მარკიზ დე სადი

ფრანგი მწერალი, პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი
(გადამისამართდა გვერდიდან სადი, მარკიზ დე)

დონატიე ალფონს ფრანსუა დე სადი (ფრანგ. Donatien Alphonse François de Sade; დ. 2 ივნისი, 1740, პარიზი — გ. 2 დეკემბერი, 1814, შარანტონ-სენ-მორისი) — ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი, ჰედონისტი, ათეისტი, ლიბერტინაჟის მიმდევარი. საყოველთაოდ ცნობილია მარკიზ დე სადის სახელით. იგი განსაკუთრებით ცნობილი გახდა თავისი ნაწარმოებებით, რომლებშიც შედის ძალმომრეობისა და პორნოგრაფიის ამსახველი პასაჟები, რასაც, ისევე როგორც თავის აღვირახსნილ ცხოვრებას, ავტორი ფილოსოფიურ გამართლებას აძლევს. თავისი რომანებისა და ცხოვრების სტილის გამო სადმა 30 წელი ციხეში გაატარა. სადის სახელიდან გამომდინარე ფსიქიატრმა რიჩარდ ფონ კრაფტ-ებინგმა შემოიღო სიტყვა „სადიზმი“, რაც ნიშნავს სხვისადმი ტკივილის მიყენებით გამოწვეულ სიამოვნებასა და „სექსუალურ აღგზნებას“.

მარკიზ დე სადი
ფრანგ. Donatien-Alphonse-François Sade
დაბადების თარიღი 2 ივნისი, 1740(1740-06-02)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17]
დაბადების ადგილი Hôtel de Condé[1]
გარდაცვალების თარიღი 2 დეკემბერი, 1814(1814-12-02)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] (74 წლის)
გარდაცვალების ადგილი ესკიროლის საავადმყოფო
დასაფლავებულია ესკიროლის საავადმყოფო
საქმიანობა რომანისტი, ფილოსოფოსი[15] , დრამატურგი, მწერალი[15] და პროზაიკოსი[18]
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი[19]
ალმა-მატერი ლუი დიდის ლიცეუმი
ჟანრი ეროტიკა, ფილოსოფია, პროზა და გოთური ლიტერატურა[20]
Magnum opus სოდომის ასოცი დღე ანუ ლიბერტინაჟის სკოლა
მეუღლე Renée-Pélagie de Sade
შვილ(ებ)ი Armand de Sade, Louis-Marie de Sade და Madeleine Laure de Sade
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ახალგაზრდობა

რედაქტირება
 
მარკიზ დე სადის პორტრეტი. ჰ. ბიბერშტეინი

სადი დაიბადა 1740 წლის 2 ივნისს პარიზში, ოტელ დე კონდეში, ძველი არსტოკრატის, გრაფი ჟან-ბატისტ ფრანსუა ჟოზეფ დე სადის, მეზანის მარკიზისა და მარი-ელეონორ დე ლაიე დე კარმენის ოჯახში. დედა, კარმენის მარკიზის ქალიშვილი, პრინცესა კონდეს სეფექალი იყო. დიპლომატი მამა კი კოლონის პრინცს ემსახურებოდა. 1745 წლიდან სადზე მზრუნველობას იღებს მამამისის ძმა, აბატი დე სადი. ბავშვი განათლებას იღებს ებრეილის სენ-ლეგერის სააბატოში, შემდეგ სომანში.

1750 წელს სადი შედის პარიზში ლუი-ლე-გრანის ლიცეუმში, რომელსაც იმ დროს იეზუიტები მართავდნენ. ამ პერიოდში იწყება მისი გატაცება თეატრითა და სცენით. აქვე გაიცნობს აბატ ამბლეს, რომელიც მას კერძო გაკვეთილებს უტარებს.

1754 წელს 14 წლის სადი შედის შვო-ლეჟერის სკოლაში, რომელიც არისტოკრატებისთვის იყო განკუთვნილი. აქ იწყება მისი სამხედრო კარიერა. მომავალ წელს იგი მეფის ინფანტერიის შენაერთში უმცროს ლეიტენანტად ინიშნება. 1757 წელს იგი შვიდწლიან ომში მონაწილეობს. 1759 წელს მას ბურგონის კავალერიაში კაპიტნის წოდებას მიანიჭებენ. აქედან მოყოლებული იგი პარიზში მსახიობებისა და კურტიზანი ქალების ხშირი სტუმარია.

ომის დასრულების შემდეგ სადი დემობილიზირებული იქნება 1763 წლის მარტში. იგი ბინავდება ლა კოსტის ოჯახურ ციხე-სიმაგრეში. აქ ხვდება ლორ დე ლორის, რომელიც შეუყვარდება და ცოლად მოყვანა სურს. მაგრამ ოჯახი ამას ეწინააღმდეგება და საბოლოოდ სადი იძულებული ხდება ცოლად შეირთოს მდიდარი მაგისტრანტის ქალიშვილი, რენე-პელაჟი დე მონტეილი, რომლის ოჯახსაც დიდი კავშირები აქვს სამეფო კარზე.

