სიდ კამპეადორი
სიდ კამპეადორი (ესპ. Cid Campeador), ნამდვილი სახელი და გვარი როდრიგო დიას დე ბივარი (ესპ. Rodrigo Diaz de Bivar; დ. 1026–1043 ბივარი — გ. 31 ივლისი, 1099, ვალენსია) — კასტილიელი რაინდი. სახელი გაითქვა გმირობით რეკონკისტის დროს. სიდ კამპეადორს ეძღვნება ხალხური ეპოსი „სიმღერა ჩემს სიდზე“ (XII ს.), აგრეთვე პ. კორნელის ტრაგედია „სიდი“ და სხვა.
