რაციონალიზმი
რაციონალიზმი, ასევე რაციონალისტური მოძრაობა — ფილოსოფიური დოქტრინა, რომლის მტკიცებით სინამდვილის შეცნობა შეიძლება განსჯითა და ფაქტების ანალიზით, რწმენის, დოგმის ან რელიგიური სწავლების ნაცვლად. მის თავდაპირველ ფესვებს პლატონთან მივყავართ. იდეოლოგიითა და მოწოდებით რაციონალიზმი გარკვეულწილად ჰუმანიზმისა და ათეიზმის მსგავსია, ვინაიდან ის იძლევა რელიგიურ ან ზებუნებრივ რწმენათა გარეთ სოციალური და ფილოსოფიური შემეცნების საფუძვლებს; თუმცა რაციონალიზმი ამ ორი მიმართულებისგან განსხვავდება, რაც შემდგომში მდგომარეობს:
- როგორც სახელი მიუთითებს, ჰუმანიზმი ხალხის თვითშეგნებასა და საყოველთაო ღირებულებებზე ამახვილებს ყურადღებას. მაშინ როდესაც რაციონალიზმი ჰუმანიზმის მთავარი კომპონენტია, ამასთან ჰუმანიზმის ძლიერი კომპონენტია, ასევე, ეთიკაც, რასაც რაციონალიზმი არ ითვალისწინებს. შედეგად, რაციონალისტობა ჰუმანისტობას არ ნიშნავს.
- ათეიზმი, ღმერთის ან ღვთიურის ურწმუნობა, შეიძლება ნემისმიერ ბაზას ან საერთოდ არანაირ ბაზას ეყრდნობოდეს, მაშასადამე მას რაციონალიზმი არ სჭირდება. უფრო მეტიც, თავად რაციონალიზმი არც ამტკიცებს და არც უარყოფს ათეიზმს. თუმცა ეს ისტორიულად ასე არ იყო. დღესდღეობით მოღვაწე რაციონალისტთა უმეტესობა, ყველა თუ არა, მათ შორის ისეთი მეცნიერი, როგორიცაა რიჩარდ დოკინზი და აქტივისტი სანალ ედამარუკუ, ათეისტები არიან.
რელიგიური დისკუსიის ფარგლებს გარეთ, რაციონალიზმის დისციპლინა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უფრო ვრცლად, მაგ. პოლიტიკურ ან სოციალურ საკითხებში. ამ შემთხვევებში რაციონალური პერსპექტივის განმსაზღვრელი თვისებაა ემოციის, ტრადიციისა და გავრცელებულ რწმენათა უარყოფა.
XX საუკუნის შუა რიცხვებში არსებობდა ორგანიზებული რაციონალიზმის ძლიერი ტრადიცია, რომელზეც განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინეს თავისუფალმა მოაზროვნეებმა და ინტელექტუალებმა. მაგ. დიდ ბრიტანეთში რაციონალიზმი წარმოდგენილია „რაციონალისტური პრესის ასოციაციით“, რომელიც 1899 წელს დაფუძნდა.
რაციონალიზმს ამ გაგებით მცირე საერთო აქვს კონტინენტური რაციონალიზმის ისტორიულ ფილოსოფიასთან, რომლის პროპაგანდისტები იყვნენ რენე დეკარტი და გოტფრიდ ვილჰელმ ფონ ლაიბნიცი. XVII და XVIII საუკუნეების ბრიტანული ემპირიზმი და ადრეული XX საუკუნის ლოგიკური პოზიტივიზმი, რომელიც გააფრთებით ეწინააღმდეგებოდა კონტინენტურ რაციონალიზმს, ზოგიერთ ასპექტებში დღევანდელი გაგების რაციონალიზმთან შედარებადია. შესაბამისად, ემპირიულ მეცნიერებაზე დაყრდნობა ხშირად თანამედროვე რაციონალიზმის კვაკუთხედად მოიაზრება.
ცნობილი რაციონალისტები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რაციონალისტ ინტერნაციონალი. დაარქივებული 2001-02-02 საიტზე Wayback Machine.
- რაციონალისტური პრეს ასოციაცია. დაარქივებული 2021-01-01 საიტზე Wayback Machine.
- რაციონალიზმის ასი წელიწადი, ჯიმ ჰერიკის მიერ. დაარქივებული 2006-02-20 საიტზე Wayback Machine.