მარაჟო
მარაჟო — კუნძული მდინარე ამაზონის შესართავთან, ბრაზილიაში. შედის პარას შტატის შემადგენლობაში.
გეოგრაფია
რედაქტირებაკუნძულის ფართობი შეადგენს 40 100 კმ², ფართობით, ეს კუნძული ოდნავ ჩამორჩება შვეიცარიას, ეს კუნძული ფართობით პირველია, რომელსაც ყველა მხრიდან მტკნარი წყალი აქვს შემორტყმული. კუნძული მდებარეობს მდინარე ამაზონში, აქედან ჩრდილოაღმოსავლეთით მდებარეობს რამდენიმე მცირე ზომის კუნძული. მარაჟოს აღმოსავლეთი სანაპიროს მცირე ნაწილი ატლანტის ოკეანის ნაპირზეა გაშნებული. კუნძულის სამხრეთით მდინარე პარას სანაპიროზე მდებარეობს შტატის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ბელენი, სწორედ ამ ქალაქიდან ხდება კუნძულზე გემებით დაკავშირება. მარაჟო მდებარეობს ეკვატორის ზოლში.
კუნძულის ძირითადი ნაწილი ამაზონის გაუვალი ტყეებითაა დაფარული, აქ 20 გრძელი მდინარე მიედინება. კუნძული აგრეთვე მდიდარია ფაუნის მრავალფეროვანი სახეობებით.
კუნძულზე მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 250 000 ადამიანს.
ისტორია
რედაქტირებამარაჟოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ კოლუმბამდელ პერიოდში სახლობდნენ, აქ მყოფებმა ერთ-ერთი წარმატებული კულტურა შექმნეს რომელსაც მარაჟოს კულტურა ერქვა, ამ ყველაფერს ადასტურებს კუნძულზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები.
1918–1919 წლებში კუნძულზე გავრცელდა ესპანური გრიპი, რამაც აქ მცხობრებთა უდიდესი ნაწილი დააავადა და შეიწირა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებარუკები:
- Marajó Island map
- Marajó Island and Pará state დაარქივებული 2009-03-27 საიტზე Wayback Machine.