ბანკი
ბანკი — განსაკუთრებული ეკონომიკური ინსტიტუტი, რომლის ძირითადი ფუნქციებია: ფულადი სახსრების თავმოყრა, კრედიტების გაცემა, ფულადი ანგარიშსწორებები, მიმოქცევაში განსაზღვრული სახეობისა და რაოდენობის ფულის გაშვება, ფასიანი ქაღალდების ემისია და სხვა. ბანკი წარმოიშვა საქონლურ-ფულად ურთიერთობათა განვითარების შედეგად.
საბანკო საქმის ჩანასახი არსებობდა მონათმფლობელურ და ფეოდალურ საზოგადოებებში. პირები, რომლებსაც მობარებული ჰქონდათ კეთილშობილი ლითონის ფული, აგრეთვე ზარაფები, სარგებლით გასცემდნენ მას სესხად. ამ გზით განვითარდა სავახშო ფულადი კაპიტალი, რაც ისტორიულად კაპიტალის ერთ-ერთი პირველი ფორმაა. შუა საუკუნეებში საბანკო საქმის აღორძინება დაიწყო ჩრდილოეთ იტალიაში. იტალიურ ენაში Banko მერხს, დახლს, სავაჭროს ნიშნავს. მერხზე ატარებდნენ თავიანთ ოპერაციებს ზარაფები და მევახშეები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 192-193.
- "Genoa and the history of finance: a series of firsts ?" Giuseppe Felloni, Guido Laura. 9 November 2004, ISBN 88-87822-16-6