ლელქაში
ლელქაში (ლათ. Scírpus) — მცენარეთა გვარი ისლისებრთა ოჯახისა. სახეობათა უმეტესობა მრავალწლოვანი, გრძელფესურიანი ბალახია. ზოგ სახეობას ფოთლები რედუცირებული აქვს.
ლელქაში | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Scirpus silvaticus | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Scirpus | ||||||||||||
|
მთელ დედამიწაზე გავრცელებულია 250 სახეობა. საქართველოში 10 სახეობა გვხვდება. იზრდება ჭარბწყლიან ადგილებზე ზღვისპირიდან მოყოლებული 2000 მ-ზე. საქართველოში შედარებით ფართოდ არის გავრცელებული Scirpus lacustris, Scirpus tabernaemontani და Scirpus silvaticus.
პირველი 2 სახეობა გამოიყენება ჭილობისა და კალათების მოსაქსოვად, აგრეთვე შესაფუთავ და საშენ მასალად. მე-3 სახეობა კვებითი ღირსებით უახლოვდება ისლებს. ძოვს მსხვილფეხა საქონელი, მაგრამ უმჯობესია თივად და სილოსად. ლელქაშის ზოგი სახეობა სამკურნალოა და აშენებენ ინდოეთში, აფრიკასა და ავსტრალიაში. საქართველოში გავრცელებული სახეობებიდან ხალხურ მედიცინაში იყენებენ Scirpus mucronatus-ს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქიმერიძე კ., ქსე, ტ. 6, გვ. 166, თბ., 1983