ვალი-დი-კომაკიო (იტალ. Valli di Comacchio) — მარილიანი ლაგუნების ჯგუფი იტალიაში. მდებარეობს ადრიატიკის ზღვის სანაპიროსთან, ჩრდილოეთ იტალიაში. ზედაპირის ფართობი 115 კმ², უდიდესი სიღრმე 1,5 მ. წარმოადგენს ოთხი ძირითადი აუზისგან შემდგარ წყალ-ჭაობური ტიპის ლაგუნების კომპლექსს. მათი წარმოქმნა დაკავშირებულია ნიადაგის ჩაწოლასთან და ახლოს მდებარე ადრიატიკის ზღვის სანაპიროს დატბორვასთან. პირველ ეტაპზე ქვაბული აივსო მტკნარი წყლით, XVI საუკუნეში კი ქვაბული თანდათანობით შეივსო ზღვის წყლით, რამაც წყალსატევის წყალი მარილიანად აქცია. ზედაპირის ფართობი რყევადია. მელიორაციული სამუშაოების ჩატარების შემდეგ, ერთი პერიოდი სარკის ფართობი მკვეთრად იყო შემცირებული.

ვალი-დი-კომაკიო
კოორდინატები: 44°37′00″ ჩ. გ. 12°11′00″ ა. გ. / 44.61667° ჩ. გ. 12.18333° ა. გ. / 44.61667; 12.18333
მდებარეობა იტალიის დროშა იტალია
სიმაღლე ზღვის დონიდან
სიგრძე 1,5 კმ
სიგანე კმ
ფართობი 115 კმ²
ვალი-დი-კომაკიო — იტალია
ვალი-დი-კომაკიო

ვალი-დი-კომაკიოს სანაპიროებთან იზრდება მუხა, ფიჭვი, წიფელი, ლელქაში და იალღუნი. მრავლადაა ფიჭვის ტყე. მრავალფეროვანია აქაური ფაუნა. ორნითოფაუნა 300-მდე სახეობას ითვლის. აღსანიშნავია ფლამინგო, ყანჩა და სხვ. გვხვდება ალკუნიც.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება