ლიგურიის ალპები
ლიგურიის ალპები (იტალ. Alpi Liguri) — ზღვისპირა ალპების ნაწილი იტალიის საზღვრებში, ლიგურიის ზღვის გასწვრივ. გადაჭიმულია კადიბონის უღელტეხილიდან საფრანგეთის საზღვრამდე 80 კილომეტრზე. შედგება რამდენიმე ქედისა და მასივისაგან. მაქსიმალური სიმაღლე 2651 მეტრი (მთა მარგუარეისი). აგებულია კირქვებითა და ფიქლებით. ლიგურიის ალპები ციცაბოდ ეშვება ლიგურიის ზღვისკენ. მის ძირშია ხმელთაშუა ზღვის ლანდშაფტიანი იტალიის რივიერის აღმოსავლეთი ნაწილი. 300-500 მეტრის ზევით მუხის, წაბლის, წიფლის და ფიჭვის ტყეებია.
ლიგურიის ალპები | |
---|---|
ლიგურიის ალპები | |
კოორდინატები: 44°10′ ჩ. გ. 8°05′ ა. გ. / 44.167° ჩ. გ. 8.083° ა. გ. | |
ქვეყანა | იტალია |
უმაღლესი წერტილი | მარგუარეისი |
სიმაღლე | 2651 მ |
სიგრძე | 80 კმ |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 223.