მარია ანა ბავარიელი (1805-1877)
მარია ანა ბავარიელი (გერმ. Maria Anna von Bayern; დ. 27 იანვარი, 1805, მიუნხენი, ბავარია, საღვთო რომის იმპერია — გ. 13 სექტემბერი, 1877, დრეზდენი, საქსონია, გერმანიის იმპერია) — ვიტელსბახთა დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ისა და დედოფალ კაროლინა ბადენელის ასული. ავსტრიის ერცჰერცოგინია სოფია ბავარიელის ტყუპისცალი. საქსონიის დედოფალი 1836-1854 წლებში როგორც ფრიდრიხ ავგუსტ II-ის მეუღლე.
მარია ანა ბავარიელი | |
---|---|
საქსონიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 6 ივნისი, 1836 |
მმართ. დასასრული: | 9 აგვისტო, 1854 |
წინამორბედი: | მარია ტერეზია ავსტრიელი |
მემკვიდრე: | ამალია ავგუსტა ბავარიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 27 იანვარი, 1805 |
დაბ. ადგილი: | მიუნხენი, ბავარია |
გარდ. თარიღი: | 13 სექტემბერი, 1877, (72 წლის) |
გარდ. ადგილი: | დრეზდენი, საქსონია |
მეუღლე: | ფრიდრიხ ავგუსტ II, საქსონიის მეფე |
სრული სახელი: | მარია ანა ლეოპოლდინა ელიზაბეთ ვილჰელმინა |
დინასტია: | ვიტელსბახები |
მამა: | მაქსიმილიან I, ბავარიის მეფე |
დედა: | კაროლინა ბადენელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარია ანა დაიბადა 1805 წლის 27 იანვარს მიუნხენში. იგი იყო იგი იყო ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ კაროლინა ბადენელის შუათანა ქალიშვილი და პრინცესა სოფიას ტყუპისცალი და. აღსანიშნავია, რომ სოფიას მხრიდან მარია ანა დეიდად ერგებოდა ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ ფრანც იოზეფ I-სა და მექსიკის იმპერატორ მაქსიმილიან I-ს.
1833 წლის 24 აპრილს დრეზდენში შედგა მარია ანა ბავარიელისა და საქსონიის კრონპრინც ფრიდრიხ ავგუსტის ქორწინება. მოგვიანებით ფრიდრიხ ავგუსტის ძმამ, პრინცმა იოჰანმა ცოლად შეირთო მარია ანას და, ამალია ავგუსტა.
1836 წლის 6 ივნისს ტახტზე ფრიდრიხ ავგუსტ II ადის, რითაც საქსონიის დედოფალი მარია ანა გახდა. მიუხედავად მრავალწლიანი და ბედნიერი ქორწინებისა, წყვილს შვილები არ ჰყოლია.
1854 წლის 9 აგვისტოს მარია ანა დაქვრივდა და ვინაიდან მეფეს შვილი არ ჰყოლია ტახტი მისმა მაზლმა, მეფე იოჰანმა დაიკავა, რითაც საქსონიის ახალი დედოფალი მარია ანას და გახდა. 1859 წელს დებმა ერთად დააარსეს „დრეზდენელ ქალთა ასოციაცია“, რომელიც 1932 წლამდე არსებობდა.
მარია ანა ბავარიელი გარდაიცვალა 1877 წლის 13 სექტემბერს დრეზდენში, 72 წლის ასაკში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Martha Schad : Bayerns Königinnen, Piper 2004 Martha Schad, drottning av Bayern, Piper 2004