ცხენოსნობა
ცხენოსნობა — საქართველოში ფართოდ გავრცელებული სპორტის სახეობა; უძველესი ხანიდან უკავშიერდება თბილისს, როგორც სამხედრო ხელოვნებისა და ფიზიკური წრთობის უმნიშვნელოვანესი დარგი.
არქეოლოგიური ძეგლები, ანტიკური ხანის, შუა საუკუნეების, XIX საუკუნის უცხოური თუ ქართული ისტორიული წყაროები, ლიტერატურული ზეპირსიტყვიერებითი ძეგლები, ტოპონიმები თბილისს წარმოგვიდგენს უწყვეტი მხედრული ტრადიციების ქალაქად, სადაც საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა ცხენოსნობის სხვადასხვა სახეობანი — დოღი, მხედრული თამაშობანი, ცხენჯომარდობა. ცხენოსნობა აუცილებელი სანახაობითი ნაწილი იყო სახალხო-საეკლესიო დღეობებისა, სალაშქრო საზეიმო აღლუმებისა, ყოფითი რიტუალებისა. ძველთაგანვე თბილისის ძირითადი საცხენოსნო-საასპარეზო ადგილები იყო დიდუბე, ასპარეზი, საბურთალო; XX საუკუნეში მათ დაემატა ვაკე, დელისი, ვეძისი.
ძველი ქართული სალაშქრო მხედრული სკოლა XIX საუკუნეში ევროპული კავალეისტური ცხენოსნობის მოთხოვნის დონეზე განავითარეს რუსულ სამხედრო სამსახურში მყოფმა ქართველმა მხედრება და სახალხო სახალხო ლაშქარმა. რუსეთ-ირანის, რუსეთ-ოსმალეთის და კავკასიის ომების მანაწილენი — გიორგი და კონა ერისთავები, ივანე ანდრონიკაშვილი, იასონ ჭავჭავაძე, გრიგოლ და ილია ორბელიანები, ვასილ და დავით ბებუთოვები, ივანე ამილახვარი და სხვები. საისტორიო წყაროებში მოიხსენიებიან მაღალი რანგის საკავალერიო სარდლებად და ოფიცრებად, უშიშარ და დახელოვნევულ სპორტსმენ მხედრებად. იმავე საუკუნის პირველ ნახევარში თბილისში და საერთოდ საქართველოშიც, ცხენოსნობის აღმავლობისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დიდუბის იპოდრომის გახსნას.
XX საუკუნიდან ქართველი მხედრები ეუფლებიან ევროპასა და რუსეთში გავრცელებული კლასიკური ცხენოსნობის დარგებს. 1912 წელს სტოკჰოლმის ოლიმპიადაზე გასაგზავნი რუსული საცხენოსნო გუნდის წევრი იყო ოციცერი ჭავჭავაძე; იმავე წელს, დოღების ურთულესი სახეობის — სტიპლ ჩეიზის საპატიო ჯილდო „ლივერპულის დიდი პრიზი“ მიოგო კ. ავალიშვილმა. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის აგრესიისაგან თბილისის დაცვას მრავალი ქართველი მხედარი შეეწირა. მათმა მცირე ნაწილმა ემიგრაციაში, პოლონეთის და საფრანგეთის არმიებში გააგრძელა მხედრული სამსახური. კოჯორ-ტაბახმელის ომის მონაწილე იუნკერი, ი. ვანჩაძე მეორე მსოფლიო ომში ფრანგული ესკადრონის უფროსი იყო, შემდეგ კი — ცნობილი სომიური საცხენოსნო სკოლის პედაგოგი.
XX საუკუნის 20-იანი წლებიდან იწყება ზრუნვა ცხენოსნობის მასობრიობისათვის. 1923 წელს ჩამოყალიბდა ცხენთგამოცდის კომიტეტი, აღდგა დიდუბის იპოდრომი, პიველი მასობრივი სექცია მუშაობდა „ოსოვიახიმის“ თბილისის კლუბში. 1940 წელს კ. ნაჭყებიას თაოსნობით დაარსდა სპორტსაზოგადოება „სპარტაკის“ საცხენოსნო სკოლა, სადაც ძირითადი დარგი კალსიკური ცხენოსნობა იყო.
ცხენოსნობის დიდი აღმავლობა დაიწყო სსრკ-გერმანიის ომის შემდეგ. თბილისი საქართველოს ცხენოსნობის ცენტრად იქცა. 1948 წლიდან საბურთალო-დელისის, ვაკის მიდამოებში იმართებოდა დიდი საცხენოსნო ასპარეზობანი რომლებიც მოიცავდა ეროვნულ და კლასიკურ სახეობებსაც. 1947 წელს თბილისის მილიციის ცხენოსანი ესკადრონის მხედრებმა ჩაატარეს პირველი საჩვენებელი მატჩი ცხენბურთში, რის შემდეგაც ქართული ეროვნული თამაშები დამკვიდრდა საქართველოს სპორტულ საცხენოსნო კალენდარში. კლასიკურ სახეობებში „სპარტაკის“ გუნდთან ერთად აქტიურად გამოდიოდნენ თბილისის საარტილერიო სასწავლებლის, მილიციის ესკადრონის სპორტსმენები.
XX საუკუნის 40-იანი წლების თბილისელმა სპონტსმენებმა — რ. კორძაიამ, რ. მანჯავიძემ, დ. წვერავამ, შ. აფციაურმა და სხვებმა თავისი წვლილი შეიტანეს მთელი რესპუბლიკის მასშტაბით კალასიკური ცხენოსნობის სამივე სახეობის დანერგვასა და სხვადასხვა საკავშირო ასპარეზობებზე საქართველოს გუნდების გამოსვლებში.
პერიოდიკა
რედაქტირება- დანელია, ვ., ვისაც კარგი ცხენი ჰყავსო // „ლელო“, 15 მარტი, 1978, № 52 (6117), გვ. 2, ISSN 2233-3827.
- როდე-ჩიჯავაძე, მერი., ცხენოსნობის სათავეებთან // „ლელო“, 19 მარტი, 1978, № 55 (6120), გვ. 3.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 251.