ამაზონია (სტადიონი)

(გადამისამართდა გვერდიდან არენა-და-ამაზონია)

ამაზონია (პორტ. Arena da Amazônia) — საფეხბურთო სტადიონი ამაზონასის შტატის ქალაქ მანაუსში, ბრაზილიაში. აშენებულია ძველი ვივალდანის სტადიონის ადგილას, რომელიც 2011 წელს დაანგრიეს. მისი მშენებლობა 2011-2014 წლებში მიმდინარეობდა. სტადიონის ტევადობაა 39,118[1]. სტადიონის გახსნითი მატჩი 2014 წლის 9 მარტს შედგა, ადგილობრივ „ნასიონალსა“ და „კლუბ რემოს“ შორის (2-2).

ამაზონია
მდებარეობა მანაუსი, ამაზონასი, ბრაზილია
აშენდა 2011-2014
გაიხსნა 9 მარტი, 2014
საფარი ბალახი
ტევადობა 39 118
გუნდები
„ნასიონალი“

„ამაზონიაზე“ გაიმართება 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Arena Amazonia, Manaus. FIFA.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-19.