ამალია ავგუსტა ბავარიელი
ამალია ავგუსტა ბავარიელი (გერმ. Amalie Auguste von Bayern; დ. 13 ნოემბერი, 1801, მიუნხენი, ბავარია, საღვთო რომის იმპერია — გ. 8 ნოემბერი, 1877, დრეზდენი, საქსონია, გერმანიის იმპერია) — ვიტელსბახთა დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ისა და დედოფალ კაროლინა ბადენელის ასული. პრუსიის დედოფალ ელიზაბეთ ლუდოვიკას ტყუპისცალი. საქსონიის დედოფალი 1854-1873 წლებში როგორც მეფე იოჰანის მეუღლე. საქსონიის ორი მეფის: ალბერტისა და გეორგის დედა.
ამალია ავგუსტა ბავარიელი | |
---|---|
საქსონიის დედოფალი | |
კორონაცია: | 1 ოქტომბერი, 1854 |
მმართ. დასაწყისი: | 9 აგვისტო, 1854 |
მმართ. დასასრული: | 29 ოქტომბერი, 1873 |
წინამორბედი: | მარია ანა ბავარიელი |
მემკვიდრე: | კაროლა ვაზა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 13 ნოემბერი, 1801 |
დაბ. ადგილი: | მიუნხენი, ბავარია |
გარდ. თარიღი: | 8 ნოემბერი, 1877, (75 წლის) |
გარდ. ადგილი: | დრეზდენი, საქსონია |
მეუღლე: | იოჰანი, საქსონიის მეფე |
შვილები: |
ალბერტი, საქსონიის მეფე ელიზაბეთი, გენუის ჰერცოგინია გეორგი, საქსონიის მეფე ანა, ტოსკანის პრინცესა მარგარეტი, ავსტრიის ერცჰერცოგინია სოფია, ბავარიის ჰერცოგინია |
დინასტია: | ვიტელსბახები |
მამა: | მაქსიმილიან I, ბავარიის მეფე |
დედა: | კაროლინა ბადენელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაამალია ავგუსტა დაიბადა 1801 წლის 13 ნოემბერს მიუნხენში. იგი იყო ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ კაროლინა ბადენელის ქალიშვილი. მისი იდენტურად ტყუპისცალი და იყო პრინცესა ელიზაბეთ ლუდოვიკა, შემდგომში პრუსიის დედოფალი, როგორც მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ IV-ის მეუღლე. მისი დები დაქორწინდნენ შემდეგ მონარქებზე: საქსონიის მეფე ფრიდრიხ ავგუსტ II, ავსტრიის ერცჰერცოგი ფრანც კარლი და ბავარიის ჰერცოგი მაქსიმილიან იოზეფი.
1822 წლის 21 ნოემბერს იგი დაქორწინდა პრინც იოჰან საქსონიელზე, რომელთანაც ამალია ავგუსტას ცხრა შვილი შეეძინა. 1854 წლის 9 აგვისტოს იოჰანი ტახტზე ავიდა, რითაც ამალია ავგუსტა საქსონიის დედოფალი ხდება.
1851 წელს დედოფალმა ამალია ავგუსტამ დააფუძნა „დრეზდენელ ქალთა ასოციაცია“, რომელსაც დასთან ერთად ხელმძღვანელობდა, უკვე 1859 წლიდან კი მარტომ დაიწყო მისი მართვა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მისი ტყუპი და 1859 წელს დრეზდენში მასთან ვიზიტისას გარდაიცვალა.
ცნობილია, რომ დედოფალი ამალია ავგუსტა აქტიური ლიბერალი იყო. მიუხედავად მისი კათოლიკური აღმსარებლობისა, იგი მხარს უჭერდა საქსონიელ პროტესტანტებს. მისი ლიბერალური შეხედულებების გამო, 1871 წელს, გერმანიის გაერთიანების დროს, პრუსიის მეფე ვილჰელმ I-მა და მისმა პრემიერ-მინისტრმა ბისმარკმა დედოფალი დააპატიმრეს. იგი სასამართლოზე წარადგინეს, რომელზეც დედოფალი დამნაშავედ სცნეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
1877 წლის 8 ნოემბერს, 75 წლის ამალია ავგუსტა დრეზდენის კომფორტულად მოწყობილ ციხეში გარდაიცვალა. მისი დაღუპვის მიზეზი ტუბერკულოზი გახდა.
შვილები
რედაქტირება- მარია ავგუსტა (1827-1857), გარდაიცვალა გაუთხოვარი, ტუბერკულოზით;
- ალბერტი (1828-1902), საქსონიის მეფე. ცოლად შეირთო შვედი პრინცესა კაროლა ვაზა, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
- მარია ელიზაბეთი (1830-1912), ცოლად გაჰყვა სარდინიის მეფის ვაჟს, გენუის ჰერცოგ ფერდინანდოს, რომელთანაც შეეძინა იტალიის დედოფალი მარგერიტა სავოიელი;
- ფრიდრიხ ავგუსტი (1831-1847), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- გეორგი (1832-1904), საქსონიის მეფე. ცოლად შეირთო ინფანტა მარია ანა პორტუგალიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის მომავალი მეფე ფრიდრიხ ავგუსტ III;
- მარია სიდონია (1834-1862), გარდაიცვალა გაუთხოვარი, ტიფით;
- ანა (1836-1859), ცოლად გაჰყვა ტოსკანის დიდ ჰერცოგ ფერდინანდო IV-ს, მაგრამ მეორე მშობიარობას გადაჰყვა;
- მარგარეტა (1840-1858), ცოლად გაჰყვ ავსტრიის ერცჰერცოგ კარლ ლუდვიგს, მაგრამ გარდაიცვალა უშვილოდ, ტიფური ცხელებით;
- სოფია (1845-1857), ცოლად გაჰყვა ბავარიის ჰერცოგ კარლ თეოდორს, რომელთანაც ერთი გოგონა შეეძინა და გარდაიცვალა გრიპით;
ლიტერატურა
რედაქტირება- Petermann, Karl: Der König Johann und die Königin Amalie von Sachsen, sowie die Feier ihres goldenen Ehejubiläums; in: Erzählungen. O.Author, o.J.