სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადამსი.
ტერმინს „ჯონ ადამსი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ჯონ ადამსი (მრავალმნიშვნელოვანი).

ჯონ ადამსი (ინგლ. John Adams; დ. 30 ოქტომბერი, 1735, ქუინსი, მასაჩუსეტსი — გ. 4 ივლისი, 1826, ქუინსი, მასაჩუსეტსი) — ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-2 პრეზიდენტი 1797-1801 წლებში. 1789-97 წლებში ჯორჯ ვაშინგტონის პრეზიდენტობისას იყო აშშ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი. იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პიროვნებად ამერიკის დამაარსებელთა შორის.

ჯონ ადამსი
John Adams
ჯონ ადამსი John Adams
აშშ-ის მე-2 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1797 – 4 მარტი, 1801
ვიცე-პრეზიდენტი  თომას ჯეფერსონი
წინამორბედიჯორჯ ვაშინგტონი
მემკვიდრეთომას ჯეფერსონი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 აპრილი, 1789 – 4 მარტი, 1797
პრეზიდენტიჯორჯ ვაშინგტონი
წინამორბედიარა
მემკვიდრეთომას ჯეფერსონი

დაბადებული30 ოქტომბერი, 1735
ქუინსი, მასაჩუსეტსი
გარდაცვლილი4 ივლისი, 1826
ქუინსი, მასაჩუსეტსი
პოლიტიკური პარტიაფედერალისტური პარტია
მეუღლეაბიგაილ ადამსი
პროფესიაიურისტი
ხელმოწერა

ადამსი ცნობილი გახდა ამერიკის რევოლუციის ადრეული ეტაპიდან. როგორც მასაჩუსეტსის დელეგატი კონტინენტურ კონგრესში, იგი იბრძოდა აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მისაღებად 1776 წელს. როგორც კონგრესის წარმომადგენელი ევროპაში, იგი იყო მთავარი მომლაპარაკებელი პირი ბრიტანეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისას. ასევე მისი ძალისხმევის შედეგი იყო ამსტერდამიდან მნიშვნელოვანი კრედიტის მიღება.

ადამსის რევოლუციისდროინდელი უფლებამოსილება საფუძველი გახდა მისი ორი ვადით ვიცე-პრეზიდენტობისა ჯორჯ ვაშინგტონის ადმინისტრაციაში, რის შემდეგაც იგი აირჩიეს აშშ-ის მეორე პრეზიდენტად. პრეზიდენტობის დროს იგი იყო შეწუხებული შიდა დაპირისპირებით ფედერალისტთა პარტიაში და უთანხმოებით ჯეფერსონის რესპუბლიკელებთან. მისი თანამდებობაზე ყოფნისას მან სადავო Alien and Sedition Acts მოაწერა ხელი. მისი პრეზიდენტობის მთავარი მიღწევა იყო სამშვიდობო რეზოლუცია 1798 წელს კვაზი ომის კრიზისის დროს საფრანგეთთან.

თომას ჯეფერსონთან (იმ დროს ადამსის ვიცე-პრეზიდენტი) საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ადამსი დაბრუნდა მასაჩუსეტსში. მან და მისმა ცოლმა აბიგაილ ადამსმა დააარსეს პოლიტიკოსების, დიპლომატების და ისტორიკოსების დინასტია, რომელიც ამჟამად ცნობილია ადამსების პოლიტიკური ოჯახის სახელით. ჯონ ადამსი იყო აშშ-ის მე-6 პრეზიდენტის ჯონ კუინსი ადამსის მამა. მისმა წარმატებებმა ფართო აღიარება ჰპოვა თანამედროვეობაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი წვლილი თავიდან არ იყო ისე აღნიშნული, როგორც სხვა დამაარსებლებისა.

ლიტერატურა

ჩასწორება

რესურსები ინტერნეტში

ჩასწორება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: