ტერმინს „აიმარა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ აიმარა (მრავალმნიშვნელოვანი).

აიმარა — ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფი სამხრეთ ამერიკაში, ანდების მთების ალტიპლანოს რეგიონში. დღეისათვის მათი რიცხვი 2 მილიონია და ცხოვრობენ ბოლივიაში, პერუსა და ჩილეში. ისინი ამ რეგიონში ჯერ კიდევ იმ დროიდან სახლობენ, სანამ აქ ინკები, ხოლო მოგვიანებით ესპანელები მოვიდოდნენ.

აიმარა
საერთო მოსახლეობა
2 მილიონი
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
დროშა: ბოლივია ბოლივია 1,462,286[1]
დროშა: პერუ პერუ 220,380[2]
დროშა: ჩილე ჩილე 114,523[3]
დროშა: არგენტინა არგენტინა 20,822 (2010)[4]
ენები აიმარა, ესპანური
რელიგიები კათოლიციზმი
აიმარას ხალხის დროშა, რომელიც 2008 წელს ბოლივიამ ეროვნულ სიმბოლოდ სცნო

აიმარას ხალხი XV საუკუნის ბოლოს, ინკების იმპერატორმა უაინა კაპაკმა დაიპყრო. მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ აიმარა ინკების მნიშვნელოვან გავლენას განიცდის, ინკების იმპერიაში მათ გარკვეულ დონეზე ავტონომია ჰქონდათ შენარჩუნებული. დადასტურებულია, რომ ეს ხალხი ყველაზე დიდი რაოდენობით ცენტრალურ პერუში იყო წარმოდგენილი, მაგრამ ესპანელების მოსვლის შემდეგ, მათმა ძირითადმა ნაწილმა თანამედროვე ბოლივიის ტერიტორიაზე გადაინაცვლა.

დღემდე შემორჩენილი აიმარას ხალხის უდიდესი ნაწილი ალტიპლანოში, ნაწილი კი ტიტიკაკას ტბის აუზში ცხოვრობს. აიმარას უდიდესი ურბანული ცენტრია ქალაქი ელ-ალტო ლა-პასის სიახლოვეს, სადაც 750 000 აიმარა ცხოვრობს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

დამატებითი ლიტერატურა

რედაქტირება
  • Adelson, Laurie, and Arthur Tracht. Aymara Weavings: Ceremonial Textiles of Colonial and 19th Century Bolivia. [Washington, D.C.]: Smithsonian Institution Traveling Exhibition Service, 1983. ISBN 0-86528-022-3
  • Buechler, Hans C. The Masked Media: Aymara Fiestas and Social Interaction in the Bolivian Highlands. Approaches to Semiotics, 59. The Hague: Mouton, 1980. ISBN 90-279-7777-1
  • Buechler, Hans C., and Judith-Maria Buechler. The Bolivian Aymara. Case studies in cultural anthropology. New York: Holt, Rinehart and Winston, 1971. ISBN 0-03-081380-8
  • Carter, William E. Aymara Communities and the Bolivian Agrarian Reform. Gainesville: University of Florida Press, 1964.
  • Eagen, James. The Aymara of South America, First peoples. Minneapolis: Lerner Publications Co, 2002. ISBN 0-8225-4174-2

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Bolivia National Census 2001, figures listed in Ramiro Molina B. and Javier Albó C., Gama étnica y lingüística de la población boliviana, La Paz, Bolivia, 2006, p 111.
  2. Peru National Census 1993, figures listed in Andrés Chirinos Rivera, Atlas Lingüístico del Perú, Cuzco: CBC, 2001.
  3. Chile National Census 2012.
  4. Censo Nacional de Población, Hogares y Viviendas 2010: Resultados definitivos: Serie B No 2: Tomo 1 Spanish. INDEC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 დეკემბერი 2015. ციტირების თარიღი: 5 December 2015.