ინდერ კუმარ გუჯრალი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ინდერ კუმარ გუჯრალი (ჰინ. लालबहादुर शास्त्री დ. 4 დეკემბერი, 1919 — გ. 30 ნოემბერი, 2012) — ინდოელი სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტიკოსი (1999-1999).

ინდერ კუმარ გუჯრალი
პენჯაბ. ਇੰਦਰ ਕੁਮਾਰ ਗੁਜਰਾਲ
დაბადების თარიღი 4 დეკემბერი, 1919(1919-12-04)[1]
დაბადების ადგილი Sohawa Tehsil, Punjab, ბრიტანეთის ინდოეთი
გარდაცვალების თარიღი 30 ნოემბერი, 2012(2012-11-30)[2] [1] (92 წლის)
გარდაცვალების ადგილი Gurgaon[3]
მოქალაქეობა  ინდოეთი
 ბრიტანეთის ინდოეთი
Dominion of India
განათლება DAV College, Kanpur, Government College University, ფორმანის ქრისტიანული კოლეჯი, Government High School Jhelum და D.A.V. College (Lahore), Ambala City
მეუღლე/ები Shiela Gujral[4] და Shiela Gujral[5]
შვილ(ებ)ი Naresh Gujral
ჯილდოები მეგობრობის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ინდერ კუმარ გუჯრალი დაიბადა 1919 წლის 4 დეკემბერს ჯელამში ბრიტანეთის ინდოეთში, დღევანდელ პენჯაბში, პაკისტანში, წარმოშობით ჰატრას ტომიდან. მისი მშობლები იყვნენ მებრძოლები ბრიტანული კოლონიალიზმის წინააღმდეგ. მან თავისი ცხოვრება პოლიტიკაში საკმაოდ ადრე დაიწყო — უკვე თერთმეტი წლის ასაკში პირველად დააკავა და სასტიკად სცემა პოლიციამ, მის მშობლიურ ქალაქ ჯელამში ბავშვთა ანტისამთავრობო მოძრაობის ორგანიზებისთვის.

ინდერ კუმარ გუჯრალის ჰობი იყო პოეზია.[6] მისი მეუღლე შეილა გუჯრალი, ცნობილი პოეტი, გარდაიცვალა 2011 წლის 11 ივლისს ავადმყოფობის შემდეგ. წყვილს ჰყავდა ორი ვაჟი: ნარეში და ვიშალი. წყვილს ასევე ჰყავს ორი შვილიშვილი.

პოლიტიკური მოღვაწეობა

რედაქტირება

1956-1964 წლებში ის იყო ნიუ-დელის მუნიციპალური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 1964 წლიდან 1976 წლამდე — რაჯა-საბჰის, ინდოეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრი. 1975 წლის ივნისში იგი დაინიშნა ინფორმაციისა და კომუნიკაციების მინისტრად ინდირა განდის მთავრობაში. 1976-1980 წლებში ინდერ კუმარ გუჯრალი იყო ინდოეთის რესპუბლიკის ელჩი საბჭოთა კავშირში.

1980-იანი წლების შუა ხანებში მან დატოვა ინდოეთის ეროვნული კონგრესი და შეუერთდა ჯანატა დალის პარტიას. ის იყო ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიშვანათ პრატაპ სინგჰის (1989-1990) და ჰარადანაჰალი დოდე დევე გივდას (1996-1997) კაბინეტებში. 1997 წლის აპრილში ინდოეთის პრემიერ-მინისტრად არჩევამდე, იგი სხვადასხვა სამთავრობო თანამდებობას იკავებდა.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი

რედაქტირება

გუჯრალის მთავრობა კონგრესსა და გაერთიანებულ ფრონტს შორის საპარლამენტო კომპრომისის შედეგი იყო, რომელსაც არ სურდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, დევე გივდას მთავრობის გადადგომის შემდეგ. თუმცა, კომპრომისი დიდხანს არ გაგრძელებულა: მას შემდეგ რაც საჯარო გახდა სამხრეთ ინდოეთის ერთ-ერთი მხარის (DMK, Dravida Munnetra Kazhagam) კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები თამილ ილამის განმათავისუფლებელ ვეფხვებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ რაჯივ განდის მკვლელობაზე, კონგრესმა მოითხოვა მინისტრების გადადგომა. მაგრამ მინისტრები არ გადადგენენ და 1997 წლის 28 ნოემბერს კონგრესმა გააუქმა გუჯრალის მთავრობის მხარდაჭერა, რის შემდეგაც იგი გადადგა. ახალი საყოველთაო არჩევნები დაინიშნა 1998 წლის თებერვალ-მარტში. 1998-1999 წლებში ინდერ კუმარ გუჯრალი იყო ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატა წევრი, ჯალანდარის ამომრჩეველთა ოლქიდან.

ჯილდოები

რედაქტირება

იგი დაჯილდოვებულია მეგობრობის ორდენით (2000 წლის 25 სექტემბერი, რუსეთი) — რუსეთ-ინდოეთის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის და რუსეთის ფედერაციისა და ინდოეთის რესპუბლიკის ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებისთვის.[7] ასევე მიღებული აქვს საერთაშორისო პრემია „ცივილიზაციათა დიალოგი“ (2002).