რენო (მდინარე)
რენო (იტალ. Reno) — მდინარე ჩრდილოეთ იტალიაში, ემილია-რომანიის რეგიონში. მისი სიგრძე 211,8 კმ-ია და წარმოადგენს იტალიის სიგრძით მეათე და რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან მდინარეს პოს შემდეგ. მისი სახელის ეტიმოლოგია იგივეა, რაც გერმანიის მდინარე რაინისა,[1] რადგან ორივე მათგანი კელტური სიტყვისგან მომდინარეობს და „გამდინარეს“ ნიშნავს, რაც თავის მხრივ ენათესავება ბერძნულ სიტყვას „რჰოია“ (ροήα — დინება).
რენო | |
---|---|
რენო ქალაქ სასო-მარკონის მიდამოებში, ზემო დინებაში | |
ქვეყანა | იტალია |
სათავე | აპენინები |
სიგრძე | 211,8 კმ |
აუზის ფართობი | 5 040 კმ² |
რენო ვიკისაწყობში |
აუზის ფართობი 5 000 კმ²-ია[2], საშუალო წლიური ხარჯი 95 მ³/წმ.
მდინარე სათავეს იღებს ლე-ლარის მასივში, ზღვის დონიდან 745 მეტრზე, პისტოიის პროვინციაში, ორი ნაკადულის შერწყმის შედეგად. მის ზედა დინებაზე გაივლის საზღვარი ტოსკანასა და ემილია-რომანიას შორის და მიემართება ტყიან არეალში. ზემო დინება გამოირჩევა რამდენიმე ხელოვნურად შეგუბებული წყალსაცავით, რომლებიც ელექტრო-ენერგიის საწარმოებლადაა აგებული.
ქვედა დინებაში რენოს მრავალი ნაკადული ერწყმის, რომელთაგან ზოგიერთი სეზონურია. უერთდება ადრიატიკის ზღვას, ვალი-დი-კომაკიოს ლაგუნების სიახლოვეს.
XVIII საუკუნის შუა წლებამდე, რენო პოს შენაკადი იყო, რომელსაც ხელოვნურად შეუცვალეს დინება გამანადგურებელი დატბორვების რისკების შესამცირებლად.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Autorità di bacino del Reno დაარქივებული 2011-11-08 საიტზე Wayback Machine.
- Note storico-geografiche sul fiume Reno დაარქივებული 2007-03-27 საიტზე Wayback Machine.
- La via del Reno დაარქივებული 2008-05-20 საიტზე Wayback Machine.
- Associazione Amici delle Acque დაარქივებული 2018-05-01 საიტზე Wayback Machine.
- Gruppo di Studi Pianura del Reno
- Vitruvio - Associazione per l'armonia e lo sviluppo del territorio