სოლტ-ლეიკ-სიტი (ინგლ. Salt Lake City) — ქალაქი აშშ-ის დასავლეთ ნაწილში, მდინარე ჯორდანის ნაპირზე, დიდი მლაშე ტბის მახლობლად.[2] იუტას შტატის დედაქალაქი[2] და მოსახლეობის მიხედვით უდიდესი ქალაქი. ქალაქს ხშირად შემოკლებით სოლტ-ლეიკს, ან S.L.C (ინიციალები) უწოდებენ. ქალაქს თავიდან ერქვა Great Salt Lake City (ქალაქი დიდ მარილიან ტბასთან).

ქალაქი
სოლტ-ლეიკ-სიტი
Salt Lake City
დროშა
[1]

ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
შტატი იუტა
ოლქი სოლტ-ლეიკი
კოორდინატები 40°45′00″ ჩ. გ. 111°53′00″ დ. გ. / 40.75000° ჩ. გ. 111.88333° დ. გ. / 40.75000; -111.88333
ქალაქის მერი რალფ ბეკერი
დაარსდა 1847
ფართობი 285.9 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1,288
მოსახლეობა 180,651 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 643.3 კაცი/კმ²
აგლომერაცია 1,099,973
სასაათო სარტყელი UTC-7, ზაფხულში UTC-6
სატელეფონო კოდი 385/801
ოფიციალური საიტი slcgov.com
სოლტ-ლეიკ-სიტი — აშშ
სოლტ-ლეიკ-სიტი
სოლტ-ლეიკ-სიტი — იუტა
სოლტ-ლეიკ-სიტი

მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია ტრანსკონტინენტურ გზებზე. არის სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო რაიონის ცენტრი. განვითარებულია ფერადი მეტალურგია, ნავთობგადასამუშავებელი, კვების, ავიასარაკეტო, ქიმიური მრეწველობები, სამთო და სატრანსპორტო მოწყობილობების წარმოება, შავი და ფერადი ლითონების დამუშავება.[2]

დაარსდა 1847 წელს. ქალაქში მდებარეობს უნივერსიტეტი.[2]

2002 წელს სოლტ-ლეიკ-სიტი მასპინძლობდა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 https://www.slc.gov/flag/
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 458.