ლიბერტინაჟი

რედაქტირება

ქორწინებიდან 4 თვის შემდეგ სადს მეფის ბრძანებით აპატიმრებენ აღვირახსნილობისა და დებოშის გამო და 15 დღით ციხეში სვამენ. მამის ჩარევის შემდეგ, ნოემბერში ათავისუფლებენ, თუმცა იძულებულია დარჩეს ნორმანდიაში, ცოლის ოჯახის მამულში.

 
ალინა და ვალკურის ილუსტრაცია. კასტელინას დაკითხვა.

1764 წელს სადს პარიზში დაბრუნების უფლებას რთავენ, იმავე წელს იგი იღებს ბურგონის პარლამენტში გენერალ ლეიტენანტის წოდებას, რაც მას მემკვიდრეობით დარჩა მამის გადადგომის შემდეგ. ივლისის თვეში იწყება მისი ურთიერთობა იტალიელ მსახიობ ქალთან, მადმუაზელ კოლესთან, იგივე კოლეტთან. მომავალ წელს უკვე სხვა მსახიობთან, მადმუაზელ დე ბოვუაზენთან აბამს კავშირს. იგი საცხოვრებლად თავის სასახლეში გადმოჰყავს და ხალხს საკუთარ მეუღლედ ან მეუღლის ნათესავად აცნობს.

ერთი წლის შემდეგ სხვა ქალებით, ჯერ მეძავი მადმუაზელ დორვილით, შემდეგ კი მოცეკვავე მადმუაზელ ლერუათი ინტერესდება.

1767 წლის იანვარში მამა გარდაიცვლება და სადი მემკვიდრეობით იღებს ლა კოსტის, მაზანის, სომანის მამულებს და გრაფის წოდებას, თუმცა ცხოვრების ბოლომდე თავის თავს მარკიზს უწოდებს. ამავე წელს მიატოვებს 5 თვის ორსულ ცოლს და ბოვუაზენთან შესახვედრად ლიონში მიემგზავრება.

27 აგვისტოს იბადება სადის პირველი ვაჟი, ლუი-მარი. სადი დედაქალაქში ბრუნდება და იწყება მისი ახალი გატაცება ახლა უკვე ბალეტის მოცეკვავე მადმუაზელ რივიერასთან. ამ დროისთვის მარკიზის რეპუტაცია უკვე ძალიან შერყეულია.

1768 წელს მარკიზს ისევ აპატიმრებენ 6 თვით. 1772 წელს მას ბრალად დასდებენ ერთ-ერთი მეძავი ქალის მოწამვლას ე. წ. „ესპანური ბუზით“. ეს უკანასკნელი არის მწერი, რომელიც იწვევს ადამიანის სასქესო ორგანოების გადიდებას და აღმგზნებ საშუალებას მიეკუთვნება. სადი იტალიაში გაქცევას მოასწრებს, საფრანგეთში კი მას სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ.

1777 წელს მას აპატიმრებენ, მაგრამ ცოლის ოჯახის ჩარევის შემდეგ სასიკვდილო განაჩენს სამუდამო პატიმრობით შეუცვლიან.

სწორედ ციხეში ყოფნის დროს მოწყენილობის გასაქარვებლად იწყებს სადი წერას. 1790 წელს რევოლუციის პერიოდში მას, ისევე როგორც მეფის დროს დაპატიმრებულ ბევრ ადამიანს, ათავისუფლებენ.

ამ პერიოდში მისი ორი ვაჟი ემიგრაციაშია წასული, ქონება განიავებულია და უსახსროდ დარჩენილი სადი იძულებულია თეატრალური პიესების წერით ირჩინოს თავი. 1793 წელს მას ისევ სიკვდილს მიუსჯიან, თუმცა ამჯერად გილიოტინას ადმინისტრაციული შეცდომის გამო გადაურჩება.

1801 წელს მას ისევ აპატიმრებენ, ამჯერად მის ნაწარმოებებში ასახული პორნოგრაფიული ძალადობის გამო და შარანტონის საგიჟეთში ჩაკეტავენ. მიუხედავად მისი პროტესტისა და სრულიად საღი აზროვნებისა, სადი აქ სიცოცხლის ბოლომდე დარჩება.

მარკიზი დე სადი გარდაიცვალა 1814 წლის 2 დეკემბერს, 74 წლის ასაკში. აქედან 30 წელი მან ციხეში გაატარა.

