ჟან ლერონ დ’ალამბერი

(გადამისამართდა გვერდიდან ჟან ლერონ დ'ალამბერი)

ჟან ლერონ დ’ალამბერი (ფრანგ. Jean Le Rond d'Alembert; დ. 16 ნოემბერი, 1717, პარიზი ― გ. 29 ოქტომბერი, 1783, პარიზი) — ფრანგი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, ენციკლოპედისტი, პარიზის (1754) და მრავალი სხვა მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

ჟან ლერონ დ’ალამბერი
ფრანგ. Jean le Rond D'Alembert
დაბ. თარიღი 16 ნოემბერი, 1717(1717-11-16)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი პარიზი[9] [2] [3] [4] [6] [10]
გარდ. თარიღი 29 ოქტომბერი, 1783(1783-10-29)[1] [2] [3] [11] [4] [12] [5] [6] [7] [8](65 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი[9] [2] [11] [4] [6]
დასაფლავებულია Catacombs
მოქალაქეობა საფრანგეთი[13] [10]
 საფრანგეთის სამეფო
საქმიანობა ფილოსოფოსი[4] , მათემატიკოსი[4] [8] , ფიზიკოსი[4] [8] , მუსიკოლოგი, მთარგმნელი[4] , მწერალი[14] , მუსიკის თეორეტიკოსი, ენციკლოპედისტი[4] , ინჟინერი, ასტრონომი, ლექსიკოგრაფი და ინტელექტუალი
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტი და ოთხი ერის კოლეჯი[15]
განთქმული მოსწავლეები პიერ სიმონ ლაპლასი
მამა Léopold Philippe d'Arenberg[16]
დედა Claudine Guérin de Tencin[2] [3] [17]
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი[18]
ხელმოწერა

1751–1757 წლებში დენი დიდროსთან ერთად მუშაობდა „მეცნიერებათა, ხელოვნებათა და ხელობათა ენციკლოპედიის“ შექმნაზე. დ’ალამბერმა პირველმა ჩამოაყალიბა (1743) ნებისმიერი მატერიალური სისტემის მოძრაობის დიფერენციალური განტოლებათა შედგენის ზოგადი წესები, რითაც დინამიკური ამოცანები სტატიკურ ამოცანებზე დაიყვანა (დ’ალამბერის პრინციპი). დიფერენციალურ განტოლებათა თეორიაში მისმა და შემდგომ ლეონარდ ეილერისა და დანიელ ბერნულის თეორიებმა საფუძველი ჩაუყარეს მათემატიკურ ფიზიკას. დ’ალამბერისა და ლეონარდ ეილერის შრომებში გვხვდება განტოლებები, რომლებიც ამჟამად კოში–რიმანის განტოლებების სახელს ატარებს. მწკრივთა თეორიაში კარგად არის ცნობილი მწკრივის კრებადობის დ’ალამბერის პირობა. ალგებრაში მას ეკუთვნის ალგებრის ძირითადი თეორემის პირველი (არა სავსებით მკაცრი) დამტკიცება. დ’ალამბერმა დაამკვიდრა პლანეტების მოძრაობის შეშფოთების თეორია.

დ’ალამბერმა ფრანგული ენციკლოპედიისათვის დაწერილ შესავალ წერილში „ნარკვევი მეცნიერებათა წარმოშობასა და განვითარებაზე“ (1751) მეცნიერებათა კლასიფიკაციასთან ერთად, ფრენსის ბეკონის გავლენით, მოგვცა შემეცნების ისტორიული განვითარების ძირითადი ასპექტების მეცნიერული ანალიზი. საყურადღებოა მისი „ფილოსოფიის ელემენტები“ (1759), სადაც ჯონ ლოკის ფილოსოფიური სენსუალიზმის მიმდევარი ჩანს. სკეპტიციზმით იყო გამსჭვალული დ’ალამბერის დეისტური შეხედულებანი, იგი გამოდიოდა ღმერთის არსებობის ანტიკლერიკალური კრიტიკით და, ამასთანავე, თავისებურ სუბსტანციად მიაჩნდა იგი, რის გამოც თანმიმდევრული ათეიზმის დონემდე ვერ ამაღლდა. დეისტური ფილოსოფიური სენსუალიზმისათვის დამახასიათებელი იყო არამატერიალური ტენდენციები, რომელთა კრიტიკა ჯერ კიდევ დენი დიდროს ეკუთვნის ნაშრომში „დ’ალამბერისა და დიდროს საუბარი“ (1769). საყურადღებო გამოკვლევები ჰქონდა დ’ალამბერს მუსიკის თეორიაში და ესთეტიკაში.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 М. Д'Аламбер // Энциклопедический лексиконСПб: 1838. — Т. 15. — С. 307–308.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Аламбер, Жан // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. АндреевскийСПб: Брокгауз — Ефрон, 1890. — Т. I. — С. 350.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 4.8 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 55. — ISBN 978-2-221-06888-5
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 www.accademiadellescienze.it
  7. 7.0 7.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 The Fine Art Archive — 2003.
  9. 9.0 9.1 Deutsche Nationalbibliothek Record #11850178X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  10. 10.0 10.1 https://zkm.de/en/person/jean-le-rond-d-alembert
  11. 11.0 11.1 Alembert, Jean le Rond d' // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911. — Vol. 1. — P. 539–540.
  12. MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  13. Berry A. A Short History of AstronomyLondon: John Murray, 1898.
  14. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  15. MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  16. Recherches sur Diderot et sur l'EncyclopédieAux amateurs de livres, 2012. — Vol. 47. — P. 243–289. — ISSN 0769-0886; 1955-2416
  17. Аламбертъ // Энциклопедический лексиконСПб: 1835. — Т. 1. — С. 398.
  18. Members of the American Academy Listed by election year, 1780-1799AAAS.
    
