რიმაკი
რიმაკი (ესპ. Rímac)— მდინარე დასავლეთ პერუში. წარმოადგენს სასმელი წყლის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს ლიმისა და კალიაოს მეტროპოლიური არეალისათვის.
რიმაკი | |
---|---|
ქვეყანა | პერუ |
ქალაქები | ლიმა |
სათავე | ანდები |
სიგრძე | 160 კმ |
რიმაკი ვიკისაწყობში |
მდინარე წყნარი ოკეანის აუზს განეკუთვნება და სიგრძეში 160 კმ-ია. სათავეს იღებს ლიმის რეგიონის უაროჩირის პროვინციის მაღალმთიანეთში და ოკეანეს უერთდება კალიაოში, ხორხე ჩავესის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს.
სახელი რიმაკი კეჩუას სიტყვა rimaq-დან მომდინარეობს და „მოლაპარაკეს“ ნიშნავს,[1] რის გამოც, მას ზედმეტსახელად ელ-რიო-აბლადორს ეძახიან (ესპ. El Río Hablador - მოლაპარაკე მდინარე)