კარლ ლუდვიგ ავსტრიელი (1833-1896)
კარლ ლუდვიგ ავსტრიელი (გერმ. Karl Ludwig von Österreich; დ. 30 ივლისი, 1833, ვენა, ავსტრია — გ. 19 მაისი, 1896, ვენა, ავსტრია) — ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტიის წარმომადგენელი. ერცჰერცოგ ფრანც კარლის ვაჟი. ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ისა და მექსიკის იმპერატორ მაქსიმილიან I-ის ძმა, იმპერატორ ფრანც II-ის შვილიშვილი, ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მამა და ავსტრია-უნგრეთის უკანასკნელი იმპერატორის, კარლ I-ის პაპა.
კარლ ლუდვიგ ავსტრიელი | |
---|---|
სრული სახელი
კარლ ლუდვიგ იოზეფ მარია | |
წოდებები
ავსტრიის ერცჰერცოგი | |
დაიბადა |
30 ივლისი, 1833 ვენა, ავსტრია |
გარდაიცვალა |
19 მაისი, 1896, (62 წლის) ვენა, ავსტრია |
საგვარეულო | ჰაბსბურგ-ლოთარინგიელები |
მეუღლე(ები) |
მარგარეტ საქსონიელი (ქ. 1856 - გარდ. 1858) მარია ანუნსიატა დე ბურბონ-სიცილიელი (ქ. 1862 - გარდ. 1871) მარია ტერეზა პორტუგალიელი (ქ. 1873) |
შვილ(ებ)ი |
ფრანც ფერდინანდი ოტო ფრანცი ფერდინანდ კარლი მარგარეტ სოფია მარია ანუნსიატა ელიზაბეთ ამალია |
მამა | ფრანც კარლ ავსტრიელი |
დედა | სოფია ბავარიელი |
რელიგია | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკარლ ლუდვიგი დაიბადა 1833 წლის 30 ივლისს შონბრუნის სასახლეში, ვენაში. იგი იყო ერცჰერცოგ ფრანც კარლ ავსტრიელისა და მისი მეუღლის, პრინცესა სოფია ბავარიელის მესამე ვაჟი. მამის მხრიდან იგი იმპერატორ ფრანც II-ის შვილიშვილი და იმპერატორ ფერდინანდ I-ის ძმისწული, ხოლო დედის მხრიდან ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ის შვილიშვილი და მეფე ლუდვიგ I-ის დისწული იყო.
როდესაც წამოიზარდა დედამ იგი განათლების მისაღებად კათოლიკე ეპისკოპოსს, იოზეფ ოტმარ როიკერს მიაბარა, რომლის გავლენითაც კარლ ლუდვიგს მთელი ცხოვრება ახასიათებდნენ, როგორც ფანატიკოსს.
უკვე 20 წლის ასაკიდან იგი პოლიტიკაშიც ერთვება. 1855 წელს ინსბრუკში მან უმასპინძლა გალიციური მთავრობის დეპუტატს, აგენორ რომოლდ გოლუჩოვსკის. მიუხედავად მისი მცდელობისა, რომ რაიმე სახის პოლიტიკური ძალაუფლება მოეპოვებინა, იგი გამუდმებით უფროსი ძმებისა და ბიძა-ბიძაშვილების ჩრდილში იყო. საბოლოოდ, 1861 წლის თებერვალში მან ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია დააარსა, რომლის პრეზიდენტიც თავადვე გახდა.
1889 წელს, მას შემდეგ, რაც მისმა ძმისწულმა, კრონპრინცმა რუდოლფმა თავი მოიკლა, რომელსაც ვაჟებიც არ დარჩენია, როგორც უფროსი ძმა, კარლ ლუდვიგი თავისი ძმის, იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის პირველი მემკვიდრე გახდა (ამ დროს მისი მეორე უფროსი ძმა, მაქსიმილიანი უკვე გარდაცვლილი იყო და შვილები არც მას დარჩენია). თუმცაღა, სულ მალე ერცჰერცოგმა კარლ ლუდვიგმა უარი თქვა ტახტის მემკვიდრეობაზე თავისი უფროსი ძის, ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის სასარგებლოდ. იგი გარდაიცვალა 1896 წლის 19 მაისს ვენაში, 62 წლის ასაკში. მისი გარდაცვალების მიზეზი ტიფი გახდა, რომელიც მას სავარაუდოდ პალესტინასა და ეგვიპტეში მოგზაურობის დროს შეეყარა.
ქორწინებები და შვილები
რედაქტირება1856 წლის 4 ნოემბერს კარლ ლუდვიგმა დრეზდენში ცოლად შეირთო თავისი დეიდაშვილი, პრინცესა მარგარეტ საქსონიელი (1840-1858), მეფე იოჰანისა და დედოფალ ამალია ავგუსტა ბავარიელის ასული, თუმცა იგი 1858 წლის 15 სექტემბერს გარდაიცვალა, უშვილოდ.
ამის გამო 1862 წლის 16 ოქტომბერს რომში მარიონეტულად, ხოლო იმავე წლის 21 ოქტომბერს უკვე ვენეციაში პირადად დაიწერა ჯვარი პრინცესა მარია ანუნსიატა დე ბურბონ-სიცილიელზე (1843-1871), ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ II-ისა და დედოფალ მარია ტერეზია ავსტრიელის ქალიშვილზე, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი:
- ფრანც ფერდინანდი (1863-1914), ავსტრიის ერცჰერცოგი, ცოლად შეირთო სოფია ხოტეკი, რომელთანაც შეეძინა შვილები. ის და მისი ცოლი გავრილო პრინციპმა დახოცა სარაევოში, რასაც მოჰყვა პირველი მსოფლიო ომის დაწყება;
- ოტო ფრანცი (1865-1906), ცოლად შეირთო მარია იოზეფა საქსონიელი, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი, მათ შორის მომავალი იმპერატორი კარლ I;
- ფერდინანდ კარლი (1868-1915), ცოლად შეირთო ბერთა ჩუბერი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
- მარგარეტ სოფია (1870-1902), ცოლად გაჰყვა ვიურტემბერგის ჰერცოგ ალბრეხტს, რომელთანაც შეეძინა შვიდი შვილი;
მარია ანუნსიატა 1871 წლის 4 მაისს გარდაიცვალა ტუბერკულოზით, რის გამოც კარლ ლუდვიგი 1873 წლის 23 ივლისს კლაინჰობახში მესამედ და საბოლოოდ დაქორწინდა ინფანტა მარია ტერეზა პორტუგალიელზე (1855-1944), პორტუგალიის მეფე მიგელ I-ისა და დედოფალ ადელაიდა ფონ ლოივენშტაინ-ვერთეიმ-როზენბერგის ქალიშვილზე, რომელთანაც კიდევ ორი გოგონა შეეძინა:
- მარია ანუნსიატა (1876-1961), მონაზონი და პრაღის წმინდა ტერეზიას სახელობის მონასტრის აბატისა;
- ელიზაბეთ ამალია (1878-1960), ცოლად გაჰყვა ლიხტენშტაინის პრინც ალოისს, რომელთანაც შეეძინა რვა შვილი;
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Franz Ferdinand, Archduke of Austria." Encyclopedia of World Biography. Vol. 29. Detroit: Gale, 2009. Gale Biography In Context. Web. 18 May 2012.
- Wurzbach, Constantin, von, ed. (1860). "Habsburg, Franz Karl Joseph" . Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich [Biographical Encyclopedia of the Austrian Empire] (in German). 6. p. 257
- Hof- und Staats-Handbuch des Großherzogtum Baden (1876), "Großherzogliche Orden", p. 59
- Jørgen Pedersen (2009). Riddere af Elefantordenen, 1559–2009 (in Danish). Syddansk Universitetsforlag. p. 472. ISBN 978-87-7674-434-2.