დეიზმი (ლათ. deus — „ღმერთი“) — ფილოსოფიური პოზიცია და რაციონალისტური თეოლოგია,[1] რომელიც ზოგადად უარყოფს გამოცხადებას როგორც ღვთის შეცნობის წყაროს და ამტკიცებს, რომ ემპირიული მსჯელობა და სამყაროზე დაკვირვება ლოგიკური და საიმედო გზაა უზენაესი არსების, როგორც სამყაროს შემოქმედის არსებობის დასადგენად.[2] დეიზმი აღიარებს ღვთის, როგორც სამყაროს პირველმიზეზის არსებობას, მაგრამ თეიზმისგან განსხვავებით უარყოფს პერსონიფიცირებულ ღმერთს, ღვთის განგებას, რელიგიურ სასწაულებს და საერთოდ, ყოველგვარ ღვთისმეტყველურ, დოგმატურ მოძღვრებებს. დეისტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სამყაროს შექმნის შემდეგ ღმერთი არ ერევა მოვლენათა მსვლელობაში; სხვა დეისტები თვლიან, რომ ღმერთი მაინც ახდენს გავლენას მოვლენებზე, თუმცა ბოლომდე არ მართავს მათ. დეიზმის შიგნით მრავალი მიმართულებაა და მისი საზღვრების ზუსტად დადგენა შეუძლებელია, რადგან თვითონ დეიზმის კონცეპცია არ სთავაზობს მკაცრ კანონებს. დეიზმი დიდად აფასებს ადამიანის გონებასა და თავისუფლებას და ცდილობს მეცნიერებისა და ღვთის არსებობის იდეის ჰარმონიაში მოყვანას და არა ღვთისა და მეცნიერების დაპირისპირებას.

დეიზმმა დიდი მნიშვნელობა XVII და XVIII საუკუნეებში, განმანათლებლობის ეპოქაში მოიპოვა, განსაკუთრებით ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და აშშ-ში. იგი პოპულარული იყო, ინტელექტუალებში რომლებიც აღზრდილნი იყვნენ, როგორც ქრისტიანები და სწამდათ ერთი ღვთის, მაგრამ არ ემხრობოდნენ ორგანიზებულ რელიგიას და არ სწამდათ ზებუნებრივი მოვლენები, ისეთები როგორებიცაა სასწაული, წმინდა წერილების შეუცდომლობა ან სამება.[3] დეისტურ იდეებს გავლენა ჰქონდათ ამერიკული და ფრანგული რევოლუციის რამდენიმე თვალსაჩინო ლიდერზე.[4] ამჟამად არსებობს დეიზმის ორი მთავარი ფორმა: კლასიკური და თანამედროვე დეიზმი.[5]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კიკნაძე ზ., „რელიგია“ // „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 19-21, ISBN 978-9941-0-0902-0.
  • English Deism: Its Roots and Its Fruits by John Orr (1934)
  • European Thought in the Eighteenth Century by Paul Hazard (1946, English translation 1954)
  • A History of English Thought in the Eighteenth Century by Sir Leslie Stephen, 2 volumes (1876, 3rd ed. 1902)
  • A History of Freethought: Ancient and modern, to the period of the French revolution by John Mackinnon Robertson (1915)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Smith, Merril D., ed. (2015). "Deism". The World of the American Revolution: A Daily Life Encyclopedia. Vol. 1. Santa Barbara, California: Greenwood Publishing Group, imprint of ABC-Clio. pp. 661–664.
  2. Harper, Leland Royce (2020). „Attributes of a Deistic God“, Multiverse Deism: Shifting Perspectives of God and the World. Lanham, Maryland: Rowman & Littlefield, გვ. 47–68. ISBN 978-1-7936-1475-9. 
  3. Thomsett, Michael C. (2011). Heresy in the Roman Catholic Church: A History. McFarland, გვ. 222. ISBN 978-0-7864-8539-0. ციტირების თარიღი: 2013-05-16. 
  4. Wilson, Ellen Judy; Reill, Peter Hanns (2004). Deism. Infobase Publishing. pp. 146–148. ISBN 978-0-8160-5335-3. ციტირების თარიღი: 2013-05-16.
  5. Hardwick, J. Modern Deism. J. Hardwick. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-08. ციტირების თარიღი: 2010.