კაროლინა ბადენელი

კაროლინა ბადენელი (გერმ. Karoline von Baden; დ. 13 ივლისი, 1776, კარლსრუე, გერმანია — გ. 13 ნოემბერი, 1841, მიუნხენი, გერმანია) — ცერინგენთა დინასტიის წარმომადგენელი, ბადენის პრინცესა. ბავარიის პირველი დედოფალი 1806-1825 წლებში როგორც მაქსიმილიან I-ის მეორე მეუღლე.

კაროლინა ბადენელი
ბავარიის კურფიურსტი
მმართ. დასაწყისი: 16 თებერვალი, 1799
მმართ. დასასრული: 1 იანვარი, 1806
წინამორბედი: მარია ლეოპოლდინა დე ჰაბსბურგ-ესტე
მემკვიდრე: თავისი თავი, როგორც ბავარიის დედოფალი
ბავარიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1 იანვარი, 1806
მმართ. დასასრული: 13 ოქტომბერი, 1825
წინამორბედი: თავისი თავი, როგორც ბავარიის კურფიურსტი
მემკვიდრე: ტერეზა საქსენ-ჰილდბურგჰაუზენელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 ივლისი, 1776
დაბ. ადგილი: კარლსრუე, გერმანია
გარდ. თარიღი: 13 ნოემბერი, 1841, (65 წლის)
გარდ. ადგილი: მიუნხენი, გერმანია
მეუღლე: მაქსიმილიან I, ბავარიის მეფე
შვილები: ელიზაბეთ ლუდოვიკა, პრუსიის დედოფალი
ამალია ავგუსტა, საქსონიის დედოფალი
მარია ანა, საქსონიის დედოფალი
სოფია, ავსტრიის ერცჰერცოგინია
ლუდოვიკა, ბავარიის ჰერცოგინია
მაქსიმილიანა
სრული სახელი: ფრედერიკა კაროლინა ვილჰელმინა
დინასტია: ცერინგენები
მამა: კარლ ლუდვიგი, ბადენის პრინცი
დედა: ამალია ჰესენ-დარმშტადტელი
რელიგია: ლუთერანიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

კაროლინა დაიბადა 1776 წლის 13 ივლისს კარლსრუეში. იგი იყო ბადენის პრინც კარლ ლუდვიგისა და მისი მეუღლის, ლანდგრაფინია ამალია ჰესენ-დარმშტადტელის ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ იგი იყო ტყუპისცალი და პრინცესა კათარინა ამალიასი, რომელიც ჩვილობაშივე დაიღუპა. მისი მრავალი და-ძმიდან აღსანიშნავია რუსეთის იმპერატრიცა ლუიზა ბადენელი (ქორწინების შემდეგ ელისაბედ ალექსანდროვნა) და შვედეთის დედოფალი ფრედერიკა ბადენელი.

თავდაპირველად იგეგმებოდა მისი დაქორწინება ენგიენის ჰერცოგ ლუი ანტუან დე ბურბონზე, კონდეს პრინც ლუი ანრი დე ბურბონისა და მისი მეუღლის, ბატილდა ორლეანელის ვაჟზე, რომელიც დედის მხრიდან საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I-ს მამიდაშვილად ერგებოდა. მას შემდეგ, რაც 1789 წელს საფრანგეთში რევოლუცია დაიწყო და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მეფე ლუი XVI-ს, დედოფალ მარი ანტუანეტსა და მათ ახლობლებს გილიოტინაზე მოჰკვეთეს თავები, ბავარიელებმა კაროლინას საფრანგეთში გათხოვება გადაიფიქრეს. 1804 წლის 21 მარტს ნაპოლეონის ბრძანებით ლუი ანტუანიც დახვრიტეს.

ქორწინება და ქვრივობა

რედაქტირება

1797 წლის 9 მარტს, კარლსრუეში შედგა კაროლინასა და პფალც-ცვაიბრიუხენის ჰერცოგ მაქსიმილიან იოზეფის ქორწინება. აღსანიშნავია, რომ სიძისათვის ეს მეორე ქორწინება იყო, რადგან მისი პირველი ცოლი, პრინცესა ავგუსტა ვილჰელმინა ჰესენ-დარმშტადტელი ამ ამბამდე სულ ერთი წლით ადრე დაიღუპა, ვისგანაც მაქსიმილიანს ორი ბავშვი დარჩა.

