პანამერიკული გზატკეცილი

პანამერიკული გზატკეცილი (პორტ. Rodovia / Auto-estrada Pan-americana, ესპ. Carretera / Ruta Panamericana ან Autopista Panamericana) — გზების ქსელი, რომელთა საერთო სიგრძე დაახლოებით 47 958 კილომეტრია. გარდა 87 კმ სიგრძის წვიმის ტყეების შეწყვეტილი მონაკვეთისა, რომელსაც დარიენის ნაპრალს უწოდებენ, გზა ერთმანეთთან საგზაო სისტემით აერთებს ამერიკის კონტინენტის კონტინენტურ ქვეყნებს. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის თანახმად, პანამერიკული გზატკეცილი მსოფლიოს უგრძესი საავტომობილო გზაა. თუმცა, დარიენის ნაპრალის გამო, სამხრეთი და ცენტრალური ამერიკა ტრადიციული საავტომობილო გზით დაკავშირებული არაა.

პანამერიკული გზატკეცილი

პანამერიკული გზატკეცილი იწყება ან მთავრდება ჩრდილოეთ ამერიკიდან, ალასკაზე მდებარე პრადჰოს უბიდან და სამხრეთ ამერიკის ქვემო ნაწილამდე აღწევს. გზატკეცილის რამდენიმე საბოლოო წერტილი არსებობს ჩილეს ქალაქ პუერტო-მონტსა და კელონში, ასევე არგენტინის ქალაქ უშუაიაში. აშშ-სა და კანადაში ოფიციალურად არც ერთი გზა არაა განსაზღვრული როგორც „პანამერიკული“, რადგან ეს მაგისტრალი აქ რამდენიმე გზატკეცილს მოიცავს.

პანამერიკული გზატკეცილი გადაკვეთს მრავალ განსხვავებულ კლიმატისა და ეკოლოგიის ტიპებს, გაუვალი ჯუნგლებიდან დაწყებული მშრალი უდაბნოებითა და მთის ცივი უღელტეხილებით დამთავრებული. უღელტეხილებზე გადასვლა მხოლოდ მშრალ სეზონზეა შესაძლებელი, ბევრ რეგიონში კი მისი გავლა სახიფათოა.

გზატკეცილის ცნობილ მონაკვეთებს შორისაა ალასკის გზატკეცილი და შიდა ამერიკული გზატკეცილი (სექცია აშშ-სა და პანამის არხს შორის).

სისტემის ზოგადი მიმოხილვა

რედაქტირება
 
ალასკის მონაკვეთის რუკა. წითლად ალასკის გზატკეცილი
 
გზატკეცილის მონაკვეთი გვატემალაში, 2001 წ.

პანამერიკული გზატკეცილის ჩრდილოეთი ნაწილი 9 ქვეყანას გადაკვეთს:


პანამერიკული გზატკეცილის სამხრეთი ნაწილი 14 ქვეყანას გადაკვეთს:

მნიშვნელოვანი განშტოებები ასევე მიემართება ბოლივიაში, პარაგვაისა და ურუგვაიში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება