კლოდ ადრიან ჰელვეციუსი

კლოდ ადრიან ჰელვეციუსი (დ. 26 იანვარი, 1715, პარიზი — გ. 26 დეკემბერი, 1771, იქვე) — ფრანგი ფილოსოფოს-განმანათლებელი.

კლოდ ადრიან ჰელვეციუსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჰელვეციუსის ძირითადი პედაგოგიური იდეები თავმოყრილია მის ორ ძირითად ნაწარმოებში „გონების შესახებ“ (გამოვიდა 1758 წელს) და „ადამიანზე მის გონებრივ ნიჭიერებასა და აღზრდაზე“, რომელიც ნიდერლანდებში გამოიცა 1773 წელს, ავტორის გარდაცვალების შემდეგ. პირველი წიგნი მალე გახდა დევნის ობიექტი, იგი ანატემას მისცა რომის პაპმა და მთავრობამ, მიუხედავად ასეთი დევნისა, იგი მეტად პოპულარული იყო და მრავალჯერ გამოიცა, მათ შორის რუსეთშიც. გამოდიოდა რა ლოკის სენსუალიზმიდან, ჰელვეციუსი ავითარებდა დიდ ინგლისელი ფილოსოფოსისა და პედაგოგის მოძღვრების მატერიალისტურ მხარეს. იგი უარყოფდა თანდაყოლილ იდეებს და ფიქრობდა, რომ ადამიანში წარმოდგენები და ცნებები ყალიბდება გრძნობითი აღქმის საფუძველზე. ადამიანის აღზრდის ძირითად პირობად მიაჩნდა გარემოს გავლენა, ხოლო აღზრდას უსაზღვრო შესაძლებლობებს მიაწერდა ცნობილია მისი სიტყვები „აღზრდას ყველაფერი შეუძლია თვით გენიოსის შექმნაც კი“. რადგან ადამიანის გამოცდილება ძირითადად შეგრძნებას ემყარება, მისი მისი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია გრძნობათა ორგანოების განვითარება. ამვე დროს მას მიაჩნია, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობის გავლენაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ახალი და მთავარი პირობაა ადამიანის აღზრდისათვის.

ჰელვეციუსი, როგორც მზარდი ბურჟუაზიის წარმომადგენელი, უარყოფითად უყო განწყობილი ფეოდალური წყობის მიმართ, რადგან იგი ამახინჯებს და რყვნის ადამიანებს რა რაკი ეკლესია ფეოდალური წყოფის დასაყრდენი იყო, ფრანგი განმანათლებელი მის წინააღმდეგაც მკაცრად ილაშქრებდა, რელიგიური მორალი არაადამიანურ მორალად მიაჩნდა. მაშასადამე, აღზრდა სავსებით უნდა ჩამოშორდეს რელიგიურ გავლენას. მას სჯეროდა, რომ დადგა დრო, ამიტომ საჭირო იყო ახალი მორალის შექმნა, რომელიც სწორედ გაგებულ პირად ინტერესს უნდა დამყარებოდა. მაგრამ პირად ინტერესს ჰელვაციუსი განიხილავდა საზოგადოებრივთან მჭიდრო კავშირში. როგორია ამ საზოგადოების არსი? იგი მას ბურჟუაზიულ პოზიციებიდან უდგებოდა, რადგან საზოგადოების საფუძველს კერძო საკუთრებაში ხედავდა. ჰელვაციუსისთვის არ არსებობს მარადიული, აბსოლუტური ზნეობრივი ნორმები, სიკეთეს საფუძველი და საზომი სარგებლობა ინტერესია. აღიარებდა რა აღზრდის ყოვლისშემძლეობას, ჰელვეციუსი თვლიდა, რომ საჭიროა შეიქმნას აღზრდის ერთიანი მიზანი ყველა მოქალაქისათვის. მას ღრმად სწამდა, რომ აღზრდის შეცვლით შესაძლებელი გახდებოდა სოციალური წყობის შეცვლაც. მაშასადამე, ის ვერ ამაღლდა კლასობრივი ბრძოლის იდეამდე და ეს სავსებით გასაგებია თუ გავითვალისწინებთ, რომ ჰელვეციუსი ფეოდალიზმიდან კაპიტალიზმზე გადასვლის ეპოქაში ცხოვრობდა. ამრიგად, იგი საზოგადოებრივიწყობის შეცვლის აუცილებლობასა და ამ ცვლილების ერთადერთ საშუალებას აღზრდასა და განათლებაში ხედავდა.

ჰელვეციუსის დემოკრატიზმი გამოვლინდა მის მის მტკიცებაში, რომ ყველა ადამიანი თანაბრად დაჯილდოებულია განათლების ნიჭით, რადგან ისნი ერთნაირი სულიერი ნიჭიერებით იბადებიან. ეს იყო თავად-აზნაურული იდეოლოგიის წინააღმდეგ გაბედული გალაშქრება. ამ იდეოლოგიის მიხედვით ადამიანები იბადებიან არათანაბარი მონაცემებით, რაც განპირობებულია მათი სოციალური წარმოშობით. ილაშქრებდა რა ასეთი კონცეფციის წინააღმდეგ, ჰელვეციუსი მეორე უკიდურესობაში ვარდებოდა, როცა უარყოფდა ადამიანებს შორის ყოველგვარი ბუნებრივი განსხვავების არსებობას. წინააღმდეგ ფეოდალური აღზრდის წესებისა, რომელიც ფორმალიზმზე, ზეპირობასა და წვრთნაზე იყო დამოკიდებული, ჰელვეციუსი გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ბავშვის თვითმოქმედებასა და აქტიურობას, მისი გამოცდილების როლს. მიუხედავად ასეთი გადაჭარბებული შეფასებისა, ბავშვის აქტიურობის როლის წინ წამოწევა უდავოდ პროგრესული იყო.

ჰელვეციუსი ოჯახურთან შედარებით უპირატესობას აძლევდა საზოგადოებრივ, სასკოლო აღზრდას. მას სჯეროდა, რომ სკოლას სახელმწიფო უნდა მზრუნველობდეს და არა სამრვდელოება, რომ სახელმწიფო აღზრდამ უნდა შექმნას საზოგადო მოღვაწეები და მოქალაქეები, რომ მხოლოდ სახელმწიფო აღზრდა აყალიბებს პატრიოტებს, რომელთა პირადი ბედნიერება ერის ბედნიერებასთანაა შერწყმული. და რაკი სქოლასტიკური სკოლა ამ მიზნების განსახორციელებლად არ გამოდგებოდა, ჰელვაციუსი მოითხოვდა სკოლის გარდაქმნას და ხალხთა მასების ფართო განათლებას.

გამოყენებული ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნ. სვანაძე, პედაგოგიკის ისტორია. თბ., 1988.
    
განმანათლებლობა
განმანათლებლები ქვეყნების მიხედვით
ავსტრია: იოზეფ II | ლეოპოლდ II | მარია ტერეზია
დანია-ნორვეგია: ლუდვიგ ჰოლბერგი | იენს შილდერუპ სნეედორფი | იოჰან ფრიდრიხ შტრუენზეე | ეგერტ ოლაფსონი
საფრანგეთი: პიერ ბეილი | ფონტენელი | მონტესკიე | ფრანსუა კენი | ვოლტერი | ბიუფონი | ჟან-ჟაკ რუსო | დენი დიდრო | ჰელვეციუსი | ჟან დ'ალამბერი | ბარონ დ'ოლბახი | მარკიზ დე სადი | კონდორსე | ანტუან ლავუაზიე | ოლიმპია დე გუგესი | იხ. აგრეთვე: ფრანგი ენციკლოპედისტები
გერმანია: ერჰარდ ვაიგელი | გოტფრიდ ვილჰელმ ფონ ლაიბნიცი | ფრიდრიხ II | იმანუელ კანტი | გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი | თომას აბტი | იოჰან გოტფრიდ ჰერდერი | ადამ ვაისჰაუპტი | იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე | ფრიდრიხ შილერი | კარლ ფრიდრიხ გაუსი | იხ. აგრეთვე: გერმანული კლასიციზმი
დიდი ბრიტანეთი: ტომას ჰობზი | ჯონ ლოკი | ისააკ ნიუტონი | სემუელ ჯონსონი | დევიდ ჰიუმი | ლორდი მონბოდო | ადამ სმითი | თომას პეინი | ჯონ უილქსი | ედმუნდ ბურკე | ედუარდ გიბონი | ჯეიმზ ბოსუელი | ჯერემი ბენტჰემი | მერი უოლსტოუნკრაფტი | იხ. ასევე: შოტლანდიური განმანათლებლობა
იტალია: ჯანბატისტა ვიკო | ჩეზარე ბეკარია
ნიდერლანდები: ჰუგო გროტიუსი | ბარუხ სპინოზა
პოლონეთი: სტანისლავ ლეშჩინსკი | სტანისლავ კონარსკი | სტანისლავ აუგუსტ პონიატოვსკი | იგნაცი კრასიცკი | ჰუგო კოლოტაი | იგნაცი პოტოცკი | სტანისლავ სტასიცკი | იან სნიადეცკი | იეჯეი სნიადეცკი | ვოიცეხ ბოგუსლავკი | ფრანციშეკ ბოჰომოლეცი | ფრანციშეკ სალეზი იჟიერსკი | ფრანციშეკ კარპინსკი | ფრანციშეკ დიონიზი კნიაჟნინი | ჰუგო კოლატაი | ადამ ნარუშევიჩი | იულიან ურსინ ნიემცევიჩი | სტანისლავ სტაშიჩი | სტანისლავ ტრემბეცკი | ფრანციშეკ ზაბლოცკი
რუსეთი: ეკატერინე დიდი | პეტრე დიდი | ეკატერინა დაშკოვა | მიხეილ ლომონოსოვი | ივან შუვალოვი | ნიკოლაი ნოვიკოვი | ალექსანდრ რადიშჩევი | მიხაილ შჩერბატოვი
ესპანეთი: გასპარ მელქიორ დე ხოველანოსი | ლეანდრო ფერნანდეს დე მორატინი
აშშ: ბენჯამენ ფრანკლინი | დევიდ რიტენჰაუზი | ჯონ ადამსი | ტომას ჯეფერსონი
განმანათლებლობასთან დაკავშირებული კონცეფციები
კაპიტალიზმი | სამოქალაქო თავისუფლებები | კრიტიკული აზროვნება | დეიზმი | დემოკრატია | ემპირიზმი | განათლებული აბსოლუტიზმი | თავისუფალი ბაზრები | ჰასკალა | ჰუმანიზმი | ლიბერალიზმი | ნატურფილოსოფია | რაციონალიზმი | გონი | Sapere aude | მეცნიერება | სეკულარიზმი