფაქტი იყო. მან დაასრულა ქრიტიანული მიწების დაპყრობები, გააერთიანა დაქუცმაცებული საამირო და 929 წელს თავი ხალიფად გამოაცხადა.

კორდოვის ამირები (756-929) რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება