გრან-კანარია ესპ. Gran Canaria, ასევე ცნობილი, როგორც გრანდ კანარის კუნძული — მეორე ყველაზე დასახლებული კუნძული კანარის კუნძულებს შორის. მდებარეობს აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან და არის ესპანეთის ნაწილი. 2019 წლის მონაცემებით, კუნძულის მოსახლეობა შეადგენდა 851 231 ადამიანს, რაც მთლიანი არქიპელაგის 40%-ია. კუნძულის დედაქალაქია ლას-პალმასი.

კუნძული
გრან-კანარია
ესპ. Gran Canaria
დროშა

ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
დაქვემდებარება ესპანეთი
ავტონომიური რეგიონი კანარის კუნძულები
მუნიციპალიტეტი კანარის კუნძულები
კოორდინატები 27°57′31″ ჩ. გ. 15°35′33″ დ. გ. / 27.95861° ჩ. გ. 15.59250° დ. გ. / 27.95861; -15.59250
ფართობი 1 560 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1956 მეტრი
სალაპარაკო ენები ესპანური
მოსახლეობა 851 231[1] კაცი (2019)
სიმჭიდროვე 545.6 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC±00:00
Gran Canaria in the Canarian Islands‎
Gran Canaria in the Canarian Islands‎

გრან-კანარია მდებარეობს ატლანტის ოკეანეში, აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროდან 150 კილომეტრის დაშორებით, ხოლო ევროპიდან 1 350 კილომეტრის მანძილზე.[2]კუნძულის ტერიტორია მოიცავს 1 560 კვადრატულ კილომეტრს [3] და არის ფართობით მესამე ყველაზე დიდი კუნძული არქიპელაგში, იეროსა და ფუერტევენტურას შემდეგ. იგი ასევე მესამეა ესპანეთის ყველაზე ხალხმრავალ კუნძულებს შორის, ტენერიფესა და მალიორკას შემდეგ.[4]

ისტორია რედაქტირება

ანტიკურ ხანაში გრან-კანარია დასახლებული იყო ჩრდილოეთ აფრიკელი გუანშებით, რომლებიც იქ სავარაუდოდ, ძვ. წ. 500 წელს ჩავიდნენ. გუანშები კუნძულს „Tamarán “-ს უწოდებდნენ, რაც „მამაცთა მიწას“ ნიშნავს.

კუნძულის დედაქალაქი ლას-პალმასი 1478 წლის 24 ივნისს არაგონელმა კაპიტანმა დააარსა, რომელიც კასტილიის არმიას მეთაურობდა. 1492 წელს ქრისტეფორე კოლუმბი ლას-პალმას პორტში შეჩერდა მისი პირველი მოგზაურობისას ამერიკაში (კუნძულზე მან დაჰყო გარკვეული დრო) .

მმართველობა რედაქტირება

კუნძული შედის ესპანეთის შემადგენლობაში, კონკრეტულად ლას-პალმასის პროვინციაში, პროვინციის დედაქალაქია ლას- პალმასი.[5]2019 წელს კუნძულზე 851 231 ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო აქედან 379 925 ადამიანი დედაქალაქ ლას-პალმასში იმყოფებოდა. გრან-კანარია კანარის კუნძულებს შორის მეორე ყველაზე ხალხმრავალი კუნძულია, ტენერიფეს შემდეგ.[6] შედგება 21 პატარა მუნიციპალიტეტისგან.[5]

გეოგრაფია რედაქტირება

 
გრან-კანარია 3D

გრან-კანარია მიეკუთვნება კანარის კუნძულების არქიპელაგს, მდებარეობს კუნძულ ტენერიფეს სამხრეთ-აღმოსავლეთით და კუნძულ ფუერტევენტურას დასავლეთით. კუნძული ვულკანური წარმოშობისაა, ამიტომაც, ძირითადად ვულკანური წარმონაქმნებისგან შედგება. მას მრგვალი ფორმა აქვს, მისი საშუალო დიამეტრი 50 კილომეტრის ტოლია და მოიცავს 1 560 კვადრატულ კილომეტრს. გრან-კანარიის ყველაზე მაღალი წერტილია მორო-დე-ლა-აგუხერეადა, რომლის სიმაღლეც 1 956 მეტრია, თუმცა მანამდე, კუნძულის ყველაზე მაღალ ადგილად ახლომდებარე წერტილი მიიჩნეოდა.

