ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გალერეა (ფრანგ. Galerie < იტალ. Galleria), შენობის სხვადასხვა ნაწილის დამაკავშირებელი გრძელი გადახურული სათავსი, რომელსაც ერთ-ერთი გრძივი კედლის ნაცვლად სვეტები ან ბოძები, ზოგჯერ კი მათთან ერთად ბალუსტრადაც აქვს. XVI საუკუნის I ნახევრიდან ევროპის სასახლეთა არქიტექტურაში შეიქმნა გალერეის ახალი ტიპი — ვრცელი დარბაზი, გრძივი კედლის გასწვრივ დაყოლებული დიდი სარკმლებით. XVII საუკუნიდან ასეთ გალერეას იყენებდნენ კერძო სამხატვრო კოლექციების გამოსაფენად. ამის გამო, მოგვიანებით გალერეა ეწოდა სამხატვრო მუზეუმებს. თანამედროვე არქიტექტურაში გალერეა სახლების მნიშვნელოვანი ფუნქციური ელემენტია.

  • გადატანითი მნიშვნელობით — რიგი (ტიპების გალერეა).
უფიცის გალერეა, ფლორენცია

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გალერეა“-დან