დახურული სააქციო საზოგადოება

დახურული სააქციო საზოგადოებასააქციო საზოგადოების ფორმა. სააქციო საზოგადოება შეიძლება იყოს ღია ან დახურული.

დახურული სააქციო საზოგადოება თავის აქციებს ანაწილებს მხოლოდ საზოგადოების დამფუძნებლებს ან წინასწარ განსაზღვრულ პირთა შორის.

დახურული სააქციო საზოგადოებები ვალდებული არიან გამოაქვეყნონ წლიური ანგარიში, საბუღალტრო ბალანსი, მოგებისა და ზარალის ანგარიში მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

დამფუძნებლების მიერ საწესდებო კაპიტალის წინასწარი შევსება აუცილებელია დახურული სააქციო საზოგადოებისთვისაც. გარდა ამისა, არცერთ აქციონერს, დამფუძნებელთა ჩათვლით, არავითარ შემთხვევაში არ აქვს უფლება გათავისუფლდეს შეძენილი აქციის რეალური საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. ამით უნდა გამოირიცხოს არაფრით უზრუნველყოფილი აქციების გაყიდვისა და სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალის ფორმირების შესაძლებლობა, მისი დამფუძნებლების მონაწილეობის გარეშე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება