ლუი ანტუან ანრი დე ბურბონ-კონდე, ენგიენის ჰერცოგი
ენგიენის ჰერცოგი
ლუი ანტუან ანრი დე ბურბონ-კონდე, ენგიენის ჰერცოგი (ფრანგ. Louis Antoine Henri de Bourbon-Condé, duc d’Enghien) (დ. 2 აგვისტო, 1772 — გ. 21 მარტი, 1804) — პრინც კონდეს (წარმოადგენდა ბურბონთა დინასტიის ერთ-ერთ შტოს) შვილიშვილი და ამ გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი. ცნობილია იმით, რომ ნაპოლეონის ბრძანებით დახვრიტეს 1804 წელს, რაც იმპერატორის უდიდესი შეცდომა იყო. მისმა დახვრეტამ დააჩქარა მესამე ანტიფრანგული კოალიციის ჩამოყალიბება (1805). ჟოზეფ ფუშეს ეკუთვნის ფრაზა ენგიენის ჰერცოგის დახვრეტის შესახებ: „ეს დანაშაულზე მეტია, ეს შეცდომაა“.
ლიტერატურა
რედაქტირება- Charles Esdaile (2009). Napoleon's Wars: An International History. Penguin, გვ. 190–93.
- David Nicholls (1999). Napoleon: A Biographical Companion. ABC-CLIO, გვ. 94–95.
- Schroeder, Paul W. The Transformation of European Politics 1763-1848 (1996), pp 248–51