შენბრუნის სასახლე
შენბრუნის სასახლე (გერმ. Schloss Schönbrunn) — საიმპერატორო, როკოკოს სტილში ნაგები 1 400 ოთახიანი საზაფხულო რეზიდენცია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს კულტურულ მონუმენტს და 1960-იანი წლებიდან ვენის მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას. სასახლე და მისი ბაღები ავლენს ჰაბსბურგთა მონარქების გემოვნებას, ინტერესებსა თუ მისწრაფებებს.
შენბრუნის სასახლე და ბაღები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ავსტრია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 48°18′45″ ჩ. გ. 16°31′18″ ა. გ. / 48.31250° ჩ. გ. 16.52167° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1996 (მე-20 სესია) |
ნომერი | 786 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 786 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ისტორია
რედაქტირება1569 წელს, საღვთო რომის იმპერატორმა მაქსიმილიან II-მ, მდინარე ვენის დაბლობებზე, ბორცვის ძირას ადგილი იყიდა. მეფემ ბრძანა ეს ტერიტორია შემოეღობათ და სხვადასხვა ფრინველი მომემრავლებინათ, რომელიც სამეფო სანადირო ადგილი გახდებოდა.
მომდევნო საუკუნეში, ეს ტერიტორია სანადიროდ და რეკრეაციისთვის გამოიყენებოდა. განსაკუთრებით ბევრ დროს აქ დედოფალი ელეონორა გონძაგა ატარებდა, რომელსაც ნადირობა ძალიან უყვარდა. სიკვდილის წინ, მეფე ფერდინად II-მ ეს ადგილები მას უანდერძა. 1638 - 1643 წლებში მან აქ სასახლე ააშენა, რომელსაც შენბრუნი ეწოდა.
1918 წელს, მონარქიის დამხობის შემდეგ, სასახლის მფლობელი ახლადშექმნილი ავსტრიის რესპუბლიკა აღმოჩნდა და სასახლე მუზეუმად გადაკეთდა.
1961 წელს, შენბრუნის სასახლეში ჯონ კენედისა და ნიკიტა ხრუშჩოვის შეხვედრა გაიმართა.
1996 წელს, იუნესკომ სასახლე და მისი ბაღები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „შენბრუნის სასახლე“ ვიკისაწყობში.
- surfvienna.net - 360° Panoramas დაარქივებული 2011-07-24 საიტზე Wayback Machine.
- Schönbrunn Palace - Empress Sisi’s former summer residence
- Schönbrunn Palace: My Way of Telling History
- Orangerie Schönbrunn დაარქივებული 2010-03-25 საიტზე Wayback Machine.
- Apartments of Maria Theresia and Schönbrunn Palace