თომას აბტი (გერმ. Thomas Abbt; დ. 25 ნოემბერი, 1738, ულმი — გ. 3 ნოემბერი, 1766, ბიუკებურგი) — გერმანელი ფილოსოფოსი და მწერალი. დაიბადა ნიღბების ოსტატის ოჯახში. 1756 წელს მოხვდა ჰალეს უნივერსიტეტში, სადაც მათემატიკასა და ფილოსოფიას სწავლობდა. 1760 წლიდან ასწავლიდა ფილოსოფიას ოდერის ფრანკფურტში, შემდეგ მათემატიკას რინტელნში, ხოლო 1761-62 წლებში ორივე საგანს ბერლინში. ბერლინში ყოფნისას გაიცნო კრისტოფ ფრიდრიხ ნიკოლაი და გაერთიანდა მის „ბერლინურ წრეში“, ასევე დაუახლოვდა მოზეს მენდელსონს. საფრანგეთში 9 თვიანი მოგზაურობისას, ჟენევის მახლობლად, ფერნში, ვოლტერთან საუბარიც მოახერხა. დიდი პოპულარობა მოუტანა 1765 წელს ბერლინში გამოცემულმა ნაშრომმა „დამსახურებების შესახებ“ («Vom Verdienst»). ამავე წელს გადაწყვიტა გრაფ ვილჰელმ შაუმბურგ-ლიპსკის სამეფო კარის მრჩეველი გამხდარიყო, თუმცა მალევე დაიღუპა ჰემოროიდების დაავადების გამო. მისი ნაშრომები მისივე სიკვდილის შემდეგ გამოიცა 6 ტომად «Vermischten Werke» (6 ტ. 1768-81 წწ., მე-2 გამოც. 1790 წ.).

თომას აბტი
დაბადების თარიღი 25 ნოემბერი, 1738(1738-11-25)[1] [2]
დაბადების ადგილი ულმი[3] [2] [1] [4]
გარდაცვალების თარიღი 3 ნოემბერი, 1766(1766-11-03)[5] [1] [2] (27 წლის)
გარდაცვალების ადგილი Bückeburg[3] [2] [4]
საქმიანობა მათემატიკოსი[3] , მწერალი[3] [6] , ფილოსოფოსი[3] და უნივერსიტეტის პროფესორი
ენა გერმანული ენა
მოქალაქეობა  გერმანია[7]
ალმა-მატერი ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Eva Piirimäe, "Dying for the fatherland: Thomas Abbt’s theory of aesthetic patriotism," History of European Ideas, 35,2 (2009), 194-208.
  • Bender, A. (1922). Thomas Abbt.
  1. 1.0 1.1 1.2 Аббт, Фома // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. АндреевскийСПб: Брокгауз — Ефрон, 1890. — Т. I. — С. 19.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Abbt, Thomas // Allgemeine Deutsche BiographieL: 1875. — ტ. 1. — S. 2–4.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Deutsche Nationalbibliothek Record #118500074 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  4. 4.0 4.1 Аббтъ // Энциклопедический лексиконСПб: 1835. — Т. 1. — С. 20.
  5. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  7. museum-digital — 2009.