ნაზარეთი
ნაზარეთი (ებრ. נָצְרַת, არაბ. الناصرة) — ქალაქი ისრაელის ჩრდილოეთ რაიონში. ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი წმინდა ქალაქი, სადაც ახალი აღთქმის თანახმად იესო ქრისტემ ბავშვობა გაატარა. ნაზარეთი ქვეყნის უდიდესი არაბული ქალაქია. დღეისათვის ქრისტიანთა პილიგრიმობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრს წარმოადგენს.[1]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ნაზარეთი נָצְרַת | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
რაიონი | ჩრდილოეთი | ||||
კოორდინატები | 32°42′07″ ჩ. გ. 35°18′12″ ა. გ. / 32.70194° ჩ. გ. 35.30333° ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | რამიზ ჯარაისი | ||||
დაარსდა | ძვ. წ. 2200 | ||||
პირველი ხსენება | მე-3 საუკუნე | ||||
ფართობი | 14,123 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 290 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 77 445 კაცი (2019) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +972 4 | ||||
ოფიციალური საიტი | nazarethinfo.org | ||||
იგი არ არის ნახსენები ძველ აღთქმაში ან რაბინულ ლიტერატურაში; პირველად გვხვდება ახალ აღთქმაში (იოანე 1:1):[1] „45. მივიდა ფილიპე ნათანაელთან და უთხრა: ვპოვეთ ის, ვისთვისაც დაწერეს მოსემ რჯულში და წინასწარმეტყველებმა: იესო, ძე იოსებისა, ნაზარეველი.“, „46. და უთხრა მას ნათანაელმა: განა შეიძლება ნაზარეთიდან კეთილი გამოვიდეს რამე?.“[2]
გალერეა რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 Nazareth. Encyclopædia Britannica (10-09-2012). ციტირების თარიღი: 29 აგვისტო, 2020.
- ↑ http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/ioane-1.htm