ლომბარდო-ვენეციის სამეფო

ლომბარდო-ვენეციის სამეფო (იტალ. Regno Lombardo-Veneto, გერმ. Königreich Lombardo–Venetien) — ყოფილი სამეფო დღევანდელი იტალიის ტერიტორიაზე. წარმოადგენდა ავსტრიის იმპერიის გვირგვინის მიწას. შეიქმნა 1815 წელს ვენის კონგრესის მიერ, მას შემდეგ, რაც დაეცა 1805 წელს შექმნილი ნაპოლეონისეული იტალიის სამეფო, ხოლო ვენის კონგრესმა ცნო ავსტრიელი ჰაბსბურგ-ლორენების უფლება ლომბარდიასა და ვენეციის რესპუბლიკაზე.

ლომბარდო-ვენეციის სამეფო
(1815-1866)
Regno Lombardo–Veneto, Königreich Lombardo–Venetien
{{{link alias-s}}}
{{{link alias-s}}} მდებარეობა
დედაქალაქიმილანი და ვენეცია (1815–1859)
ვენეცია (1859–1866)
ოფიციალური ენა იტალიური, გერმანული
მთავრობა აბსოლუტური მონარქია
 -  მეფე ფრანც II (1815–1835)
ფერდინანდ I ავსტრიელი (1835–1848)
ფრანც იოზეფ I (1848–1866)
 -  მეფისნაცვალი ჰაინრიხ XV (1815)
ჰაინრიხ ფონ ბელეგარდე (1815–1816)
ანტონ ვიქტორ ავსტრიელი (1816–1818)
რაინერ ავსტრიელი (1818–1848)
ფართობი
 -  სულ 46 782 კმ2 
მოსახლეობა
 -  1852 შეფასებით 4 671 000 
 -  სიმჭიდროვე 99,8 კაცი/კმ2 
ვალუტა ლომბარდო-ვენეციის ფუნტი (1816-1860)
ლომბარდო-ვენეციის ფლორინი(1860-1866)

იყოფოდა ორ გუბერნიად. თითოეული დაყოფილი იყო რამდენიმე პროვინციად, რაც მეტნაკლებად ემთხვეოდა ნაპოლეონისეული იტალიის სამეფოს დეპარტამენტებს. სამეფო საბოლოოდ გაუქმდა 1866 წელს და შეუერთდა იტალიის სამეფოს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება