ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნიკოლა ფლამელი (ფრანგ. Nicolas Flamel; ტრადიციულად დ. 1330 — გ.1418, პონტუაზის მიდამოებში, პარიზის მახლობლად) — ფრანგი ალქიმიკოსი.

ნიკოლა ფლამელი, XIX საუკუნის პორტრეტი

დაიბადა ღარიბ ოჯახში. მშობლები ახალგაზრდობაშივე დაეღუპნენ. მშობლების სიკვდილის შემდეგ ნიკოლა გადავიდა საცხოვრებლად პარიზში და დაიწყო იქ მუშაობა.

ქორწინების შემდეგ, მას შემდეგ რაც ფლამელი გახდა წიგნების მაღაზიის მფლობელი, მან წაიკითხა "აბრაამის წიგნი". იგი 20 წლის განმავლობაში ცდილობდა ამ წიგნის "დაფარული შინაარსი" ამოცნობას. წიგნის ეს ნაწილი იყო იუდეველთა ენაზე დაწერილი და იმისათვის, რომ ფლამელს გაეგო თუ რა ეწერა მაში, იგი საიდუმლოდ დადიოდა ესპანეთში იუდეველთა საზოგადოებაში (იმ დროს ებრაელებს ეკრძალებოდათ ცხოვრება საფრანგეთში). ამის შემდეგ წარმოიშვა მითი, თითქოს და ფლამელმა ამოიცნო ფილოსოფიური ქვის საიდუმლო. ეს მითი გამყარდა იმით, რომ ფლამელმა დიდ ხანს იცოცხლა.

1382 წელს ფლამელი გახდა დაახლოებით 30 სახლისა და ნაკვეთის მფლობელი. იგი განაგებდა რამდენიმე ფონდს და ეხმარებოდა ხელოვნების განვითარებასა და ეკლესიების მშენებლობას. 1402 წელს გარდაიცვალა ფლამელის ცოლი, ხოლო თავად ფლამელი — 1418 წელს. მას წინასწარ ჰქონდა ნაყიდი საფლავი სან-ჟაკ-ლა-ბუშერის ეკლესიაში. იმის გამო, რომ ფლამელს არ ჰყავდა შვილები, მან მთელი მისი ქონება სან-ჟაკ-ლა-ბუშერის ეკლსიას შესწირა. ფლამელის გარდაცვალების შემდეგ წარმოიშვა ლეგენდა, თიქოს ფლამელმა მოახდინა სიკვდილის ინსცენირება და მის ცოლთან ერთად სადღაც გაუჩინარდა. ზოგი ამბობდა, რომ მათ შეამჩნიეს ფლამელი. მაგ: XVII საუკუნეში პოლ ლუკი გვიყვება, რომ იგი უბრალოდ სეირნობდა ბაღში და შეხვდა ერთ ახალგაზრდას, რომელიც აცხადებდა, რომ 3 თვის წინ მას ფლამელი უნახავს. თუ ეს სიმართლეა იმ დროისთვის ფლამელი 300 წლის უნდა ყოფილიყო.

XVII წელს სერ მორსელი აცხადებდა, რომ მან ნახა ფლამელი მიწისქვეშა ლაბორატორიაში, რომელიც, მისი თქმით სრულიად იყო იზოლირებული გარე სამყაროსგან.

1761 წელს ფლამელი და მისი მეუღლე "შეამჩნიეს" პარიზის ოპერასთან, მათთან ერთად იყო მათი შვილი, რომელიც ჭორების მიხედვით დაბადებული იყო ინდოეთში.

ნიკოლა ფლამელმა დაწერა ანდერძი შიფრების მეშვეობით, გასაღები კი მის დისშვილს გადასცა. თითო ასოს, შიფრში 4 ამონახსნი ჰქონდა. ნიკოლას დისშვილმა დიდი დრო მოანდომა შიფრის ამონხსნას, რადგან სულ იყო 96 ტიპის სიმბოლო. ამოხსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ იქ ეწერა "ფილოსოფიური ქვის" მომზადების წესი. მან ასევე ანდერძში სთხოვა მის დის შვილს, რომ მომზადების საიდუმლო თავადაც საფლავში ჩაეტანა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკოლა_ფლამელი“-დან