შარლ ლუი დე მონტესკიე

შარლ ლუი დე მონტესკიე (ფრანგ. Charles-Louis de Secondat, baron de La Brède et de Montesquieu; დ. 18 იანვარი, 1689 – გ. 10 თებერვალი, 1755) — ფრანგი მწერალი, ადვოკატი და ფილოსოფოსი, ავტორი რომანებისა „სპარსული წერილები“ (1721), „განაზრებები რომაელთა აღზევებისა და დაცემის მიზეზების შესახებ“ (1734) და „კანონთა გონი“ (1748).

შარლ ლუი დე მონტესკიე
ფრანგ. Montesquieu
დაბადების თარიღი 18 იანვარი, 1689(1689-01-18)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი Château de la Brède, საფრანგეთის სამეფო[4]
გარდაცვალების თარიღი 10 თებერვალი, 1755(1755-02-10)[1] [2] [4] [5] (66 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი, საფრანგეთის სამეფო[4]
დასაფლავებულია სენ-სულპისის ეკლესია
საქმიანობა ფილოსოფოსი[6] [4] , მწერალი[6] [4] [7] , რომანისტი, სოციოლოგი, ადვოკატი, მოსამართლე, ენციკლოპედისტი, ისტორიკოსი, პოლიტიკოსი და იურისტი[6]
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა  საფრანგეთის სამეფო
ალმა-მატერი College of Juilly და სენტ-ლუის ლიცეუმი
ჟანრი ეპისტოლური ლიტერატურა და ესე
Magnum opus The Spirit of the Laws
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი
მეუღლე Jeanne de Lartigue
შვილ(ებ)ი Jean-Baptiste de Secondat
ხელმოწერა

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა ლა ბრედეს ციხე-დარბაზში, საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით. ჯილის კათოლიკური კოლეჯის დამთავრების შემდეგ, შარლ-ლუის დე სეკონდატი 26 წლის ასაკში, ჟანა დე ლარტიგეზე დაქორწინდა, რომელიც პროტესტანი იყო და რომლისგანაც მიიღო არსებითი რაოდენობის ქონება, მზითევის სახით. შემდეგ წელს, შარლი ბიძამისისგან სიმდიდრეს, ბარონი მონტესკიეს წოდებას და ბორდოს პარლამენტში Président à Mortier-ის სტატუსს იღებს. ამასობაში ინგლისი კონსტიტუციურ მონარქიას აცხადებს და შოტლანდიას უერთდება, რის შედეგადაც ყალიბდება ახალი სახელმწიფო, დიდი ბრიტანეთის სამეფო. 1715 წელს კვდება ლუი XIV და მას 5 წლის ლუი XV ცვლის. ამ ნაციონალურმა ცვლილებებმა, დიდი გავლენა იქონია მონტესკიეზე, რასაც მოგვიანებით იგი თავის ნამუშევარში მოიხსენიებს.

მალე იგი აქვეყნებს თავის პირველ რომანს, „სპარსულ წერილებს“, რითაც აღწევს საკმაოდ დიდ ლიტერატურულ წარმატებას. ამის შემდეგ აქვეყნებს თავის ერთ-ერთ მთავარ ნამუშევარს „Considérations sur les causes de la grandeur des Romains et de leur décadence“ (რომის აღზევების და დაცემის მიზეზების გააზრება), რასაც სწავლულები, სპარსული წერილებიდან მთავარ ნაწარმოებზე გადასვლად თვლიან. De l'Esprit des Lois (კანონების სული), 1748 წელს ანონიმურად გამოქვეყნდა და მალევე გავლენიანი პოზიცია მოიპოვა. საფრანგეთში, ამ წიგნს რეჟიმის მხარდამჭერებიც და მოწინააღმდეგეებიც ანტიპათიით შეხვდნენ. რომის კათოლიკურმა ეკლესიამ კი აკრძალული წიგნების სიაში შეიყვანა მონტესკიეს ბევრ სხვა ნამუშევართან ერთად. თუმცა წიგნმა დიდი ქება დაიმსახურა დანარჩენი ევროპისგან, განსაკუთრებით ინგლისისგან.

დიდი ბრიტანეთის კოლონიებში, ამერიკაში, მონტესკიეს ინგლისის თავისუფლების დამცველად მოიხსენიებდნენ (და არა ამერიკული დამოუკიდებლობის). პოლიტიკურმა მეცნიერმა, დონალდ ლატზმა აღმოაჩინა, რომ მონტესკიე იყო ის ავტორიტეტი, რომლის ციტატები ყველაზე მეტად ჟღერდა წინარევოლუციურ ინგლისურ ამერიკაში. ამერიკის გამოყოფის შემდეგ, მონტესკიეს ნამუშევრებმა დატოვა უზარმაზარი გავლენა ამერიკის ბევრ დამფუძნებელზე. ყველაზე აღსანიშნავი, ვირჯინიელ დამფუძნებელ მამაზე, ჯეიმზ მედისონზე. მონტესკიეს ფილოსოფიამ, რომ „მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს ისე, რომ ერთ ადამიანს არ ეშინოდეს მეორესი“ შეახსენა მედისონსა და სხვებს, რომ მთავრობის თავისუფალი და მყარი საფუძველი ძალების მკაფიო და ბალანსირებულ განაწილებას ემყარება.

გარდა სოციალურ და პოლიტიკურ ნაწარმოებებზე მუშაობისა, მონტესკიემ რამდენიმე წელი ევროპაში იმოგზაურა. საფრანგეთში დაბრუნებამდე, ჩავიდა ავსტრიასა და უნგრეთში, ერთი წელი გაატარა იტალიაში და 18 თვე დაჰყო ინგლისში. მას ცუდი მხედველობა ჰქონდა და 1755 წელს, როდესაც მაღალი სიცხისგან გარდაიცვალა, სრულიად უსინათლო იყო. იგი დაკრძალეს Église Saint-Sulpice-ში, პარიზში.

შემოქმედება რედაქტირება

ისტორიაში აღორძინების ეპოქის მთავარ მოაზროვნეებს, რომელთა შორის არის მონტესკიეც, გონების სიძლიერის გამო ეპოქის ტიტანებს უწოდებდნენ. საფრანგეთის რევოლუციამდე საუკუნით ადრე დაბადებულმა, ბევრი რამ გააკეთა მისი იდეური შემზადებისათვის. მარატისა და რობესპიერის თაოსნობით, ჟირონდისტებიც და იაკობინელებიც ერთნაირი მოწიწებით მიმართავდნენ მონტესკიეს. უდავოა მონტესკიეს ძლიერი გავლენა ეპოქის ფრანგ ენციკლოპედისტებზე, როგორებიცაა ჰელვეციუსი, დიდრო, ჰოლბახი, ასევე, XVIII საუკუნის სოციოლოგებზე, სოციალურ მოაზროვნეებზე, ტიურგოსა და კონდორსეზე.

რომანში „სპარსული წერილები“ მონტესკიე ირონიულად იხსენიებს საფრანგეთის სამეფო კარს, სამღვდელოებას, ფრანგულ სინამდვილეს. იგი წერს:

 
„საფრანგეთის მონარქი ყველაზე ძლიერი მეფეა ევროპაში, მას არ მოეპოვება ოქროს საბადოები, როგორც მის მეზობელს – ესპანეთის მეფეს, მაგრამ იგი უფრო მდიდარია, ვინაიდან სიმდიდრეს ქაჩავს თავისი ქვეშევრდომებიდან, რაც უფრო დაუშრეტელი წყაროა, ვიდრე საბადოები.“

ნაწარმოებში „კანონთა გონი“ აღწერილია მისი მონტესკიეს სოციოლოგიური შეხედულებები საზოგადოებისა და მისი კანონების შესახებ, მოძღვრება სახელმწიფოსა და სამართალზე, მორალის პრობლემები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

