ალკალა-დე-ენარესი
ალკალა-დე-ენარესი (ესპ. Alcalá de Henares) — ქალაქი ესპანეთში, მადრიდის ავტონომიური გაერთიანებაში, მდინარე ენარესის ნაპირზე. მოსახლეობა — 204 ათასი კაცი (2006)
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 876 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ანტიკურ დროში ცნობილი იყო როგორც კომპლუტუმი (ლათ. Complutum), ქალაქი განადგურდა 1000 წელს მავრების მიერ, რომლებმაც იგი 1038 წელს ისევ ააშენეს და მისცეს მას სახელი ალ-კალა-ან-ნარ. 1008 წელს კასტილიის მეფე ალფონსო VI-მ ალკალა დაიბრუნა და გადასცა მმართველობა ტოლედოს ეპისკოპოსს. ქალაქის ყველაზე ცნობილი ადამიანები არიან მწერალი მიგელ დე სერვანტესი, იმპერატორი ფერდინანდ I და კატალინა არაგონელი.
ქალაქის ცენტრი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ქალაქის ძირითადი ღირსშესანიშნაობა არის საბორული ეკლესია, რომელიც 1136 წელსაა აგებული და გოტიკურ სტილში აშენებული (იგი ძალიან დაზარალდა XX საუკუნის სამოქალაქო ომის დროს) და საარქიეპისკოპო რეზიდენცია, რომელშიც დღეს ინკვიზიციის არქივებია დაცული.
სან-ილდეფონსოს კოლეგიუმის ეკლესიაში თავდაპირველად იდგა (შემდეგ მადრიდში გადაიტანეს) „დიდი კარდინალი“ ფრანსისკო ხიმენეს დე სისნეროსის საფლავი, რომელმაც აქ დააარსა 1499-1509 წლებში საქვეყნოდ ცნობილი უნივერსიტეტი, რომელიც დაიხურა 1838 წელს და ბიბლიოთეკასთან ერთად მადრიდში გადაიტანეს.