ინკების დაპყრობა ესპანელების მიერ
1532 წელს კახამარკის ბრძოლის შედეგად ფრანსისკო პისაროს 167–მა ჯარისკაცმა გაანადგურა ინკების იმპერია. ინკების იმპერიის ტრაგიკული დაცემის ისტორია ჩვენთვის ძირითადად ცნობილია ესპანელი ისტორიკოსებისგან. ესპანელთა გამარჯვება ინკებზე განპირობებული იყო იმ მოვლენებით, რომლებიც თვითონ იმპერიის შიგნით მიმდინარეობდა.
სტატიები თემატიკაზე ინკების ცივილიზაცია | |
საზოგადოება | |
---|---|
განათლება | |
რელიგია | |
მითოლოგია | |
გზები | |
არმია | |
სოფლის მეურნეობა | |
სამზარეულო | |
ინკების ისტორია | |
ინკების იმპერია | |
დაპყრობა |
თვით პისაროს გამოკლებით, კონკისტადორების უმრავლესობა, რომელთა შორისაც იყო ისტორიკოსი ერნანდო დე სოტო, განათლებული ადამიანები იყვნენ და მათ მიერ დატოვებული ჩანაწერები საკმაოდ სანდო წყაროა. ამ ჩანაწერებისა და აგრეთვე იმ მოხელეების დაკვირვების წყალობით, რომლებსაც ესპანეთის მმართველები აგზავნიდნენ ახალ კოლონიებში და რომლებიც პატიოსნად ეკიდებოდნენ საქმეს, ისტორიკოსებმა შეძლეს აღედგინათ ინკების ცხოვრების საინტერესო სურათები.
ხმები იმისშესახებ, რომ არსებობს "ოქროს მიწები", უკვე XVI საუკუნიდან აღიზიანებდა ევროპელთა ცნობიერებას. ესპანეთ-იტალიის სამხედრო კამპანიების ვეტერანმა, ახალგაზრდობაში ღორების მწყემსმა, ფრანსისკო პისარომ გადაწყვიტა თავად გაერკვია ამ ქვეყნის – ელდორადოს – არსებობის შესაძლებლობა და გაეშურა ამერიკისაკენ. ეს უვიცი და გაუნათლებელი, იმავე დროს სასტიკი ადამიანი, 7 წლის მანძილზე მონაწილეობდა ინდიელთა აჯანყების ჩახშობაში კუნძულ ესპანიოლაზე.
1527 წელს, პისარომ ორი წარუმატებელი ცდის შემდეგ, მიაღწია ქალაქ ტულებესას, სადაც ადგილობრივ ინდიელთაგან შეიტყო იმ ქვეყნის არსებობის შესახებ, სადაც სასახლეები ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონების ფურცლებითაა მოჭედილი, სადაც ულამაზესი და ძვირფასი ქვებით მოკირწყლული ბაღებია, მიხვდა რა , რომ მისი ძალები არ იქნებოდა საკმარისი ამ ქვეყნის დასაპყრობად, პისარო დაბრუნდა ესპანეთში და იმპერატორ კარლოს V-ს სთხოვა დამატებითი ძალები. შედეგად, პისარომ მეფისგან მიიღო რაც უნდოდა, აგრეთვე იმ მიწების გუბერნატორისა და კაპიტან–გენერლის ტიტული, რომლებსაც ის დაიპყრობდა და გააკონტროლებდა.
ჩამოვიდა რა ინკების მიწაზე, , 1532 წელს, კონკისტადორებმა გამოიყენეს სამოქალაქო ომი, რომელიც მიმდინარეობდა ძმებს – უასკარსა და ატაჰუალპას შორის, იმპერიის უმაღლესი თანამდებობის – საპა ინკას დაუფლებისათვის და მცირე ძალებით გაანადგურეს ინკები.[1] პისაროს სულ 167 თავზეხელაღებული ავანტიურისტი ჰყავდა, რომელთაგან, მხოლოდ 67-ს ჰყავდა ცხენი. მაგრამ მათ გააჩნდათ სხვადასხვაგვარი იარაღი – მუშკეტები, არბალეტები, შუბები და ზარბაზნებიც კი, რომლებიც მათ მეფე კარლოს V-მ მისცა. ესპანელებზე დიდი გავლენა მოახდინა ინკების საინჟინრო ხელოვნებამ – გათლილი ქვის ფილებით მოკირწყლულმა გზებმა, რომელთა გასწვრივაც საჩრდილობელი ხეები იყო დარგული, აგრეთვე ქვებით მოპირკეთებულმა არხებმა, რომლებშიც სასმელი წყალი მიედინებოდა.
„"ასეთი გზები არსად არაა ქრისტიანულ სამყაროში, არც ერთ ისეთ მკაცრ ქვეყანაში, როგორიც ესაა"“
|
წერდნენ მოგვიანებით ესპანელი ისტორიკოსები.
