Sapere aude (გამოითქმის „საპერე ოუდეი“) — ლათინური გამოთქმა, რომელიც ნიშნავს „გაბედე იყო ბრძენი“, უფრო ზუსტად კი „გაბედე იცოდე“. პირველად გამოიყენა რომაელმა პოეტმა ჰორაციუსმა, თუმცა პოპულარული განმანათლებლობის პერიოდში, გერმანელი ფილოსოფოსის იმანუელ კანტის ესეს — „რა არის განმანათლებლობა?“ წყალობით გახდა. კანტი Sapere aude-ს მთელი განმანათლებლობის პერიოდის დევიზად მიიჩნევს და განმანათლებლობის ცნების განმარტებაშიც იშველიებს.

ლოზუნგი მანჩესტერის გრამატიკის სკოლაზე

გამოთქმის თავდაპირველი გამოყენება უნდა ეკუთვნოდეს რომაელ პოეტ ჰორაციუსს, რომელიც ეპისტოლეების პირველ წიგნში წერს: dimidium facti qui coepit habet: sapere aude, incipe („მან ვინ დაიწყო, საქმის ნახევარი ამით გააკეათა. გაბედე დაიწყო!“).[1] შეიძლება ასევე ითარგმნოს როგორც „გაბედე იყო ბრძენი“.

კანტის თავის ესეში პასუხი კითხვაზე: რა არის განმანათლებლობა? გამოთქმას Sapere aude იყენებს განმანათლებლობის ცნების განსამარტად. მიშელ ფუკო 1984 წელს კანტის ესსეს საპასუხო წერილში, ეთანხმება რა კანტს მრავალ დებულებაში, უარყოფს Sapere Aude კონცეფციით მართული პოლიტიკური საზოგადოების იდეას.

სქოლიო რედაქტირება

  1. http://www.thelatinlibrary.com/horace/epist1.shtml | ჰორაციუსის ეპისტოლეები 1.2.40-დან
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Sapere_aude&oldid=3088767“-დან