განმანათლებლობა
განმანათლებლები ქვეყნების მიხედვით
ავსტრია: იოზეფ II | ლეოპოლდ II | მარია ტერეზია
დანია-ნორვეგია: ლუდვიგ ჰოლბერგი | იენს შილდერუპ სნეედორფი | იოჰან ფრიდრიხ შტრუენზეე | ეგერტ ოლაფსონი
საფრანგეთი: პიერ ბეილი | ფონტენელი | მონტესკიე | ფრანსუა კენი | ვოლტერი | ბიუფონი | ჟან-ჟაკ რუსო | დენი დიდრო | ჰელვეციუსი | ჟან დ'ალამბერი | ბარონ დ'ოლბახი | მარკიზ დე სადი | კონდორსე | ანტუან ლავუაზიე | ოლიმპია დე გუგესი | იხ. აგრეთვე: ფრანგი ენციკლოპედისტები
გერმანია: ერჰარდ ვაიგელი | გოტფრიდ ვილჰელმ ფონ ლაიბნიცი | ფრიდრიხ II | იმანუელ კანტი | გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი | თომას აბტი | იოჰან გოტფრიდ ჰერდერი | ადამ ვაისჰაუპტი | იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე | ფრიდრიხ შილერი | კარლ ფრიდრიხ გაუსი | იხ. აგრეთვე: გერმანული კლასიციზმი
დიდი ბრიტანეთი: ტომას ჰობზი | ჯონ ლოკი | ისააკ ნიუტონი | სემუელ ჯონსონი | დევიდ ჰიუმი | ლორდი მონბოდო | ადამ სმითი | თომას პეინი | ჯონ უილქსი | ედმუნდ ბურკე | ედუარდ გიბონი | ჯეიმზ ბოსუელი | ჯერემი ბენტჰემი | მერი უოლსტოუნკრაფტი | იხ. ასევე: შოტლანდიური განმანათლებლობა
იტალია: ჯანბატისტა ვიკო | ჩეზარე ბეკარია
ნიდერლანდები: ჰუგო გროტიუსი | ბარუხ სპინოზა
პოლონეთი: სტანისლავ ლეშჩინსკი | სტანისლავ კონარსკი | სტანისლავ აუგუსტ პონიატოვსკი | იგნაცი კრასიცკი | ჰუგო კოლოტაი | იგნაცი პოტოცკი | სტანისლავ სტასიცკი | იან სნიადეცკი | იეჯეი სნიადეცკი | ვოიცეხ ბოგუსლავკი | ფრანციშეკ ბოჰომოლეცი | ფრანციშეკ სალეზი იჟიერსკი | ფრანციშეკ კარპინსკი | ფრანციშეკ დიონიზი კნიაჟნინი | ჰუგო კოლატაი | ადამ ნარუშევიჩი | იულიან ურსინ ნიემცევიჩი | სტანისლავ სტაშიჩი | სტანისლავ ტრემბეცკი | ფრანციშეკ ზაბლოცკი
რუსეთი: ეკატერინე დიდი | პეტრე დიდი | ეკატერინა დაშკოვა | მიხეილ ლომონოსოვი | ივან შუვალოვი | ნიკოლაი ნოვიკოვი | ალექსანდრ რადიშჩევი | მიხაილ შჩერბატოვი
ესპანეთი: გასპარ მელქიორ დე ხოველანოსი | ლეანდრო ფერნანდეს დე მორატინი
აშშ: ბენჯამენ ფრანკლინი | დევიდ რიტენჰაუზი | ჯონ ადამსი | ტომას ჯეფერსონი
განმანათლებლობასთან დაკავშირებული კონცეფციები
კაპიტალიზმი | სამოქალაქო თავისუფლებები | კრიტიკული აზროვნება | დეიზმი | დემოკრატია | ემპირიზმი | განათლებული აბსოლუტიზმი | თავისუფალი ბაზრები | ჰასკალა | ჰუმანიზმი | ლიბერალიზმი | ნატურფილოსოფია | რაციონალიზმი | გონი | Sapere aude | მეცნიერება | სეკულარიზმი