იალღუნი (ლათ. Tamarix) — მერქნიან მცენარეთა გვარი იალღუნისებრთა ოჯახისა. ზაფხულმწვანე, იშვიათად მარადმწვანე ბუჩქები ან ტანდაბალი ხეებია. სიმაღლე 3-12 -ს აღწევს. წვრილი გრძელი ყლორტები დაფარული აქვთ პატარ-პატარა მოცისფრო ან მონაცისფრო ქერქლისებრი ფოთლებით, რომლებიც მარილის გამომყოფი ჯირკვლებით არის მოფენილი.

იალღუნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  იალღუნისებრნი
გვარი:  იალღუნი
ლათინური სახელი
Tamarix

54-მდე სახეობა გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, წინა და ცენტრალურ აზიისა და აფრიკაში. საქართველოში 3 სახეობაა. გვხვდება როგორც ბარად (საქართველოში ზღვის დონიდან 600 მ-მდე), ისე მთაში (მაგალითად, შუა აზიაში ზღვის დონიდან 3600 მ-მდე აღწევს).

იზრდება ჭალის ტყეებში, ზღვისპირა ქვიშაზე, ტბების, მდინარეების და სარწყავი არხების ნაპირებზე, რიყეზე, ველისა (სპერისა) და უდაბნოს დამლაშებულ ნიადაგზე და სხვა. იალღუნი სინათლის მოყვარული და სწრაფმზარდია. კარგად იტანს გვალვას.

თავისი ნაზი ფოთლებისა და უხვი ყვავილების გამო ძალზე დეკორატიულია, განსაკუთრებით გამოსადეგია მლაშობების გასამწვანებლად. თაფლოვანი მცენარეა. ზოგი სახეობა სარწყავი კულტურების სარეველაა. ამრავლაბენ კალმით, თესლითა და ფესვის ამონაყრით. მერქანს იყენებენ სახარატო საქმეში. შეიცავს საღებავ და მთრიმლავ ნივთიერებებს. გამოსადეგია უდაბნოში მოძრავი ქვიშის დასამაგრებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება