ან რობერ ჟაკ ტიურგო

ან რობერ ჟაკ ტიურგო (ფრანგ. Anne Robert Jacques Turgot დ. 1727 — გ. 1781) — ფრანგი პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი, ეკონომისტი. 1774 წელს დაინიშნა ფინანსთა მინისტრად. დაჟინებით მოითხოვა თავისუფალი ვაჭრობის განხორციელება და გაატარა მთელი რიგი რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავდა ვაჭრობის და მრეწველობის განვითარებას, მაგრამ მის რეფორმებს ყოველთვის სასურველი შედეგი არ მოჰყვებოდა. 1775 წლის მოუსავლიანობის გამო მომხდარი ამბოხების შემდეგ ტიურგომ დაკარგა ნდობა ხალხში და არისტოკრატიის მოთხოვნით მეფემ იგი 1776 წელს გადააყენა. ეუთვნის ვრცელი ნაშრომი „Reflexions sur la formation et la distribution des richesses“ (1776), რომელშიც გამოთქმული აქვს მოსაზრება, რომ სახელმწიფოს არსებობის საფუძველს წარმოადგენს მარცვლეული და რომ ამ საკითხს უნდა მიაპყრონ უპირველესი ყურადღება ეკონომისტებმა და ფინანსისტებმა.

ტიურგოს პორტრეტი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება