ბორი (ტალღა)
ბორი[1] (ინგლ. bore — „ბურღი“) — მოქცევის ცალკეული დეფორმირებული ტალღა. შეიმჩნევა ზოგიერთი მდინარის შესართავში, განსაკუთრებით ესტუარებში.[2] დიდი სიჩქარით გადაადგილდება წყლის ზვირთის სახით დინების საწინააღმდეგოდ. მდინარეს ზემოთ აჰყვება რამდენიმე ათეული კილომეტრის მანძილზე, 3–7 მ/წმ საშუალო სიჩქარით (დინების დასაწყისში 12–14 მ/წმ) და კალთის 70°მდე დახრილობით. ბორის გავლის შემდეგ წყლის დონე სრული წყლის მომენტში მაქსიმუმის მიღწევამდე აგრძელებს ზრდას.[1] საფრანგეთის ატლანტისპირა სანაპიროზე ამ მოვლენას მასკარე ეწოდება, ამაზონზე — პროროკა. ყველაზე მაღალი ბორი აღნიშნულია ჩინეთში, მდინარე ფუჩუნძიანგზე (ტალღის სიმაღლე 3 მეტრზე მეტია, სიგანე კი დაახლ. 2 კმ).[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ვარძელაშვილი დ., ბორი // საზღვაო ლექსიკონი, თბ.: „ალავერდი“, 2009, ISBN 978-9941-0-1731-5.
- ↑ 2.0 2.1 Бор // Большая российская энциклопедия. т. 4. — М., 2006. — стр. 33.