სებასტიან კურცი (გერმ. Sebastian Kurz დ. 27 აგვისტო, 1986, ვენა, ავსტრია) — ავსტრიელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. 2013 წლის 16 დეკემბრიდან 2017 წლის 18 დეკემბრამდე ავსტრიის ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრი. მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა საგარეო საქმეთა მინისტრი. 2017 წლის 18 დეკემბრიდან 2019 წლის 28 მაისამდე და 2020 წლის 7 იანვრიდან ავსტრიის ფედერალური კანცლერი.

სებასტიან კურცი
სებასტიან კურცი
ავსტრიის კანცლერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 იანვარი, 2020 – 11 ოქტომბერი, 2021
პრეზიდენტი  ალექსანდერ ვან დერ ბელენი
წინამორბედიბრიგიტე ბირლაინი
მემკვიდრეალექსანდერ შალენბერგი

ავსტრიის კანცლერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 დეკემბერი, 2017 – 28 მაისი, 2019
პრეზიდენტიალექსანდერ ვან დერ ბელენი
წინამორბედიკრისტიან კერნი
მემკვიდრეჰარტვიგ ლიოგერი (მ/შ), ბრიგიტე ბირლაინი

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 დეკემბერი, 2013 – 18 დეკემბერი, 2017
წინამორბედიმიხაელ შპინდელეგერი
მემკვიდრეკარინ კნაისლი

ავსტრიის სახალხო პარტიის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 მაისი, 2017 – დან
წინამორბედირაინჰოლდ მიტერლენერი

დაბადებული27 აგვისტო, 1986
ვენა, ავსტრია
პოლიტიკური პარტიაავსტრიის სახალხო პარტია
განათლებავენის უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი
საქმიანობადიპლომატი
რელიგიაკათოლიციზმი
საიტიsebastian-kurz.at

ადრეული წლები და განათლება

რედაქტირება

სებასტიან კურცი 1986 წლის 27 აგვისტოს ვენაში დაიბადა. დედა მასწავლებელია, მამა — ინჟინერი. გაიზარდა ქალაქ მაიდლინგის მე-12 რაიონში, სადაც დღემდე ცხოვრობს. 1996 წელს ჩააბარა Bundesgymnasium und Bundesrealgymnasium Erlgasse-ში, ხოლო 2004 წელს გამოსაშვები გამოცდის ჩაბარების შემდეგ ერთწლიანი სამხედრო სამსახური გაიარა. ამის შემდეგ ვენის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. სწავლის დასრულებამდე, 2011 წელს სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაინიშნა, როდესაც მხოლოდ თერთმეტი სასწავლო სემესტრი ჰქონდა გავლილი.

ახალგაზრდა პოლიტიკოსი

რედაქტირება

ასპ-ს ახალგაზრდული ფრთის წევრი 17 წლის ასაკში გახდა, 23 წლისა კი თითონ ჩაუდგა პარტიის ვენის კომიტეტს სათავეში. 2009 წელს კურცი აირჩიეს ავტრიის სახალხო პარტიის ახალგაზრდული განყოფილების თავმჯდომარედ. 2010-2011 წლებში ვენის საქალაქო საბჭოს წევრი იყო. 2011 წლის აპრილში კურცი ხელახლა შექმნილი ინტეგრაციის სახელმწიფო მდივნის პოსტზე დანიშნეს (ავსტრიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს ნაწილი). 2013 წელს ავსტრიაში საყოველთაო არჩევნებში პარლამენტის წევრად იქნა არჩეული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება