ჟურუა
ჟურუა (პორტ. Jurua) — მდინარე სამხრეთ ამერიკაში, პერუსა და ბრაზილიაში, ამაზონის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 3280 კილომეტრი. სათავეს იღებს პერუს ანდების მთისწინეთში. უმთავრესად მიედინება ამაზონის დაბლობზე. საზრდოობს წვიმის წყლით. წყალუხვია იანვრიდან ივნისამდე, წყალმცირეა აგვისტო-ოქტომბერში. წყლის საშუალო ხარჯი დაახლოებით 6000 მ3/წმ. სანაოსნოა ქალაქ კრუზეირუ-დუ-სულიდან.
ჟურუა | |
---|---|
ქვეყანა |
პერუ ბრაზილია |
სათავე | ანდები, (პერუ) |
სიგრძე | 3280 კმ |
აუზის ფართობი | 200000 კმ² |
ჟურუა ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 262.