    
განმანათლებლობა
განმანათლებლები ქვეყნების მიხედვით
ავსტრია: იოზეფ II | ლეოპოლდ II | მარია ტერეზია
დანია-ნორვეგია: ლუდვიგ ჰოლბერგი | იენს შილდერუპ სნეედორფი | იოჰან ფრიდრიხ შტრუენზეე | ეგერტ ოლაფსონი
საფრანგეთი: პიერ ბეილი | ფონტენელი | მონტესკიე | ფრანსუა კენი | ვოლტერი | ბიუფონი | ჟან-ჟაკ რუსო | დენი დიდრო | ჰელვეციუსი | ჟან დ'ალამბერი | ბარონ დ'ოლბახი | მარკიზ დე სადი | კონდორსე | ანტუან ლავუაზიე | ოლიმპია დე გუგესი | იხ. აგრეთვე: ფრანგი ენციკლოპედისტები
გერმანია: ერჰარდ ვაიგელი | გოტფრიდ ვილჰელმ ფონ ლაიბნიცი | ფრიდრიხ II | იმანუელ კანტი | გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი | თომას აბტი | იოჰან გოტფრიდ ჰერდერი | ადამ ვაისჰაუპტი | იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე | ფრიდრიხ შილერი | კარლ ფრიდრიხ გაუსი | იხ. აგრეთვე: გერმანული კლასიციზმი
დიდი ბრიტანეთი: ტომას ჰობზი | ჯონ ლოკი | ისააკ ნიუტონი | სემუელ ჯონსონი | დევიდ ჰიუმი | ლორდი მონბოდო | ადამ სმითი | თომას პეინი | ჯონ უილქსი | ედმუნდ ბურკე | ედუარდ გიბონი | ჯეიმზ ბოსუელი | ჯერემი ბენტჰემი | მერი უოლსტოუნკრაფტი | იხ. ასევე: შოტლანდიური განმანათლებლობა
იტალია: ჯანბატისტა ვიკო | ჩეზარე ბეკარია
ნიდერლანდები: ჰუგო გროტიუსი | ბარუხ სპინოზა
პოლონეთი: სტანისლავ ლეშჩინსკი | სტანისლავ კონარსკი | სტანისლავ აუგუსტ პონიატოვსკი | იგნაცი კრასიცკი | ჰუგო კოლოტაი | იგნაცი პოტოცკი | სტანისლავ სტასიცკი | იან სნიადეცკი | იეჯეი სნიადეცკი | ვოიცეხ ბოგუსლავკი | ფრანციშეკ ბოჰომოლეცი | ფრანციშეკ სალეზი იჟიერსკი | ფრანციშეკ კარპინსკი | ფრანციშეკ დიონიზი კნიაჟნინი | ჰუგო კოლატაი | ადამ ნარუშევიჩი | იულიან ურსინ ნიემცევიჩი | სტანისლავ სტაშიჩი | სტანისლავ ტრემბეცკი | ფრანციშეკ ზაბლოცკი
რუსეთი: ეკატერინე დიდი | პეტრე დიდი | ეკატერინა დაშკოვა | მიხეილ ლომონოსოვი | ივან შუვალოვი | ნიკოლაი ნოვიკოვი | ალექსანდრ რადიშჩევი | მიხაილ შჩერბატოვი
ესპანეთი: გასპარ მელქიორ დე ხოველანოსი | ლეანდრო ფერნანდეს დე მორატინი
აშშ: ბენჯამენ ფრანკლინი | დევიდ რიტენჰაუზი | ჯონ ადამსი | ტომას ჯეფერსონი
განმანათლებლობასთან დაკავშირებული კონცეფციები
კაპიტალიზმი | სამოქალაქო თავისუფლებები | კრიტიკული აზროვნება | დეიზმი | დემოკრატია | ემპირიზმი | განათლებული აბსოლუტიზმი | თავისუფალი ბაზრები | ჰასკალა | ჰუმანიზმი | ლიბერალიზმი | ნატურფილოსოფია | რაციონალიზმი | გონი | Sapere aude | მეცნიერება | სეკულარიზმი