ბანკი რესპუბლიკა
ბანკი რესპუბლიკა — დახურული სააქციო საზოგადოება, კომერციული ბანკი საქართველოში, რომელიც ფუნქციონირებდა 1991 წლიდან 2016 წლამდე. 2016 წლის ოქტომბერში ბანკი რესპუბლიკა შეიძინა თიბისი ბანკმა.[1] 2017 წლის 8 მაისს იურიდიულად საბოლოოდ დასრულდა შერწყმის პროცესი[2].
ტიპი | დახურული სააქციო საზოგადოება |
---|---|
დარგი | საბანკო-საფინანსო |
დაფუძნდა | 1991 |
დაიხურა | 2017 |
სათავო ოფისი | თბილისი, საქართველო |
პროდუქცია | საკრედიტო ბარათები, საცალო საბანკო მომსახურება, კორპორატიული საბანკო მომსახურება, ფინანსური მომსახურება,იპოთეკური სესხები, პირადი საბანკო მომსახურება |
თანამშრომელი | 1,000 |
ფილიალი | 42 |
საიტი | br.ge |
ზოგადი მიმოხილვა
რედაქტირებაბანკი „რესპუბლიკა“ — ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საფინანსო ინსტიტუტია, რომელსაც საცალო და კორპორაციული საბანკო მომსახურების ბაზარზე 300 ათასზე მეტ კლიენტს ემსახურება. ბანკი აქტივების მიხედვით მესამე უმსხვილესი ბანკია საქართველოში, საკრედიტო პორტფელის მიხედვით კი — მეოთხე.
ბანკი „რესპუბლიკა“ 2006 წლიდან ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ წევრია. ბანკი საქართველოში 42 ფილიალითაა წარმოდგენილი, სადაც 1000 ადამიანია დასაქმებული.
„სოსიეტე ჟენერალი“ ერთ-ერთი წამყვანი ევროპული საფინანსო ჯგუფია. მას მსოფლიოს 76 ქვეყანაში 32 მილიონი კლიენტი ჰყავს, რომელთაც 148 300 თანამშრომელი ემსახურება.
ჯგუფმა საკუთარი უნივერსალური ბიზნესმოდელი სამ მიმართულებაზე დააფუძნა, ესენია: საცალო საბანკო საქმიანობა საფრანგეთში, საერთაშორისო საცალო საბანკო საქმიანობა და კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო საქმიანობა. ამ მიმართულებებს საფუძვლად უდევს ორი ჰარმონიულად მოქმედი ბიზნესხაზი: სპეციალიზებული საფინანსო მომსახურება და დაზღვევა და გლობალური საინვესტიციო მენეჯმენტი და მომსახურება. ამგვარი დივერსიფიცირებული მოდელი ჯგუფის ფინანსურ ძლიერებას განაპირობებს.
„სოსიეტე ჟენერალი“ განუხრელად იცავს მდგრადი ზრდის სტრატეგიას, რომლის მიზანია, საქმიანობა ეკონომიკის დაფინანსებისა და კლიენტების პროექტებისათვის წარმართოს. ამ სტრატეგიის თანახმად, „სოსიეტე ჟენერალის“ ამბიციაა, იმ ბაზრებზე, სადაც მოქმედებს, იყოს სანიმუშო ბანკი, რომელიც აღიარებულია თავისი პროფესიონალიზმის გამო, ახლოსაა თავის კლიენტებთან და გამოირჩევა თანამშრომელთა ერთგულებით და ხარისხით.
ისტორია
რედაქტირებაბანკი „რესპუბლიკა“ 1991 წელს დაარსდა. იგი ერთ–ერთი პირველი კერძო ბანკია საქართველოში. 2006 წელს ფრანგულმა საერთაშორისო საფინანსო ჯგუფმა „სოსიეტე ჟენერალმა“ ბანკის აქციების 60%-ი შეიძინა. 2009 წელს ჯგუფმა საკუთარი წილი 80%-მდე გაზარდა. ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) 2006 წლიდან ასევე ბანკის აქციონერია. 2014 წლის ბოლოს მდგომარეობით ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ ბანკ „რესპუბლიკის“ აქციების 93.64%-ს ფლობდა, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) კი — 6.36%-ს.
ურთიერთობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან
რედაქტირებაბანკი „რესპუბლიკა“ განაგრძობს თანამშრომლობას თავის პარტნიორ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან. მათ შორისაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB). არსებული საკრედიტო შეთანხმებების ფარგლებში, ამ საერთაშორისო ორგანიზაციებმა გასცეს კრედიტები მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის, იპოთეკის, ენერგოეფექტიანობის და განახლებადი ენერგიის დაფინანსებისთვის, რამაც ბანკს საშუალება მისცა, გაეაქტიურებინა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის დაფინანსება. ამასთან, საქმიანი ურთიერთობები გაგრძელდა რამდენიმე შედარებით ახალ საფინანსო ინსტიტუტთან, ესენია: ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპისათვის (EFSE), შვეიცარიის „ატლანტიკ ფორფაიტინგი“ (Atlantic Forfaitierungs AG) და სხვები. 2014 წელს პარტნიორული ურთიერთობა დამყარდა და ხელი მოეწერა ჩარჩო-ხელშეკრულებას ევროსაბჭოს განვითარების ბანკთან (CEB), რომელიც, სამუშაო ადგილების შექმნისა და შენარჩუნების მიზნით მხარს დაუჭერს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა დაფინანსებას.
სამეთვალყურეო საბჭო
რედაქტირებამარტინ ზაიმოვი - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
ანტუან გაბიზონი - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
მარი ლე პიკარი - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
თამარ ქაქუჩაია - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
პიერ კლუზელი - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
მენეჯმენტის გუნდი
რედაქტირებაანტუან გაბიზონი - გენერალური დირექტორი
რამაზ კუკულაძე - გენერალური დირექტორის მოადგილე
ერიკ ჰაუსშილდი - რისკების დირექტორი
აქციონერთა სტრუქტურა
რედაქტირებაჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ - 93.64%
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) - 6.36%
სოციალური პასუხისმგებლობა
რედაქტირებაბანკი „რესპუბლიკა“, როგორც სოციალურად პასუხისმგებელი ფინანსური ინსტიტუტი, ახორციელებს საკუთარს და სპონსორობას უწევს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სხვა პროექტებს. სოციალური პასუხისმგებლობის ღონისძიებებს ბანკი შემდეგი მიმართულებებით ახორციელებს:
- თანამედროვე ხელოვნება
- განათლება
- ფრანგულ-ქართული კულტურული კავშირების ხელშეწყობა
- ქველმოქმედება და პატრონაჟი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბანკი რესპუბლიკა (დაარქივებული)