გაიარეს რა ძნელად სავალი მთიანი ბილიკები, ესპანელებმა ეშმაკობით მოადუნეს ატაულაპას სიფხიზლე და პისარომ ინკებს ნამდვილი სასაკლაო მოუწყო, როდესაც 6000 უაიარღო მეომარი ინკა იმპერიის ცენტრში გაჟლიტა ისე, რომ თვითონ ერთი კაციც კი არ დაუკარგავს. ინკები დასუსტებულები იყვნენ სამოქალაქო ომითა და ყვავილის ეპიდემიით. ტყვედ ჩავარდნილმა ატაულაპამ შეინარჩუნა თავისი ყველა სამეფო პრივილეგია და 20 დღის განმავლობაში ისწავლა ესპანურად საუბარი და წერა-კითხვა, რაც წარმოუდგენლად მიუღწეველი აღმოჩნდა წერა-კითხვის უცოდინარი პისაროსათვის.
შენიშნა რა ოქროს დანახვაზე "წვეროსანთა" (ასე უწოდებდნენ ინკები ესპანელებს) თვალებში სიხარბის ნაპერწკალი, ატაჰუალპამ საკუთარი თავის გათავისუფლებაში მათ ფანტასტიკური გამოსასყიდი შესთავაზა:6,7X5,2 ფართობის ოთახის ოქროთი გავსება საკუთარი თავის სიმაღლეზე და "ინდილეთა ქოხის" ვერცხლით გავსება ორჯერ! ამით, ინკების მმართველმა საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ინკებისთვის ოქრო არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენდა. ისინი მას "მზის ოფლს", ხოლო ვერცხლს "მთვარის ცრემლებს" უწოდებდნენ. მათგან ინკები შესანიშნავ ნაკეთობებს ამზადებდნენ, მაგრამ "ვალუტად" ისინი ქსოვილს თვლიდნენ.
ხმები ინკების იმპერიის არაჩვეულებრივი სიმდიდრის შესახებ, მალე გასცდა მის ფარგლებს და ქვეყანაში ნადავლის მოყვარულთა ახალი ტალღის მოზღვავება გამოიწვია. ატაულაპას სიცოცხლისთვის გაღებული გამოსასყიდი ესპანელებმა გადაადნეს. ოქროს წონა გამოვიდა 6 078 კგ, ხოლო ვერცხლისა 11 793 კგ, მაგრამ ამან ვერ იხსნა ატაუალპას სიცოცხლე, ესპანელებმა იგი დაახრჩვეს და დაწვეს.
ესპანელთა მიერ ინკების სახელმწიფოს დაპყრობის შედეგები საშინელი იყო: მათი აქ ჩამოსვლიდან 50 წლის შემდეგ ტაუანტინსუიუს მოსახლეობა 7 მლნ ადამიანიდან შემცირდა 500 ათას კაცამდე. გაჩანაგება და სიცივე, კატორღული შრომა და ევროპელთა მიერ შემოტანილი დაავადებები მუსრს ავლებდა ქვეყნის მოსახლეობას. მრავალი მათგანი სიკვდილს ოქროს და ვერცხლის მაღაროებში ნახულობდა, სადაც მათ ძალით ამუშავებდნენ.
ინკების ცივილიზაციის ვერც ერთმა სფერომ ვერ გაუძლო ევროპელთა ძალადობას. მათი სასახლეები და ტაძრები შებღალეს და შეურაცხყვეს, ნაწილობრივ დაანგრიეს. იმპერატორების მუმიები დაწვეს, ოქროსა და ვერცხლის საუკეთესო ნაკეთობები ევროპაში გაგზავნეს კარლოს V-თვის საჩუქრად, რომლებიც ჯერ სევილიაში გამოფინეს, ხოლო შემდეგ ჩაიდინეს გამაოგნებელი ვანდალიზმი – ინკების ხელოვნების ეს საუკეთესო ნიმუშები გადაადნეს.
ცოცხლად გადარჩენილმა ინკების მცირე ნაწილმა, ერთ-ერთი ბოლო მეფის – მანკოს ხელმძღვანელობით, ბრძოლის გაგრძელება გადაწყვიტეს და ჯუნგლებს შეაფარეს თავი. მოკლე დროში მათ ააგეს ქალაქი ვილკაბამბა, გაიყვანეს გზები და არხები, ააშენეს 60 მშვენიერი, მონუმენტური ქვის ნაგებობა და 300 სახლი. ამ მიყრუებული ჯუნგლებიდან ინკები დროდადრო თავს ესხმოდნენ ესპანელ დამპყრობლებს და მნიშვნელოვან ზარალს აყენებდნენ. მანკოს გარდაცვალების შემდეგ, ვილკაბამბას მისი სამი შვილი მართავდა. 1572 წელს, ესპანელებმა ქალაქ კუსკოს მოედანზე თავი მოჰკვეთეს ინკების უკანასკნელ ბელადს, ტუპაკ ამარუს, რითაც დასრულდა ინკების დინასტია.
ლიტერატურა
რედაქტირება- გივი ბოლოთაშვილი. მსოფლიო ცივილიზაციების ისტორია. თბილისი – 2004
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The Conquest of the Inca Empire. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-06. ციტირების თარიღი: 2010-02-05.