სან-მარკოსის ეროვნული უნივერსიტეტი

(გადამისამართდა გვერდიდან სან-მარკოსის ნაციონალური უნივერსიტეტი)

სან-მარკოს ნაციონალური უნივერსიტეტი (ესპ. Universidad Nacional Mayor de San Marcos (UNMSM), ან მოკლედ San Marcos) საზოგადოებრივი უნივერსიტეტი პერუს დედაქალაქ ლიმაში. პერუელთა მიერ უნივერსიტეტი ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლად და წამყვან სამეცნიერო კვლევით ცენტრად ითვლება.

უნივერსიტეტის ბეჭედი

ისტორია რედაქტირება

დაფუძნდა 1551 წელს, ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია მსოფლიოში და უძველესი ლათინურ ამერიკაში მეხიკოს ნაციონალურ უნივერსიტეტთან ერთად, რომელიც იმავე წელს დაარსდა, როგორც ახალი ესპანეთის სამეფო უნივერსიტეტი. სან-მარკოს ისტორიული კამპუსი ლიმას ცენტრში მდებარეობს, თუმცა ძირითადი აკადემიური ღონისძიებანი და სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე სიუდად უნივერსიტარიაში.

უნივერსიტეტის გამოჩენილი კურსდამთავრებულები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება