ბრიგიტე ბირლაინი
ბრიგიტე ბირლაინი (გერმ. Brigitte Bierlein; დ. 25 ივნისი, 1949, ვენა, ავსტრია, — 3 ივნისი, 2024, იქვე) — ავსტრიელი იურისტი, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. იბიცა-გეიტის შემდეგ ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა დაასახელა ავსტრიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებლად 2019 წლის 30 მაისს და გახდა პირველი ქალი ავსტრიის კანცლერის თანამდებობაზე[1]. ეს თანამდებობა მას 2020 წლის 7 იანვრამდე ეკავა.
ბრიგიტე ბირლაინი | |
ავსტრიის კანცლერი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 ივნისი, 2019 – 7 იანვარი, 2020 | |
პრეზიდენტი | ალექსანდერ ვან დერ ბელენი |
წინამორბედი | სებასტიან კურცი, ჰარტვიგ ლიოგერი (მ/შ) |
მემკვიდრე | სებასტიან კურცი |
კონსტიტუციური სასამართლოს პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 თებერვალი, 2018 – დღემდე | |
წინამორბედი | გერჰარტ ჰოლცინგერი |
კონსტიტუციური სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 იანვარი, 2003 – 22 თებერვალი, 2018 | |
წინამორბედი | კარლ კორინეკი |
მემკვიდრე | ქრისტოფ გრაბენვარტერი |
დაბადებული | 25 ივნისი, 1949 ვენა |
გარდაცვლილი | 3 ივნისი 2024 ვენა |
განათლება | ვენის უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბრიგიტე ბირლაინი დაიბადა 1949 წლის 25 ივნისს მოკავშირების მიერ ავსტრიის ოკუპაციის პერიოდში[2]. 1990-2002 წლებში იყო ქვეყნის მთავარი პროკურორი და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი 2001-2003 წლებში. 2003 წელს გახდა ავსტრიის კონსტიტუციური სასამართლოს წევრი. 2003-2018 წლებში იყო კონსტიტუციური სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 2018 წლიდან — პრეზიდენტი. 2019 წლის 30 მაისს დაასახელეს ავსტრიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებლად 2019 წლის სექტემბრის არჩევნებამდე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Brigitte Bierlein დაარქივებული 2019-05-18 საიტზე Wayback Machine. — Constitutional Court homepage
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Said-Moorhouse, Lauren. (30 May 2019) Austria names its first female chancellor. ციტირების თარიღი: 30 May 2019
- ↑ Brigitte Bierlein. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მაისი 2018. ციტირების თარიღი: 13 May 2018.