ნაწარმოებები

რედაქტირება
 
ჟულიეტის გერმანული გამოცემის ილუსტრაცია. 1800

რომანები და ნოველები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118604759 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  5. 5.0 5.1 Find a Grave — 1996.
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 filmportal.de — 2005.
  8. 8.0 8.1 BD Gest'
  9. 9.0 9.1 Discogs — 2000.
  10. 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  11. 11.0 11.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  12. 12.0 12.1 GeneaStar
  13. 13.0 13.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  14. 14.0 14.1 Babelio — 2007.
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 The Fine Art Archive — 2003.
  16. Base biographiqueBIU Santé.
  17. https://www.astro.com/astro-databank/Sade,_Marquis_de
  18. Czech National Authority Database
  19. LIBRISNational Library of Sweden, 2018.
  20. http://popenstock.ca/dossier/article/ultron-avec-sade-2-%C3%A0-l%E2%80%99ombre-du-divin-marquis
    
განმანათლებლობა
განმანათლებლები ქვეყნების მიხედვით
ავსტრია: იოზეფ II | ლეოპოლდ II | მარია ტერეზია
დანია-ნორვეგია: ლუდვიგ ჰოლბერგი | იენს შილდერუპ სნეედორფი | იოჰან ფრიდრიხ შტრუენზეე | ეგერტ ოლაფსონი
საფრანგეთი: პიერ ბეილი | ფონტენელი | მონტესკიე | ფრანსუა კენი | ვოლტერი | ბიუფონი | ჟან-ჟაკ რუსო | დენი დიდრო | ჰელვეციუსი | ჟან დ'ალამბერი | ბარონ დ'ოლბახი | მარკიზ დე სადი | კონდორსე | ანტუან ლავუაზიე | ოლიმპია დე გუგესი | იხ. აგრეთვე: ფრანგი ენციკლოპედისტები
გერმანია: ერჰარდ ვაიგელი | გოტფრიდ ვილჰელმ ფონ ლაიბნიცი | ფრიდრიხ II | იმანუელ კანტი | გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი | თომას აბტი | იოჰან გოტფრიდ ჰერდერი | ადამ ვაისჰაუპტი | იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე | ფრიდრიხ შილერი | კარლ ფრიდრიხ გაუსი | იხ. აგრეთვე: გერმანული კლასიციზმი
დიდი ბრიტანეთი: ტომას ჰობზი | ჯონ ლოკი | ისააკ ნიუტონი | სემუელ ჯონსონი | დევიდ ჰიუმი | ლორდი მონბოდო | ადამ სმითი | თომას პეინი | ჯონ უილქსი | ედმუნდ ბურკე | ედუარდ გიბონი | ჯეიმზ ბოსუელი | ჯერემი ბენტჰემი | მერი უოლსტოუნკრაფტი | იხ. ასევე: შოტლანდიური განმანათლებლობა
იტალია: ჯანბატისტა ვიკო | ჩეზარე ბეკარია
ნიდერლანდები: ჰუგო გროტიუსი | ბარუხ სპინოზა
პოლონეთი: სტანისლავ ლეშჩინსკი | სტანისლავ კონარსკი | სტანისლავ აუგუსტ პონიატოვსკი | იგნაცი კრასიცკი | ჰუგო კოლოტაი | იგნაცი პოტოცკი | სტანისლავ სტასიცკი | იან სნიადეცკი | იეჯეი სნიადეცკი | ვოიცეხ ბოგუსლავკი | ფრანციშეკ ბოჰომოლეცი | ფრანციშეკ სალეზი იჟიერსკი | ფრანციშეკ კარპინსკი | ფრანციშეკ დიონიზი კნიაჟნინი | ჰუგო კოლატაი | ადამ ნარუშევიჩი | იულიან ურსინ ნიემცევიჩი | სტანისლავ სტაშიჩი | სტანისლავ ტრემბეცკი | ფრანციშეკ ზაბლოცკი
რუსეთი: ეკატერინე დიდი | პეტრე დიდი | ეკატერინა დაშკოვა | მიხეილ ლომონოსოვი | ივან შუვალოვი | ნიკოლაი ნოვიკოვი | ალექსანდრ რადიშჩევი | მიხაილ შჩერბატოვი
ესპანეთი: გასპარ მელქიორ დე ხოველანოსი | ლეანდრო ფერნანდეს დე მორატინი
აშშ: ბენჯამენ ფრანკლინი | დევიდ რიტენჰაუზი | ჯონ ადამსი | ტომას ჯეფერსონი
განმანათლებლობასთან დაკავშირებული კონცეფციები
კაპიტალიზმი | სამოქალაქო თავისუფლებები | კრიტიკული აზროვნება | დეიზმი | დემოკრატია | ემპირიზმი | განათლებული აბსოლუტიზმი | თავისუფალი ბაზრები | ჰასკალა | ჰუმანიზმი | ლიბერალიზმი | ნატურფილოსოფია | რაციონალიზმი | გონი | Sapere aude | მეცნიერება | სეკულარიზმი