1799 წელს, კურფიურსტ კარლ IV თეოდორის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ, მაქსიმილიან I-მა ბავარიის ტახტი დაიკავა, რითაც კაროლინა ბავარიის კურფიურსტი გახდა. მას შემდეგ, რაც 1806 წელს ნაპოლეონმა საღვთო რომის იმპერია დაშლილად გამოაცხადა, მან თავის მოკავშირე ბავარიას დიდი მიწები გადასცა, რითაც ისარგებლა მაქსიმილიანმა და თავი ბავარიის მეფედ გამოაცხადა, რითაც კაროლინა ისტორიაში ბავარიის პირველი დედოფალი გახდა. დედოფალმა კაროლინამ მეფეს შვიდი შვილი გაუჩინა, აქედან ორჯერ ტყუპი გოგონები, რაც სამედიცინო კუთხით დიდი ანომალიაა, რადგანაც იგი თავადაც ტყუპისცალი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ბავარია ოდითგან კათოლიკური სახელმწიფო იყო და ამ სარწმუნოების ერთ-ერთი მთავარი დამცველიც იყო გერმანიაში, დედოფალმა კაროლინამ შეინარჩუნა თავისი ლუთერანული რწმენა და სამეფო კარზე საკუთარი პასტორიც ჰყავდა. როგორც აღწერენ, კაროლინას ღირსების უდიდესი გრძნობა ჰქონდა და თავის ქალიშვილებსაც ისე აღზრდიდა, რომ მოვალეობების ძლიერი შეგრძნება ჰქონოდათ.

1825 წლის 13 ოქტომბერს კაროლინას ქმარი, მეფე მაქსიმილიან I გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი მისმა გერმა, ლუდვიგ I-მა დაიკავა, რომელიც დედინაცვალს დედად აღიქვამდა, რის გამოც იგი მას დიდი პატივით ეპყრობოდა და ყველაფრით უზუნველყოფდა. დედოფალმა კაროლინამ ქმრის გარდაცვალების შემდეგ კიდევ თექვსმეტი წელი იცოცხლა.

გარდაცვალება და დაკრძალვა

რედაქტირება

დედოფალი კაროლინა ბადენელი გარდაიცვალა 1841 წლის 13 ნოემბერს მიუნხენში, 65 წლის ასაკში. მისი პროტესტანტული აღმსარებლობის გამო კაროლინას დაკრძალვას ძალიან ცოტა ხალხი დაესწრო, რადგან დედოფლის ლუთერანობას საზოგადოება ყოველთვის აპროტესტებდა. მიუნხენის კათოლიკე არქიეპისკოპოს ლოთარ ანსელმ ფონ გებშატელის ბრძანებით, მისი დაკრძალვა კათოლიკური წესების დაცვით ჩატარდა და თავად კაროლინასაც კათოლიკური წესების შესაბამისად ეცვა სასახლეში ჩასვენებისას. კათოლიკეებმა მისი დაკრძალვისას ლუთერან პასტორებს ნება არ მისცეს ეკლესიაში შესულიყვნენ და დედოფლის ანდერძისამებრ აღესრულებინათ მისი დაკრძალვის რიტუალი. ამავდროულად, კათოლიკე არქიეპისკოპოსმა ლუთერანი ქალის დაკრძალვა ძალიან სწრაფად და ზერელედ ჩაატარა, რის შემდეგაც იგი მალევე დაკრძალეს, განსაკუთრებული ღონისძიებების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ კაროლინამ იმდენად დიდი გავლენა იქონია ლუდვიგ I-ზე, რომელსაც იგი საკუთარი დედასავით უყვარდა, რომ მეფემ მისი გარდაცვალების შემდეგ ბავარიაში რელიგიური თავისუფლება გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ მანამდე იგი თავგამოდებით ეწინააღმდეგებოდა პროტესტანტობას. ასევე კაროლინას გავლენით, ლუდვიგმა თავად შეირთო ცოლად პროტესტანტი ქალი, ტერეზა საქსენ-ჰილდბურგჰაუზენელის სახით.

სახელი სურათი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
მაქსიმილიან

იოზეფი

  28 ოქტომბერი, 1800,

მიუნხენი, ბავარია

12 თებერვალი, 1803,

მიუნხენი, ბავარია

(2 წლის)

ბავარიის პრინცი. გარდაიცვალა მცირეწლოვანი.
ელიზაბეთ

ლუდოვიკა

  13 ნოემბერი, 1801,

მიუნხენი, ბავარია

(ტყუპები)

14 დეკემბერი, 1873,

დრეზდენი, საქსონია

(72 წლის)

ცოლად გაჰყვა პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ IV-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია.
ამალია

ავგუსტა

  8 ნოემბერი, 1877,

დრეზდენი, საქსონია

(75 წლის)

ცოლად გაჰყვა საქსონიის მეფე იოჰან I-ს, რომელთანაც შეეძინა ცხრა შვილი, მათ

შორის მეფე ალბერტ I.

მარია ანა   27 იანვარი, 1805,

მიუნხენი, ბავარია

(ტყუპები)

13 სექტემბერი, 1877,

დრეზდენი, საქსონია

(72 წლის)

ცოლად გაჰყვა საქსონიის მეფე ფრიდრიხ ავგუსტ II-ს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია.
სოფია

ფრედერიკა

  28 მაისი, 1872,

ვენა, ავსტრია

(67 წლის)

ცოლად გაჰყვა ავსტრიის ერცჰერცოგ ფრანც კარლს, რომელთანაც შეეძინა ხუთი

შვილი, მათ შორის: ავსტრია-უნგრეთის იმპერატორი ფრანც იოზეფ I და მექსიკის

იმპერატორი მაქსიმილიან I.

ლუდოვიკა

ვილჰელმინა

  30 აგვისტო, 1808,

მიუნხენი, ბავარია

25 იანვარი, 1892,

მიუნხენი, ბავარია

(83 წლის)

ცოლად გაჰყვა ბავარიის ჰერცოგ მაქსიმილიან იოზეფს, რომელთანაც შეეძინა ათი

შვილი, მათ შორის ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა ელისაბედ ბავარიელი და

ორი სიცილიის დედოფალი მარია სოფია ბავარიელი.

მაქსიმილიანა

იოზეფინა

  21 ივლისი, 1810,

მიუნხენი, ბავარია

4 თებერვალი, 1821,

მიუნხენი, ბავარია

(10 წლის)

ბავარიის პრინცესა. გარდაიცვალა მცირეწლოვანი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Manfred Berger: Karoline von Baden. In: Biographisch-Bibliographisches Kirchenlexikon (BBKL). Band 23, Bautz, Nordhausen 2004, ISBN 3-88309-155-3, Sp. 199–207.
  • Ernst Gillmann: Ludwig Friedrich Schmidt (1764-1857). Der „Kabinettsprediger“ der bayerischen Königin – seine frühen Lehrjahre im Birkenfelder Land, in: Monatshefte für Evangelische Kirchengeschichte des Rheinlandes 53 (2004) 519–530.
  • Martha Schad: Bayerns Königinnen, Piper Verlag, 2004
  • Martin Elze: Die Evangelisch-Lutherische Kirche. In: Ulrich Wagner (Hrsg.): Geschichte der Stadt Würzburg. 4 Bände, Band I-III/2, Theiss, Stuttgart 2001–2007; III/1–2: Vom Übergang an Bayern bis zum 21. Jahrhundert. 2007, ISBN 978-3-8062-1478-9, S. 482–494 und 1305 f., hier: S. 486.
  • Lotte Burkhardt: Verzeichnis eponymischer Pflanzennamen – Erweiterte Edition. Teil I und II. Botanic Garden and Botanical Museum Berlin, Freie Universität Berlin, Berlin 2018, ISBN 978-3-946292-26-5