გეოლოგია რედაქტირება

კუნძულის მოცულობის 80% მიოცენის პერიოდში, ამოფრქვევის დროს, 14 - 9 მილიონი წლის წინათ ჩამოყალიბდა. ამ პერიოდს უწოდებენ „ძველ ციკლს“ და სავარაუდოდ, დაახლოებით 200 000 წელი გრძელდებოდა. უმეტესად შედგებოდა ფისოვანი ტუტე ბაზალტისგან. ეს გაგრძელდა სხვადასხვა ტიპის ქანების გამოყოფით. ამ პერიოდის შემდეგ დაიწყო ეროზია, რომელიც დაახლოებით 4 მილიონი წელი გაგრძელდა.[7]

ვულკანური ამოფრქვევების მეორე ციკლი 4,5-3,4 მილიონი წლის წინ მოხდა და შიდა მასალის უმეტესობა სწორედ ამ ქანების ეროზიით ჩამოყალიბდა.[7]

მესამე ციკლი 2,8 მილიონი წლის წინ დაიწყო და ჯერ კიდევ აქტიურად გრძელდება. ბოლო ამოფრქვევები დაახლოებით 3 500 წლის წინ დაფიქსირდა.[7]

ტრანსპორტი რედაქტირება

 
სატრანსპორტო მაგისტრალი
 
ავტობუსი
 
გრან-კანარის აეროპორტი
 
ბორანი

გზები რედაქტირება

კუნძულ გრან-კანარიაზე არის გზები, რომლებიც ვრცელდება მთელი კუნძულის მასშტაბით, მათ შორის მთიან რეგიონებშიც. მე-20 საუკუნეში გაყვანილი მაგისტრალი პირველი იყო კანარის კუნძულებს შორის და ვრცელდებოდა დედაქალაქის გარშემო, ხოლო შემდეგ გაფართოვდა აეროპორტსა და ჩრდილოეთ სანაპირომდე, შემდგომ კი სამხრეთ სანაპირომდე, რამაც ხელი შეუწყო და გაზარდა ტურიზმის მაჩვენებელი.

ავტობუსები რედაქტირება

კუნძულის გარშემო საზოგადოებრივი ტრანსპორტი უზრუნველყოფს ფართო ქსელს, რომელსაც მართავს „Autoridad Única del Transporte de Gran Canaria“.[8]ავტობუსის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო „AUTGC“– ში ასევე მოქმედებს ელექტრონული ბილეთები, სახელწოდებით „TransGC Card“, რომელიც მოქმედებს მთელ ქსელში.[9]კუნძულის საქალაქო ავტობუსით მომსახურებას მთელს მასშტაბზე ახორციელებს გლობალური სატრანსპორტო კომპანია.[10][11] იგი შეიქმნა 2000 წელს, ორი სხვადასხვა კომპანიის გაერთიანების შედეგად.[12]

აეროპორტი რედაქტირება

„გრან-კანარიას აეროპორტი“ (IATA: LPA) კუნძულზე ერთადერთი კომერციული აეროპორტია. ყოველწლიურად აქ მრავალი ფრენა ხორციელდება და აეროპორტი უამრავ მგზავრს ემსახურება. გრან-კანარია ასევე პასუხისმგებელია კანარის ყველა საჰაერო მოძრაობის კონტროლზე. გრან-კანარია მეორე კუნძულია, რომელიც კანარის კუნძულების ყველაზე მეტ მგზავრს იღებს.[13]

საზღვაო პორტები რედაქტირება

ყველაზე მნიშვნელოვანი პორტები არის „ლას-პალმას პორტი“, „არგუნეგუინი“, რომელიც ცემენტის ეხსორტიორია და „არინაგა“, მდებარეობს კანარის მთავარ ინდუსტრიულ ზონაში და ასევე ერთ-ერთი მთავარი ზონაა ესპანეთში. პორტებში შესაძლებელია ბორანით სარგებლობაც.[14]

მატარებელი რედაქტირება

უკვე არსებობს გეგმა, რითაც შესაძლებელია კუნძულის სარკინიგზო ქსელის შექმნა, თუმცა ეს დამოკიდებულია ესპანეთის ცენტრალურ მთავრობაზე და მათ მიერ პროექტის დაფინანსებაზე. გეგმაშია 57 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალის გაყვანა, რომელიც დედაქალაქის ტერიტორიაზე გაივლის მიწისქვეშ და მას სხვა ტერიტორიებთან დააკავშირებს. ხაზში დაგეგმილია 11 სადგურის მშენებლობა, მათ შორის მიწისქვეშა სადგური გრან-კანარიას აეროპორტში. სქემა შეიქმნა და გამოცხადდა 2009 წელს, მოქმედების თარიღად 2015 წელი მიიჩნეოდა. შეიქმნა საზოგადოებრივი კომპანიაც, სახელწოდებით „Ferrocarriles de Gran Canaria, Cabildo Gran Canaria“, სატრანსპორტო ორგანოს მიერ. გეგმები ჯერ კიდევ განიხილებოდა 2018 წელს.[15][16]

კლიმატი რედაქტირება

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის თანახმად, გრან-კანარია განიხილება უდაბნოს კლიმატი მქონე, მისი თანმიმდევრული თბილი ტემპერატურისა და ნალექის ძლიერ ნაკლებობის გამო. ზამთარში საშუალო მაღალი ტემპერატურა დღის განმავლობაში 20 °C-ია, ხოლო ზაფხულში 26 °C. ღამით ტემპერატურა უფრო დაბალზე ეცემა, თუმცა 10 °C-ზე დაბალი ტემპერატურა სანაპიროს სიახლოვეს ჯერ არ დაფიქსირებულა. კუნძულის მაღალმთიან ადგილებში, ზოგჯერ თოვს და ყინავს. ნალექიანობის საშუალო წლიური მაჩვენებელი 228 მმ-ია. ნალექების უმეტესობა მოდის ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში. კუნძულზე წვიმა მეტად არათანაბრად მოდის, ამიტომაც ზოგიერთი ადგილი უფრო მშრალია სხვებთან შედარებით. კუნძულის ყველაზე სასურველ ადგილად მისი სამხრეთ ნაწილი ითვლება.

ტურიზმი რედაქტირება

 
მეთევზეთა სოფელი კუნძულის სამხრეთით
 
მასპალომას შუქურა კუნძულის სამხრეთ ნაწილში

ამ კუნძულს ასევე უწოდებენ „მინიატურულ კონტინენტს“, განსხვავებული კლიმატისა და მრავალფეროვანი ლანდშაფტის გამო, გრძელი პლაჟებითა და თეთრი ქვიშის დიუნებით.[17] კუნძულის მესამედი დაცულია იუნესკოს მიერ, როგორც „ბიოსფერული ნაკრძალი“.

2014 წელს, წლიურ ვიზიტორთა რიცხვი 3,6 მილიონი იყო (აქედან 450 000 ესპანელი).[18] ტურისტების უმეტესობა კუნძულის სამხრეთ ნაწილს სტუმრობს. ჩრდილოეთის კლიმატი უფრო ცივია, ხოლო სამხრეთი უფრო თბილი და მზიანი. კუნძულის აღმოსავლეთ სანაპირო უფრო ვაკეა და არის პლაჟები, ხოლო დასავლეთ სანაპირო უფრო მთიანია.

სამხრეთით არის ფრინველების პარკი, ასევე მრავალი საკურორტო პლაჟი. კურორტები ძირითადად კონცენტრირებულია სამხრეთ სანაპიროს აღმოსავლეთ ნაწილში მასპალომას მიდამოში, რომელიც მოიცავს ქალაქ სან-ავგუსტს, ქალაქ პლეა დელ ინგელსსა და მელონერსს.

აქ მდებარეობს ცნობილი მე-19 საუკუნის ნაგებობა მასპალომას შუქურა. პლეა დელ ინგელსში არის „Yumbo Center“ -ის სახლი[19], რომელიც 1982 წელს გაიხსნა და მოიცავს თითქმის 200 მაღაზიას, მათ შორის ბარებს, რესტორნებს, კაფეებს, ელექტრონულსა და საიუველირო მაღაზიებს.

სამხრეთ ნაპირის გასწვრივ, მოგანის მუნიციპალიტეტში მდებარეობს პუერტო რიკოსა და პუერტო დე მოგანის თემები, სოფელი, რომელშიც მრავალი არხია და მას ეწოდება „პატარა ვენეცია“.

ელ-დედო დე დიოსი ანუ „ღმერთის თითი“ იყო კლდოვანი თაღი, რომელიც კუნძულის ღირსშესანიშნაობად ითვლებოდა, სანამ იგი არ გაანადგურა ტროპიკულმა ქარიშხალმა, რომელიც არქიპელაგს 2005 წლის ნოემბერში დაატყდა თავს.[20]

დედაქალაქთან ახლოს მდებარეობს მყვინთავთა ზონა, აქაურობა ასევე ცნობილია ყოველწლიური კარნავალით. ეს კუნძული იყო ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციის პირველი გაჩერება ამერიკაში პირველი მოგზაურობისას.[21]

სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ დასავლეთიდან, მოგანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სათევზაო ქალაქი.

სოფლის მეურნეობა რედაქტირება

გრან-კანარიას სოფლის მეურნეობა უნიკალურია მთელს კანარის კუნძულებზე, ვხვდებით შაქრის ლერწმის პლანტაციებს. ძირითადად აქ გავრცელებულია მარცვლეული კულტურა, მეცხოველეობასთან შედარებით.[22]

დაცული ტერიტორიები რედაქტირება

 
მასპალომას დიუნები, სამხრეთ გრან-კანარია

კუნძულის ტერიტორიის თითქმის ნახევარი, 667 კვადრატული კილომეტრი, კუნძულის 42,7%, „Red Canaria de Espacios Naturales Protegidos“-ის მიერ არის დაცული, რომელიც სულ 146 დაცულ ტერიტორიას იცავს კანარის არქიპელაგზე,[23] ხოლო აქედან 33 გრან-კანარიაზე მდებარეობს, რომელიც მეორე ყველაზე დაცული კუნძულია ამავე ჯგუფში.[24]არსებობს შვიდი სხვადასხვა კატეგორიის დაცვის ტიპი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Population referred to the January 1, 2019 დაარქივებული 31 January 2019 საიტზე Wayback Machine.
  2. Situación y Clima. Ayuntamiento de Las Palmas de Gran Canaria.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-29. ციტირების თარიღი: 2020-05-01.
  3. ISTAC: Estadísticas de la Comunidad Autónoma de Canariasდაარქივებული 2010-11-14 საიტზე Wayback Machine. (Statistics for the Canaries) on gobiernodecanarias.org.
  4. Boletín Oficial del Estado (29 December 2018).
  5. 5.0 5.1 Government of Gran Canaria English. ციტირების თარიღი: 21 November 2018.
  6. Population referred to the January 1, 2018 დაარქივებული 31 January 2019 საიტზე Wayback Machine.
  7. 7.0 7.1 7.2 Araña, V and Carracedo, J.C: Canarian Volcanoes, Volume 3: Gran Canaria, pp. 8, 24. Editorial Rueda, Madrid, 1978.
  8. Intercambiadores y Paradas Preferentes | Autoridad Única del Transporte de Gran Canaria es. Autoridad Única del Transporte de Gran Canaria. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-20. ციტირების თარიღი: 2020-05-01.
  9. Tarjeta TransGC es. Autoridad Única del Transporte de Gran Canaria. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივნისი 2022. ციტირების თარიღი: 20 November 2018.
  10. Gran Canaria - Global SU en. ციტირების თარიღი: 20 November 2018.
  11. Líneas y Horarios es-ES. ციტირების თარიღი: 30 January 2019.
  12. La Empresa: Global es-ES. ციტირების თარიღი: 30 January 2019.
  13. Entrada en los aeropuertos canarios según islas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ნოემბერი 2010. ციტირების თარიღი: 1 მაისი 2020.
  14. Cadiz to Las Palmas ferry tickets, compare times and prices en. ციტირების თარიღი: 20 November 2018.
  15. „Gran Canaria train details announced - Gran Canaria - Gran Canaria - ISLANDCONNECTIONS.EU“. Island Connections. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ნოემბერი 2018. ციტირების თარიღი: 12 November 2018.
  16. „Estado y Cabildo pactan cerrar los proyectos del tren en 2018“. www.canarias7.es (ესპანური). ციტირების თარიღი: 12 November 2018.
  17. Gran Canaria – Official Canary Islands Tourism
  18. Situation Of The Tourism Sector, Year Ending 2014. Cabildo de Gran Canaria. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 20 იანვარი 2021.
  19. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-19. ციტირების თარიღი: 2020-05-01.
  20. BBC NEWS - Tropical Storm Delta batters Canaries.
  21. Andrews & Quintero 2007, p. 29.
  22. Cenobio de Valeron დაარქივებული 2020-08-01 საიტზე Wayback Machine. , section "El yacimiento arqueologico". On arqueologiacanaria.com.
  23. Red Canaria de Espacios Naturales Protegidos. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-21. ციტირების თარიღი: 2020-05-01.
  24. Relación de los Espacios Naturales protegidos de Gran Canaria. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-23. ციტირების თარიღი: 2020-05-01.